ავტორი:

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი 24-27 ივნისს გაიმართება.

წიგნის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება გამომცელობა "პალიტრა L“, რომელიც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიკავებს ადგილს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, მათ სივრცეში მისულ სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები, 20-დან 70%-მდე ფასდაკლება. იხილეთ კატალოგი: https://cutt.ly/onXRjj5

გამომცემლობა "პალიტრა L“ დიდი ფასდაკლებების გარდა საყვარელ ავტორებთან შეხვედრასაც სთავაზობს. ღია სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც ცნობილი ქართველი ავტორები გამომცემლობა "პალიტრა L“-ის უახლეს წიგნებს წარადგენენ. პრეზენტაციების გრაფიკი ასეთია

გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, დასწრება თავისუფალია.

გასულ წელს კოვიდპანდემიის გამო ფესტივალი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, წელს კი ძველებურად ექსპო ჯორჯიაში რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

მოდი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდთან და მიიღე ნებისმიერ შენაძენზე საჩუქრები (სანიშნი, სტიკერი, ჩანთა, თერმოსი, ჭიქის დასადები, ბლოკნოტი, წიგნი და სხვა).

მის: "ექსპო ჯორჯია“, წერეთლის #118, მე-11 პავილიონი.

რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ წიგნის ფესტივალზე 50-ლარიანი ბიუჯეტით

კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით "გუდას“ ყველა აუდიოწიგნზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება