პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს
KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს

24 ივ­ნისს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში KIU π-DAY MATH CONTEST მა­თე­მა­ტი­კის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სკო­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.კონ­კურ­სის შე­დე­გად, გა­მოვ­ლინ­და 5 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, რო­მელ­თაც გა­და­ე­ცათ დიპ­ლო­მე­ბი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა, აგ­რეთ­ვე, მი­ი­ღეს KIU-ში სწავ­ლი­სა და კამ­პუს­ში ცხოვ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც.

ამა­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ი­მარ­თა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლი­დან მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯა­მუ­რი ქუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მოვ­ლინ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­და­ე­ცათ შე­სა­ბა­მი­სი დიპ­ლო­მე­ბი.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე, მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სკო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, პრო­ფე­სო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი.

“დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტარ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია. კონ­კურ­სში ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ე­თის კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ამო­ცა­ნე­ბი შედ­გე­ნი­ლი იყო ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის მიერ. მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვეს თავი ამო­ცა­ნებს, დღეს ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არი­ან და ვა­ჯილ­დო­ვებთ“, - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

მა­თე­მა­ტი­კის კონ­კურ­სი უფ­როსკლა­სელ­თათ­ვის 14 მარტს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (KIU) მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ტარ­და. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და­რე­გის­ტრირ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის 270 მოს­წავ­ლე.

„ეს კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბევ­რმა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო. კონ­კურ­სი უნი­კა­ლუ­რია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ამო­ცა­ნე­ბი შე­ად­გი­ნეს და გა­ას­წო­რეს ჩვენ­მა სტუ­დენ­ტებ­მა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ რომ, ჩვენ გვყავს პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი, პირ­ვე­ლი კურ­სის მე­ო­რე სე­მესტრში კი, მათ შო­რის უკვე არი­ან ისე­თი სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც მსგავ­სი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა შე­უძ­ლი­ათ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის და კამ­პუს­ში ცხოვ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. KIU-ში ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად ჩა­ერ­თონ აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში და თა­ვად იყ­ვნენ ამო­ცა­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი და გამ­სწო­რებ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და KIU-ს მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გახ­ლავთ:

  1. მა­ჭა­რაშ­ვი­ლი აკა­კი - ვ. კო­მა­რო­ვის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  2. გო­გა­ლა­ძე სან­დრო - ვ. კო­მა­რო­ვის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  3. ფან­ქვე­ლაშ­ვი­ლი ნი­კო­ლო­ზი - ვ. კო­მა­რო­ვის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  4. ონი­ა­ნი ალექ­სან­დრე - ვ. კო­მა­რო­ვის N199 სა­ჯა­რო სკო­ლა;
  5. შო­ნია თა­მა­რი - N41 ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს

KIU-ში მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლები დააჯილდოვეს

24 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU π-DAY MATH CONTEST მათემატიკის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 5 გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ჯილდოები. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, აგრეთვე, მიიღეს KIU-ში სწავლისა და კამპუსში ცხოვრების დაფინანსებაც.

ამავე ღონისძიებაზე გაიმართა გამარჯვებული სკოლების დაჯილდოება. თითოეული სკოლიდან მონაწილე მოსწავლეების ჯამური ქულის გათვალისწინებით, გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი, სკოლის ადმინისტრაცია, პროფესორები, სტუდენტები.

“დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტარდება მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. კონკურსში ჩართულნი იყვნენ საქართველოსა და უცხოეთის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები. ამოცანები შედგენილი იყო ჩვენი სტუდენტების მიერ. მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ამოცანებს, დღეს ისინი უნივერსიტეტში არიან და ვაჯილდოვებთ“, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

მათემატიკის კონკურსი უფროსკლასელთათვის 14 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მათემატიკის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა საქართველოსა და გერმანიის საჯარო და კერძო სკოლების 270 მოსწავლე.

„ეს კონკურსი პირველად ჩატარდა, აღსანიშნავია რომ, მასში მონაწილეობა ბევრმა მოსწავლემ მიიღო. კონკურსი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ამოცანები შეადგინეს და გაასწორეს ჩვენმა სტუდენტებმა. მოგეხსენებათ რომ, ჩვენ გვყავს პირველკურსელები, პირველი კურსის მეორე სემესტრში კი, მათ შორის უკვე არიან ისეთი სტუდენტები, რომელთაც მსგავსი ამოცანის გადაჭრა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია რომ, გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ უნივერსიტეტში სწავლის და კამპუსში ცხოვრების დაფინანსებას. KIU-ში ჩაბარების შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და თავად იყვნენ ამოცანების ავტორები და გამსწორებლები“, - განაცხადა KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა.

გამარჯვებული მოსწავლეები გახლავთ:

  1. მაჭარაშვილი აკაკი - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;
  2. გოგალაძე სანდრო - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;
  3. ფანქველაშვილი ნიკოლოზი - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;
  4. ონიანი ალექსანდრე - ვ. კომაროვის N199 საჯარო სკოლა;
  5. შონია თამარი - N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.

NS

თბილისში Yandex Go-მ აამოქმედა ტარიფი "სატვირთო“ დიდი მოცულობის ტვირთის გადაზიდვისთვის

როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ