საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები
როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები

50 კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე ფარ­თის ბი­ნის მო­წყო­ბა არც თუ ისე მარ­ტი­ვია. პა­ტა­რა ბი­ნის და­გეგ­მა­რე­ბი­სას, პრაქ­ტი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ხრი­კე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ. დღე­ი­სათ­ვის, ინ­ტე­რი­ე­რე­ბის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო მე­თოდს გვთა­ვა­ზო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ოთა­ხის თი­თო­ე­უ­ლი სან­ტი­მეტ­რი გო­ნივ­რუ­ლად. ამ­ჯე­რად, პა­ტა­რა ბი­ნის მო­წყო­ბა­ზე გა­მო­სა­დე­გი რჩე­ვე­ბის­თვის, სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო ჰი­პერ­მარ­კე­ტის - „მი­ჰა­უ­სის“ დი­ზა­ი­ნერს მივ­მარ­თეთ.

სა­ი­დან და­ვი­წყოთ?

დი­ზა­ინ-პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა ყო­ველ­თვის იწყე­ბა პა­სუ­ხით კი­თხვა­ზე: რამ­დენ ადა­მი­ანს მო­უ­წევს მო­ცე­მულ ფარ­თში ცხოვ­რე­ბა? მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც, იცხოვ­რე­ბენ თუ არა ბი­ნა­ში ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი. ამ ფაქ­ტო­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ იქ­ნე­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბი და რო­გორ ფუნ­ქცი­ურ დატ­ვირ­თვას ატა­რებს. ოჯა­ხის­თვის უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა 50 კვ. მეტრზე ორი ოთა­ხის დი­ზა­ი­ნის პრო­ექ­ტი, ხოლო ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის, სტუ­დი­ოს ტი­პის ბი­ნის იდეა სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია.

რას რა შე­ვუ­თავ­სოთ?

პა­ტა­რა ბი­ნის სივ­რცის გა­ნა­წი­ლე­ბი­სას, სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, უბ­რა­ლოდ და­ყოთ ნა­წი­ლე­ბად და ყო­ველ ნა­წილს თა­ვი­სი ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვა მი­ა­ნი­ჭოთ. ერთ ღია სივ­რცე­ში შე­საძ­ლა­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბით შე­უ­თავ­სო ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე ზონა.

ყვე­ლა­ზე ხში­რად, სამ­ზა­რე­უ­ლოს და მი­სა­ღებ ოთახს აერ­თი­ა­ნე­ბენ. ასე­ვე, 50 კვ.მ-მდე ბი­ნის დი­ზა­ინ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ბი­ნე­ტის და სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც. სა­მუ­შაო ზონა არ სა­ჭი­რო­ებს ბევრ ად­გილს, მაგ­რამ ოთა­ხის ფარ­თის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ისე­თი ავე­ჯის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­საც აქვს ტრანსფორ­მა­ცი­ის ფუნ­ქცია. მა­გა­ლი­თად, ასა­კე­ცი სა­წო­ლი.

ასე­ვე, ად­გილს და­გი­ზო­გავთ კომ­პაქ­ტუ­რი მა­გი­და თა­რო­ე­ბით, რო­მე­ლიც არ და­ი­კა­ვებს დიდ ად­გილს და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც საკ­მა­ოდ ლა­მა­ზია.

ნა­ხეთ, მა­გი­დის სხვა ფე­რის ვა­რი­ან­ტიც.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნი იქ­ნე­ბა, ერთ სივ­რცე­ში სა­ძი­ნებ­ლის და გარ­დე­რო­ბის ოთა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც. გარ­დე­რო­ბის სივ­რცე კა­რა­და-კუ­პეს ვა­რი­ან­ტში იქ­ნე­ბა. ტან­საც­მლის შე­სა­ნა­ხი ზონა შე­გიძ­ლი­ათ ლა­მა­ზად გა­და­ტიხ­როთ.

დი­ზა­ი­ნი და ფე­რე­ბი

პა­ტა­რა ბი­ნა­ში უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ი­ყე­ნოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ღია და ნა­თე­ლი ფე­რე­ბი. ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რად გაზ­რდის სივ­რცეს. შე­არ­ჩი­ეთ ღია, პას­ტე­ლის ფე­რის შპა­ლე­რი. მო­ე­რი­დეთ გა­დატ­ვირ­თულ პრინტს. აჯო­ბებს ერთი ფე­რის, ან სადა ორ­ნა­მენ­ტის მქო­ნე ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც დი­ზა­ინს გა­ა­ხა­ლი­სებს.

კედ­ლის ნა­წი­ლი კი შე­გიძ­ლი­ათ დე­კო­რა­ტი­უ­ლი პა­ნე­ლით გა­ა­ფორ­მოთ. კედ­ლის თვი­თწე­ბა­დი პა­ნე­ლის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს "მი­ჰა­უს­ზე“ ნა­ხავთ.

შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ რო­გორც ხის, ასე­ვე აგუ­რის ეფექ­ტის დი­ზა­ი­ნი. დე­კო­რის ეს ელე­მენ­ტი ძა­ლი­ან ბი­უ­ჯე­ტუ­რია. მისი ფასი 5 ლა­რი­დან იწყე­ბა.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ად­გი­ლის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, მა­გი­დის ნაც­ვლად ბა­რის გა­კე­თე­ბის იდეა ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რია. ბა­რიც შე­გიძ­ლი­ათ დე­კო­რა­ტი­უ­ლი თვი­თწე­ბა­დი აგუ­რის კედ­ლის ეფექ­ტით გა­ა­ლა­მა­ზოთ.

დი­ზა­ინ­ში უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ი­ყე­ნოთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი:

აქ­სე­სუ­ა­რებ­ში:

  • მკა­ფიო ფე­რის ტექ­სტი­ლი
  • ბა­ლი­შე­ბი, პლე­დე­ბი
  • პა­ტა­რა ხა­ლი­ჩე­ბი

ასე­თი ნივ­თე­ბი შექ­მნის სიმ­ყუდ­რო­ბის და კომ­ფორ­ტის გან­წყო­ბას.

გა­ნა­თე­ბა

პა­ტა­რა ოთა­ხი კარ­გად უნდა იყოს გა­ნა­თე­ბუ­ლი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­გად­გე­ბათ ნა­ხევ­რად ბნე­ლი და ჭრე­ლი გა­ნა­თე­ბა. გა­მო­ი­ყე­ნეთ დი­ზა­ინ­ში სარ­კე­ე­ბი, რომ მათ აი­რეკ­ლონ სი­ნათ­ლე. და­ბა­ლი ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, არ ღირს ძვე­ლე­ბუ­რი სტი­ლის დიდი ჭა­ღე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი დი­ზა­ი­ნის ჭაღი, ან ჭერ­ში ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ნა­თუ­რე­ბი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა­ზე მე­ტად, პა­ტა­რა ბი­ნის დი­ზა­ინს უხ­დე­ბა ისე­თი სტი­ლი, რო­გო­რი­ცაა მი­ნი­მა­ლიზ­მი, მო­დერ­ნი, ჰაი-ტეკი. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა სკან­დი­ნა­ვი­უ­რი და აზი­უ­რი სტი­ლიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
53

ხრუშოვკებს დასცინით და რას გავს ახალი აშენებული ბინები, ადამიანმა რომ გაიზმოროს, ფეხს კედელზე მიაჭერს, ხრუშოვკა ამათთან დარბაზია

ავტორი:

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები

50 კვადრატულ მეტრამდე ფართის ბინის მოწყობა არც თუ ისე მარტივია. პატარა ბინის დაგეგმარებისას, პრაქტიკული დიზაინერული ხრიკები აუცილებლად დაგჭირდებათ. დღეისათვის, ინტერიერების დიზაინერები უამრავ საინტერესო მეთოდს გვთავაზობენ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ოთახის თითოეული სანტიმეტრი გონივრულად. ამჯერად, პატარა ბინის მოწყობაზე გამოსადეგი რჩევებისთვის, სარემონტო და სამშენებლო ჰიპერმარკეტის - „მიჰაუსის“ დიზაინერს მივმართეთ.

საიდან დავიწყოთ?

დიზაინ-პროექტის შემუშავება ყოველთვის იწყება პასუხით კითხვაზე: რამდენ ადამიანს მოუწევს მოცემულ ფართში ცხოვრება? მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, იცხოვრებენ თუ არა ბინაში ბავშვები და მოხუცები. ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორ იქნება განლაგებული ოთახები და როგორ ფუნქციურ დატვირთვას ატარებს. ოჯახისთვის უმჯობესი იქნება 50 კვ. მეტრზე ორი ოთახის დიზაინის პროექტი, ხოლო ერთი ადამიანისთვის, სტუდიოს ტიპის ბინის იდეა სავსებით მისაღებია.

რას რა შევუთავსოთ?

პატარა ბინის სივრცის განაწილებისას, საუკეთესო ვარიანტია, უბრალოდ დაყოთ ნაწილებად და ყოველ ნაწილს თავისი ფუნქციური დატვირთვა მიანიჭოთ. ერთ ღია სივრცეში შესაძლაბელია წარმატებით შეუთავსო ერთმანეთს რამდენიმე ზონა.

ყველაზე ხშირად, სამზარეულოს და მისაღებ ოთახს აერთიანებენ. ასევე, 50 კვ.მ-მდე ბინის დიზაინში, შესაძლებელია კაბინეტის და საძინებელი ოთახის გაერთიანებაც. სამუშაო ზონა არ საჭიროებს ბევრ ადგილს, მაგრამ ოთახის ფართის დეფიციტის პირობებში, რეკომენდებულია ისეთი ავეჯის გამოყენება, რომელსაც აქვს ტრანსფორმაციის ფუნქცია. მაგალითად, ასაკეცი საწოლი.

ასევე, ადგილს დაგიზოგავთ კომპაქტური მაგიდა თაროებით, რომელიც არ დაიკავებს დიდ ადგილს და ვიზუალურადაც საკმაოდ ლამაზია.

ნახეთ, მაგიდის სხვა ფერის ვარიანტიც.

ძალიან საინტერესო დიზაინი იქნება, ერთ სივრცეში საძინებლის და გარდერობის ოთახის გაერთიანებაც. გარდერობის სივრცე კარადა-კუპეს ვარიანტში იქნება. ტანსაცმლის შესანახი ზონა შეგიძლიათ ლამაზად გადატიხროთ.

დიზაინი და ფერები

პატარა ბინაში უმჯობესია გამოიყენოთ რაც შეიძლება ღია და ნათელი ფერები. ეს ვიზუალურად გაზრდის სივრცეს. შეარჩიეთ ღია, პასტელის ფერის შპალერი. მოერიდეთ გადატვირთულ პრინტს. აჯობებს ერთი ფერის, ან სადა ორნამენტის მქონე ვარიანტი, რომელიც დიზაინს გაახალისებს.

კედლის ნაწილი კი შეგიძლიათ დეკორატიული პანელით გააფორმოთ. კედლის თვითწებადი პანელის მრავალფეროვან არჩევანს "მიჰაუსზე“ ნახავთ.

შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ხის, ასევე აგურის ეფექტის დიზაინი. დეკორის ეს ელემენტი ძალიან ბიუჯეტურია. მისი ფასი 5 ლარიდან იწყება.

სამზარეულოში ადგილის დაზოგვის მიზნით, მაგიდის ნაცვლად ბარის გაკეთების იდეა ძალიან ჭკვიანურია. ბარიც შეგიძლიათ დეკორატიული თვითწებადი აგურის კედლის ეფექტით გაალამაზოთ.

დიზაინში უმჯობესია გამოიყენოთ ნატურალური მასალები:

აქსესუარებში:

  • მკაფიო ფერის ტექსტილი
  • ბალიშები, პლედები
  • პატარა ხალიჩები

ასეთი ნივთები შექმნის სიმყუდრობის და კომფორტის განწყობას.

განათება

პატარა ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული. არავითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ნახევრად ბნელი და ჭრელი განათება. გამოიყენეთ დიზაინში სარკეები, რომ მათ აირეკლონ სინათლე. დაბალი ჭერის შემთხვევაში, არ ღირს ძველებური სტილის დიდი ჭაღების გამოყენება. ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინის ჭაღი, ან ჭერში ჩამონტაჟებული ნათურები იქნება.

ყველაზე მეტად, პატარა ბინის დიზაინს უხდება ისეთი სტილი, როგორიცაა მინიმალიზმი, მოდერნი, ჰაი-ტეკი. ასევე, საინტერესოა სკანდინავიური და აზიური სტილიც.

1 დღიანი ულიმიტო პაკეტი დაბრუნდა!

რით განსხვავდება ოფიციალურ და შავ ბაზარზე ნაყიდი ტექნიკა და ღირს თუ არა Apple-ის ტექნიკის ყიდვა ოფიციალურ რესელერებთან - ერთად განვიხილოთ ეს საკითხი

როგორ შევქმნათ ორიგინალური დიზაინის ფოტოწიგნი თავად - დიზაინერის რჩევები