სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა
"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

დღეს ქვე­ყა­ნა­ში 245 380 აც­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, აქე­დან ერთი დო­ზით აც­რი­ლია 156 626 ადა­მი­ა­ნი, ხოლო ორი დო­ზით 88 754 ადა­მი­ა­ნი, რაც ჩვე­ნი სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 5,2%-ს შე­ად­გენს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ნამ მო­სახ­ლე­ო­ბის 30% არ აიც­რე­ბა, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში პირ­ბა­დე მთა­ვარ ია­რა­ღად რჩე­ბა.

„შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ დღეს ეპიდსი­ტუ­ა­ცია გარ­კვე­უ­ლად სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბოდ და ფრი­ად სა­ყუ­რა­დღე­ბოდ სტა­ბი­ლუ­რი იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ციფ­რია. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა შემ­სუ­ბუ­ქე­ბი­სა, უნდა ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, რომ არ მი­ვი­ღოთ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბა, ამი­ტომ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ყვე­ლამ უნდა და­ვიც­ვათ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, გა­ჩე­რე­ბებ­ზე, ბაზ­რო­ბებ­ზე და ყველ­გან სა­დაც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყ­რის თავს. სა­ნამ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 30% არ აიც­რე­ბა, პირ­ბა­დე რჩე­ბა ჩვენს მთა­ვარ ია­რა­ღად", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, პირ­ბა­დე ერთ-ერთ მთა­ვარ ატ­რი­ბუ­ტად უნდა დარ­ჩეს მა­ნამ, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბის 30% არ აიც­რე­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ბა­დეს­თან მი­მარ­თე­ბით მან­და­ტუ­რიზ­მი იყო, სამ­წუ­ხა­როდ, მისი აღ­სრუ­ლე­ბა ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მისი მოხ­მა­რე­ბის წესი ირ­ღვე­ო­და. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მეტი თვით­შეგ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა გარე სივ­რცე­ებ­ში აკ­რძა­ლეს და ორ­ჯერ იმუ­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ვარ, ხაზს ვუს­ვამ, რომ პირ­ბა­დე ჩვენს ერთ-ერთ მთა­ვარ ატ­რი­ბუ­ტად უნდა დარ­ჩეს, სა­ნამ მო­სახ­ლე­ო­ბის 30% არ აიც­რე­ბა. შიდა სივ­რცე­ებ­ში ისევ რჩე­ბა მან­და­ტუ­რუ­ლად პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ეს არის რე­კო­მენ­და­ცია, თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, პირ­ბა­დე ვა­ტა­როთ.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში 245 380 აც­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, აქე­დან ერთი დო­ზით აც­რი­ლია 156 626 ადა­მი­ა­ნი, ხოლო ორი დო­ზით აც­რი­ლია 88 754 ადა­მი­ა­ნი, რაც შე­ად­გენს ჩვე­ნი სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 5,2%-ს. ყვე­ლა­ზე მეტი აცრა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია „სი­ნო­ფარ­მით“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა იმის შე­სა­ხებ, რომ ივ­ლი­სის პირ­ველ კვი­რა­ში ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა და მათ შო­რის, შე­მო­ვა ის, რაც ვერ შე­მო­ვი­და „კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მი­დან, ბოლო 43 200 დო­ზაც და ივ­ლის­ში სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა გავ­ზარ­დოთ ყო­ველ­დღი­უ­რი აც­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რის­თვი­საც ქვე­ყა­ნა სე­რი­ო­ზუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. იზ­რდე­ბა ამცრე­ლი ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ასე­ვე ვფიქ­რობთ უკვე პირ­ვე­ლი დიდი ამცრე­ლი სივ­რცე „ჰუ­ა­ლინ­გის“ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გა­იხ­სნა და ის თან­და­თან უმა­ტებს თა­ვის აც­რე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას და ასე­ვე, დიდი სივ­რცე­ე­ბი იქ­ნე­ბა დიდ ქა­ლა­ქებ­შიც. ასე, რომ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად უნდა შევ­ძლოთ, რომ რო­გორ­მე ივ­ლის-აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა აიც­რას, რის­თვი­საც ძა­ლი­ან მყარ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ვა­დას­ტუ­რებ, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კის­გან ვაქ­ცი­ნე­ბის დო­ნა­ცი­ის პირ­ველ პარ­ტი­ას მი­ი­ღებს. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი აღარ იქ­ნე­ბა.

„ვა­დას­ტუ­რებ ძა­ლი­ან მყარ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა. გუ­შინ იყო ძა­ლი­ან სე­რი­ზუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა. პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რიგ­მა ქვეყ­ნებ­მა აშშ-ის დახ­მა­რე­ბა უნდა მი­ი­ღონ, ანუ დო­ნა­ცია, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოც მი­ი­ღებს. ვიცი, მაგ­რამ ახლა დო­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას არ და­ვა­სა­ხე­ლებ. ამა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყო და სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლო ალ­ბათ, ამ დო­ნა­ცი­ის პირ­ველ პარ­ტი­ებს მი­ი­ღებს. ვფიქ­რობ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც ახლა ბოლო 4-5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში შეგ­ვექ­მნა, არ უნდა გან­მე­ორ­დეს.

ბევ­რი რამ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდე­ბით ამ დიდ პრო­ცესს, რო­გო­რი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სით შევხდე­ბით შე­მოდ­გო­მას, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვა­ვა­დოთ, ან რაც შე­იძ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი გავ­ხა­დოთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი და შე­საძ­ლო „მე­ო­თხე ტალ­ღა“. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, „მე­ო­თხე ტალ­ღა­ზე“ სა­უ­ბა­რი სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ის გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქი უნდა იყოს, ვიდ­რე პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი, მე­ო­რე ან მე­სა­მე ტალ­ღა იყო“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგარი
8

რა ხდება, რა ამბავია, არ შევსინდეთ, ყველაფერი მაგრად იქნება......

jb
1

Morchi mag sisuleleeebs, pasukhs ageb yvelaperze!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

"სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება მთავარ იარაღად" - გამყრელიძის თქმით, ივლისის 1-ელ კვირაში საქართველოში დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვაქცინა შემოვა

დღეს ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით 88 754 ადამიანი, რაც ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით 5,2%-ს შეადგენს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება, კორონავირუსთან ბრძოლაში პირბადე მთავარ იარაღად რჩება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეპიდსიტუაცია გარკვეულად სტაბილურია, თუმცა საყურადღებოდ და ფრიად საყურადღებოდ სტაბილური იმიტომ, რომ საქართველოსთვის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სერიოზული ციფრია. მიუხედავად ყველა შემსუბუქებისა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რომ არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება, ამიტომ ის რეგულაციები და რეკომენდაციები ყველამ უნდა დავიცვათ. აუცილებელია, პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში, გაჩერებებზე, ბაზრობებზე და ყველგან სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. სანამ ჩვენი მოსახლეობის 30% არ აიცრება, პირბადე რჩება ჩვენს მთავარ იარაღად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირბადე ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს მანამ, ვიდრე მოსახლეობის 30% არ აიცრება.

„მიუხედავად იმისა, რომ პირბადესთან მიმართებით მანდატურიზმი იყო, სამწუხაროდ, მისი აღსრულება ვერ ხორციელდებოდა. ხშირ შემთხვევაში, მისი მოხმარების წესი ირღვეოდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აუცილებელია მეტი თვითშეგნება, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება გარე სივრცეებში აკრძალეს და ორჯერ იმუნიზირებული ვარ, ხაზს ვუსვამ, რომ პირბადე ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად უნდა დარჩეს, სანამ მოსახლეობის 30% არ აიცრება. შიდა სივრცეებში ისევ რჩება მანდატურულად პირბადის ტარება. ყველას მოვუწოდებ, ეს არის რეკომენდაცია, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჯერჯერობით, პირბადე ვატაროთ.

დღეს ქვეყანაში 245 380 აცრაა ჩატარებული, აქედან ერთი დოზით აცრილია 156 626 ადამიანი, ხოლო ორი დოზით აცრილია 88 754 ადამიანი, რაც შეადგენს ჩვენი სამიზნე მაჩვენებლის დაახლოებით 5,2%-ს. ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“.

დადასტურებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობა სხვადასხვა დასახელების ვაქცინა შემოვა და მათ შორის, შემოვა ის, რაც ვერ შემოვიდა „კოვაქსის“ პლატფორმიდან, ბოლო 43 200 დოზაც და ივლისში სერიოზულად უნდა გავზარდოთ ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი, რისთვისაც ქვეყანა სერიოზულად ემზადება. იზრდება ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ვფიქრობთ უკვე პირველი დიდი ამცრელი სივრცე „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში გაიხსნა და ის თანდათან უმატებს თავის აცრების ინტენსივობას და ასევე, დიდი სივრცეები იქნება დიდ ქალაქებშიც. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ როგორმე ივლის-აგვისტო-სექტემბერში მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრას, რისთვისაც ძალიან მყარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვადასტურებ, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე კვირაში საქართველო ამერიკისგან ვაქცინების დონაციის პირველ პარტიას მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება.

„ვადასტურებ ძალიან მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება. გუშინ იყო ძალიან სერიზული დისტანციური შეხვედრა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რიგმა ქვეყნებმა აშშ-ის დახმარება უნდა მიიღონ, ანუ დონაცია, მათ შორის საქართველოც მიიღებს. ვიცი, მაგრამ ახლა დოზების რაოდენობას არ დავასახელებ. ამაზე მოლაპარაკებები დაიწყო და სულ რამდენიმე კვირაში საქართველო ალბათ, ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინების დეფიციტი და ის მწარე გამოცდილება, რაც ახლა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ქვეყანაში შეგვექმნა, არ უნდა განმეორდეს.

ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი მომზადებული შევხვდებით ამ დიდ პროცესს, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რომ რაც შეიძლება გადავავადოთ, ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი და შესაძლო „მეოთხე ტალღა“. მოგეხსენებათ, „მეოთხე ტალღაზე“ საუბარი სერიოზულია, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე პანდემიის პირველი, მეორე ან მესამე ტალღა იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს

იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს, 40 წლამდე თემურ მოსაშვილს ეძებენ

საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში