საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

და­ა­ვა­დე­ბათ კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი მო­ქა­ლა­ქე­ებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს უზი­ა­რებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში იმის­თვის, რომ ჰა­ე­რის მა­ღალ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბას არ ავ­ნოს.

"რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ე­ბი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად

უმე­ტე­სო­ბას გვა­ხა­რებს ზა­ფხუ­ლის მოს­ვლა და ცხე­ლი ამინ­დი, თუმ­ცა, რო­დე­საც გი­წევს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა, შენს ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე და­ე­მუქ­როს. ზა­ფხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბის დროს დარ­წმუნ­დით, რომ თქვენ და თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი და­ცუ­ლი ხართ ე.წ. თბუ­რი ტალ­ღე­ბის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან.

გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე გას­ტანს, პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე - იწ­ვევს რო­გორც გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, ასე­ვე უკვე არ­სე­ბუ­ლის გამ­წვა­ვე­ბას და, შე­საძ­ლოა, სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზიც კი გახ­დეს. სი­ცხე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია ბავ­შვე­ბი­სათ­ვის, მო­ხუ­ცე­ბი­სა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი­სათ­ვის.

ძლი­ერ­მა სი­ცხემ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის ცე­მის გახ­ში­რე­ბა და სუნ­თქვის გა­უ­ა­რე­სე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით 2003 წელს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი „თბუ­რი ტალ­ღე­ბი“ ევ­რო­პა­ში 70,000 სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და. ცოდ­ნამ, თუ რო­გორ და­იც­ვა თავი ცხელ დღე­ებ­ში, შე­საძ­ლოა იხ­სნას შენი და შენი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე.

რა­ტომ არის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა პრობ­ლე­მა?

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი მთა­ვა­რი რის­კე­ბია:

  • დე­ჰიდ­რა­ტა­ცია (გა­უ­წყლოვ­ნე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში წლის დე­ფი­ცი­ტი)
  • გა­და­ხუ­რე­ბა, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა გა­ა­უ­ა­რე­სოს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პირ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა;
  • სით­ბუ­რი გა­მო­ფიტ­ვა;
  • სით­ბუ­რი დაკ­ვრა.

ვინ იმ­ყო­ფე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რის­კის ქვეშ?

მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან:

  • 75 წლი­სა და უფ­რო­სი ასა­კის ხან­დაზ­მუ­ლე­ბი
  • ბავ­შვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­შო­ბი­ლე­ბი
  • ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი
  • გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მის (მაგ., პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა, ინ­სულ­ტი) მქო­ნე პი­რე­ბი
  • ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი
  • გარ­კვე­ულ პრე­პა­რა­ტებ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი, მ.შ. პრე­პა­რა­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ოფ­ლის გა­მო­ყო­ფა­სა და ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტროლ­ზე
  • ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი (ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი) პი­რე­ბი
  • ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი პი­რე­ბი (მაგ., მძი­მე ფი­ზი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი)

რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ სი­ცხეს?

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სახ­ლში სიგ­რი­ლე

  • შე­ე­ცა­დეთ სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიგ­რი­ლე. სახ­ლში ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ა­მოწ­მეთ დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღა­მით 22:00 სა­ა­თის შემ­დეგ. დღი­სით ოთა­ხის იდე­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 320C, ხოლო ღა­მით კი 240C-ს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვე­ბი­სა და 60 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის; აგ­რეთ­ვე მათ­თვის, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ.
  • ღა­მით გა­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი და და­ტო­ვეთ ღია დი­ლამ­დე, სა­ნამ გა­რეთ სიგ­რი­ლე იქ­ნე­ბა (თუ ეს სა­ხი­ფა­თო არ არის).
  • დღი­სით შე­ამ­ცი­რეთ სახ­ლში სი­ცხის შეღ­წე­ვა - და­ხუ­რეთ ფან­ჯრე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი და და­რა­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მზის მხა­რეს. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­მორ­თეთ ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა.
  • მზის მხა­რეს ჩა­მო­ა­ფა­რეთ დამჩრდი­ლა­ვი ფარ­დე­ბი, ჟა­ლუ­ზე­ბი, და­რა­ბე­ბი.
  • ჩა­მო­კი­დეთ სვე­ლი პირ­სა­ხო­ცე­ბი, რაც გაგ­რი­ლე­ბას­თან ერ­თად სახ­ლს და­ა­ტე­ნი­ა­ნებს.
  • თუ სახ­ლში გაქვთ კონ­დენ­ცი­ო­ნე­რი, და­კე­ტეთ კა­რე­ბე­ბი და ფან­ჯრე­ბი, რათა ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია. ეს აგა­ცი­ლებთ ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო ენერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხეს.
  • ვენ­ტი­ლა­ტო­რი გა­მო­გად­გე­ბათ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­მა­ტე­ბა 350C-ს. ხოლო თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­მა­ტე­ბა 350C-ს, იგი ვერ მო­გიხ­სნით სი­ცხეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს.
  • მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე.

თავი აა­რი­დეთ სი­ცხეს:

  • გა­და­დით ცხე­ლი ოთა­ხი­დან გრილ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით.
  • თუ შე­უძ­ლე­ბე­ლია სახ­ლში სიგ­რი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, შე­ე­ცა­დეთ დღის 2-3 სა­ა­თი გა­ა­ტა­როთ გრილ ად­გი­ლას.
  • მო­ე­რი­დეთ ქუ­ჩა­ში გას­ვლას დღის ყვე­ლა­ზე ცხელ პე­რი­ოდ­ში.
  • მო­ე­რი­დეთ მა­ღა­ლინ­ტენ­სი­ურ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. თუ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­შინ მის შე­ას­რუ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ დი­ლით ყვე­ლა­ზე გრი­ლი პე­რი­ო­დი: 04:00 სა­ა­თი­დან 07:00 სა­ა­თამ­დე.
  • დარ­ჩით/გა­ჩერ­დით ჩრდილ­ში
  • არ და­ტო­ვოთ ბავ­შვე­ბი და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი გა­ჩე­რე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში!

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სხე­უ­ლი გრი­ლად და ტე­ნი­ა­ნად

  • მი­ი­ღეთ გრი­ლი შხა­პი, ან გა­მო­ი­ყე­ნეთ ყი­ნუ­ლის პა­კე­ტე­ბი, სვე­ლი პირ­სა­ხო­ცი, და სხვა.
  • ქუ­ჩა­ში გას­ვლი­სას ატა­რეთ ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის, ღია ფე­რის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტან­საც­მე­ლი, ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი ან კეპი, ან ქოლ­გა, და მზის­გან დამ­ცა­ვი სათ­ვა­ლე.
  • იხ­მა­რეთ სა­წო­ლის მსუ­ბუ­ქი თეთ­რე­უ­ლი და არა­ვი­თა­რი ბა­ლი­ში, რათა სი­ცხის დაგ­რო­ვე­ბა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.
  • მი­ი­ღეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, გარ­და ალ­კოჰო­ლის, ტკბი­ლი და კო­ფე­ი­ნი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­სა.
  • საკ­ვე­ბი მი­ი­ღეთ ხში­რად და მცი­რე ულუ­ფო­ბით. მო­ე­რი­დეთ ცი­ლის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე პრო­დუქ­ტებს.

გა­ე­ცა­ნით რე­კო­მენ­და­ცი­ებს დე­ტა­ლუ­რად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე: ncdc.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
iana
3

რავი აბა ფოთში ისე გრილა გარეთ გასვლა მეზარება

სერგო
0

350 გრადუსი ტემპერატურა რას ნიშნავს, თან ცელსიუსით?! კიდევ: კონდენციონერი არაა სწორი. სწორია კონდიციონერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებს უზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ზაფხულის ცხელ დღეებში იმისთვის, რომ ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ ჯანმრთელობას არ ავნოს.

"რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებისათვის მოსამზადებლად

უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის.

ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
  • გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა;
  • სითბური დაკვრა.

ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს?

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

  • შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თავი აარიდეთ სიცხეს:

  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად

  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

გაეცანით რეკომენდაციებს დეტალურად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: ncdc.ge

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით