გორში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოქალაქემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა გორის ცენტრში, სტალინის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და იგი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პირი რომელიც პოლიციელს თავს დაესხა, ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველოში იმყოფება.