კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა
"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

სა­მეგ­რე­ლო­ში 8 წლის გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ მამა-შვილს მო­სახ­ლე­ო­ბამ სახ­ლი და­უწ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ კად­რებს "რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

"კუ­რი­ე­რის" ცნო­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მხრი­დან უმ­კაც­რეს რე­ა­გი­რე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლს პო­ლი­ცია უკვე მე­ო­რე დღეა იცავს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ად­გილბ­რი­ვებ­მა სა­ცხოვ­რე­ბელს ცე­ცხლი მა­ინც მო­უ­კი­დეს.

ცნო­ბის­თვის, მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 8 წლის ბავ­შვის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით მამა-შვი­ლი და­ა­კა­ვეს. მო­ზარ­დის მე­ზობ­ლე­ბის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნა მე­ზობ­ლე­ბი არი­ან.

მა­თი­ვე ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, მამა-შვი­ლი ბავ­შვს მოკ­ვლის მუ­ქა­რით აი­ძუ­ლებ­და, ფაქ­ტი სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა.

რო­გორც მე­ზო­ბე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, ბავ­შვმა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მშობ­ლებს მას შემ­დეგ უამ­ბო, რაც ძლი­ერ­მა ტკი­ვი­ლებ­მა შე­ა­წუ­ხა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვა.

"მთე­ლი სო­ფე­ლი ფეხ­ზე დგას. მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ამ მამა-შვი­ლი წა­იყ­ვა­ნა, მე­ზობ­ლებ­მა მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი აი­ძუ­ლეს იქა­უ­რო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. 35 წლამ­დეა შვი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 60 წლამ­დე მამა. ორი­ვეს ცოლ-შვი­ლი ჰყავს, მათ ოჯახ­შიც იზ­რდე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი. კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის ოჯა­ხი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ასეთ რა­მეს ვე­რა­ვინ წარ­მო­ვიდ­გენ­დით", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს მარ­ტვი­ლის მკვიდ­რი.

შსს- ში მომ­ხდარს ადას­ტუ­რე­ბენ. რო­გორ უწყე­ბა­ში ambebi.ge -ს გა­ნუ­ცხა­დეს, სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით ორი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 137-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
179

ეს სახელმწიფო აღარაა. დანაშაული უმძიმესია, მაგრამ ჯერ ერთი უნდა დამტკიცდეს და მერე ხდება ადამინი დამნაშავედ, მანამდე ბრალდებულია, გარდა მაგისა არავის არ აქვს უფლება თვით ბრალდებულსაც გადაუწვას სახლკარი, სისხლის სამართლის კოდექსში მსგავსი მუხლი არ არსებობს. მსგავის დანაშაულის ჩადენა აღელვების ნიადაგზე გასაგებია და შესაძლოა უშუალოდ ბავშვის მშობელმა თავი ვერ შეიკავოს მაგრამ სოფელმა და აქტივმა კოლექტიურად სახლი გადაწვან ეს არის სიველურე და ეს არის იმის მიზეზი რომ სახელმწიფო ორგანოები ვერ მუშაობენ და დაკომპლექტებული უმეტესად დაბალი კვალიფიკაციის ადამიანებით, რომლებსაც არ გააჩნიათ პროფესიონალური ღირსება და სამსახური აქვთ მხოლოდ თავშესაფარ საარსებო წყაროდ.

w
17

reebs bodav tu ici shenc mati msgavsi xar albat

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს "რუსთავი 2“ ავრცელებს.

"კურიერის" ცნობით, მოსახლეობა სამართალდამცველთა მხრიდან უმკაცრეს რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

არსებული ინფორმაციით, სახლს პოლიცია უკვე მეორე დღეა იცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილბრივებმა საცხოვრებელს ცეცხლი მაინც მოუკიდეს.

ცნობისთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს. მოზარდის მეზობლების თქმით, დაკავებულები და ძალადობის მსხვერპლი გოგონა მეზობლები არიან.

მათივე ნაამბობის მიხედვით, მამა-შვილი ბავშვს მოკვლის მუქარით აიძულებდა, ფაქტი საიდუმლოდ შეენახა.

როგორც მეზობელი AMBEBI.GE-ს უყვება, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა და სექსუალური ძალადობის შესახებ დეტალურად მოყვა.

"მთელი სოფელი ფეხზე დგას. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს იქაურობა დაეტოვებინათ. ფიზიკური დაპირისპირებაც იყო. 35 წლამდეა შვილი და დაახლოებით 60 წლამდე მამა. ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით", - უყვება AMBEBI.GE-ს მარტვილის მკვიდრი.

შსს- ში მომხდარს ადასტურებენ. როგორ უწყებაში ambebi.ge -ს განუცხადეს, სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

"იქნება აქციები, არ გავჩერდებით" - ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა