მაიამიში, კოლინს ავენიუზე, 12-სართულიანი შენობის ძირითადი ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისათვის ადგილზე 80-მდე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.
დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
BBC-ის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში ერთი გარდაცვლილი იპოვეს, სხეულის სხვადასხვა დაზიანება კი სულ მცირე 8 ადამიანმა მიიღო.
შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.