ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორი ეპიდვითარებაა რეგიონებში?

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 104 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 282 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 822 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 699 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 183-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.40%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 267-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 418 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 36, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653 საიდანაც: 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 418, აჭარაში - 154, იმერეთში - 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 657 პირი, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 43, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში - 104, აჭარაში - 7, იმერეთში - 14. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 476 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 878 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 923 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 698, პირი, აჭარაში - 697, იმერეთში - 1 087.

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით