ტელეკომპანია "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის, გადაცემა "დილის ნიუსრუმს" სტუმრობდა. მან ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას ერთდროულ ვიზიტსა და შესაძლო შეხვედრაზე გავრცელებულ მითქმა-მოთქმაზე ისაუბრა.
"ის, რომ ვაშინგტონში დაემთხვა გახარია-სააკაშვილი ისეთი აბსურდია, როგორიც მარტო ბიძინას აწყობს. სააკაშვილმა გახარიას კი არა, მელიას გაუჩალიჩა. სააკაშვილი-გახარია არაფერ შუაში არიან. მელია იყო ჩასული, შეხვედრებს მართავდა, მერე უცებ სააკაშვილი დაადგა კარგი პატრონივით, ახლა მან უნდა ჩამოიაროს, გამართოს შეხვედრები. უკუდურესად ეჭვიანი კაცია. ვერანაირად ვერ მიხვდა, რომ სხვა დრო მოვიდა, ხალხს სხვა მოთხოვნები აქვს. სააკაშვილი რა არის? მისი პერსონალური მხარდაჭერა ერთია, ეგეთი გიჟებიც არსებობენ - სადღაც 5%, ვინც "ფეისბუქზე“ დარბის, ემიგრაციის რაღაც ნაწილი, რომელსაც ფუჭი იმედი აქვთ, რომ სააკაშვილთან ერთად, რაღაც ალია ექნებათ და საქართველოში ერთად დაბრუნდებიან..." - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.