საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია
როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ცხოვ­რობ­და ჩემი დიდი ბე­ბია, რო­მე­ლიც ხუთ შვილს ზრდი­და და ფერ­მა­საც უვ­ლი­და... სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენ­დი ის­ტო­რი­ას ჩემს დიდ პა­პა­ზე, რო­მე­ლიც ომში იბ­რძო­და. კი­თხვე­ბი ჩვენს წი­ნაპ­რებ­ზე, დიდ ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებ­ზე, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ყვე­ლას გვიჩ­ნდე­ბა. კარგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს რო­მე­ლი­მე ნა­თე­სა­ვი, ვინც წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რია იცის და რა­ღა­ცას მა­ინც მო­გიყ­ვე­ბა. მაგ­რამ ასე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს იმა­ზე, თუ ვინ იყ­ვნენ ჩემი დიდი ბე­ბი­ე­ბი და პა­პე­ბი, მაგ­რამ ის, თუ ვინ იყ­ვნენ მათი მშობ­ლე­ბი - ამა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს.

რა­ტომ­ღაც, მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ბე­ბი­ე­ბის მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა (პა­პებს სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ვეს­წა­რი). ამ ის­ტო­რი­ებს ბევ­რჯერ ვა­ყო­ლი­ნებ­დი და არა­სო­დეს მბეზ­რდე­ბო­და მოს­მე­ნა. ახლა, როცა არც ერთი ბე­ბია აღარ მყავს, ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ უფრო მეტი არ გა­მოვ­კი­თხე მათი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბია-პა­პე­ბის შე­სა­ხებ.

ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი სავ­სეა დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, მრა­ვა­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხა­ზე­ბით, გმი­რე­ბი­თა და ან­ტიგ­მი­რე­ბით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ამ­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ისე, რომ მათ არა­სო­დეს და­კარ­გონ თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბა? რო­გორ გა­დავ­ცეთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, მათი წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რია?

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფო­ტო­წიგ­ნის შექ­მნაა, სა­დაც გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხის სტილ­ში, თქვე­ნი ოჯა­ხი­სა და წი­ნაპ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს შე­აგ­რო­ვებთ.

ფო­ტო­წიგ­ნის ბევ­რნა­ი­რი დი­ზა­ი­ნი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჯობს შე­არ­ჩი­ოთ მყა­რი ყდა, ან დე­კო­რა­ტი­უ­ლი ტი­ლოს (კან­ვა­სი) ყდა, მყა­რი ფურ­ცლე­ბით.

  • რო­გორ უნდა შე­ი­ნა­ხოთ ოჯა­ხის ის­ტო­რია ფო­ტო­წიგნ­ში

პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­არ­ჩი­ოთ გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ფო­ტო­ე­ბი. და­ი­წყეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და ცო­ცხა­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის ახა­ლი და ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბით. თუ გაქვთ დიდი ბე­ბია-პა­პე­ბის ფო­ტო­ე­ბი, მა­თით და­ი­წყეთ. ყო­ველ ფო­ტოს გა­უ­კე­თეთ მოკ­ლე აღ­წე­რა იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ იყ­ვნენ და რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ ისი­ნი. ბე­ბი­ე­ბის და პა­პე­ბის ფო­ტო­ებს მათი ბი­ოგ­რა­ფია და­ურ­თეთ მოკ­ლედ. არ და­გა­ვი­წყდეთ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბიც, მათი ცხოვ­რე­ბი­დან.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ფო­ტო­წიგ­ნის დი­ზა­ინს თა­ვად­ვე ქმნით სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ, ედი­თო­რი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, რომ ფო­ტო­ებს და­ურ­თოთ ტექ­სტე­ბი და ალ­ბო­მის ყო­ვე­ლი გვერ­დი, თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­ფორ­მოთ.

წი­ნაპ­რე­ბის ფო­ტო­ებს ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­უ­მა­ტეთ თქვე­ნი მშობ­ლე­ბის, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბიც. თითო წევ­რს თითო გვერდს თუ და­უთ­მობთ, სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

და­წე­რეთ თქვე­ნი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია. თქვე­ნი ის­ტო­რია - ერთ-ერ­თია იმ ძა­ფე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­ში იხ­ლარ­თე­ბა და ოჯა­ხის ის­ტო­რი­ას „ქსოვს“. მო­ძებ­ნეთ დრო და მო­ტი­ვა­ცია, რომ თქვე­ნი ოჯა­ხის ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წე­როთ.

უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ბევ­რი დრო და­უთ­მოს ოჯა­ხის ის­ტო­რი­ულ კვლე­ვებს. ფო­ტო­წიგ­ნად შე­მო­ნა­ხუ­ლი ოჯა­ხის ის­ტო­რია, უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა თქვე­ნი შთა­მო­მავ­ლე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

ბებიამ დამიტოვა ეგეთი ალბომი

ნია
6

ტექნოლოგიურ ეპოქაში როგორმე არ გაგვიჭირდება შენახვა ჩიპებზე, ფლეშკებსა თუ დისკებზე. ასე რომ... არ იდარდოთ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა ჩემი დიდი ბებია, რომელიც ხუთ შვილს ზრდიდა და ფერმასაც უვლიდა... სიამოვნებით მოვისმენდი ისტორიას ჩემს დიდ პაპაზე, რომელიც ომში იბრძოდა. კითხვები ჩვენს წინაპრებზე, დიდ ბებიებსა და ბაბუებზე, ჩვენი ცხოვრების მანძილზე პერიოდულად ყველას გვიჩნდება. კარგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს რომელიმე ნათესავი, ვინც წინაპრების ისტორია იცის და რაღაცას მაინც მოგიყვება. მაგრამ ასე ძალიან იშვიათად ხდება. პირადად მე, ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს იმაზე, თუ ვინ იყვნენ ჩემი დიდი ბებიები და პაპები, მაგრამ ის, თუ ვინ იყვნენ მათი მშობლები - ამაზე წარმოდგენაც კი არ მაქვს.

რატომღაც, მოზარდობის პერიოდში არასოდეს დავინტერესებულვარ ჩემი წინაპრების ისტორიებით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა ბებიების მოყოლილი ამბების მოსმენა (პაპებს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი). ამ ისტორიებს ბევრჯერ ვაყოლინებდი და არასოდეს მბეზრდებოდა მოსმენა. ახლა, როცა არც ერთი ბებია აღარ მყავს, ძალიან ვნანობ, რომ უფრო მეტი არ გამოვკითხე მათი მშობლებისა და ბებია-პაპების შესახებ.

ჩვენი ოჯახური ისტორიები სავსეა დრამატული მოვლენებით, მრავალი სიუჟეტური ხაზებით, გმირებითა და ანტიგმირებით. როგორ შეიძლება ამ ამბების შენარჩუნება ისე, რომ მათ არასოდეს დაკარგონ თავიანთი სიცოცხლისუნარიანობა და უნიკალურობა? როგორ გადავცეთ მომავალ თაობებს, მათი წინაპრების ისტორია?

ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ფოტოწიგნის შექმნაა, სადაც გენეალოგიური ხის სტილში, თქვენი ოჯახისა და წინაპრების ინფორმაციას და ფოტოებს შეაგროვებთ.

ფოტოწიგნის ბევრნაირი დიზაინი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯობს შეარჩიოთ მყარი ყდა, ან დეკორატიული ტილოს (კანვასი) ყდა, მყარი ფურცლებით.

  • როგორ უნდა შეინახოთ ოჯახის ისტორია ფოტოწიგნში

პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ გარკვეული რაოდენობის ფოტოები. დაიწყეთ თქვენი წინაპრების და ცოცხალი ნათესავების ახალი და ძველი ფოტოებით. თუ გაქვთ დიდი ბებია-პაპების ფოტოები, მათით დაიწყეთ. ყოველ ფოტოს გაუკეთეთ მოკლე აღწერა იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ ისინი. ბებიების და პაპების ფოტოებს მათი ბიოგრაფია დაურთეთ მოკლედ. არ დაგავიწყდეთ საინტერესო ფაქტებიც, მათი ცხოვრებიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ ფოტოწიგნის დიზაინს თავადვე ქმნით სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, ედითორი საშუალებას გაძლევთ, რომ ფოტოებს დაურთოთ ტექსტები და ალბომის ყოველი გვერდი, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად გააფორმოთ.

წინაპრების ფოტოებს ქრონოლოგიურად დაუმატეთ თქვენი მშობლების, თქვენი ოჯახის წევრების და შვილების ფოტოებიც. თითო წევრს თითო გვერდს თუ დაუთმობთ, სავსებით საკმარისი იქნება.

დაწერეთ თქვენი საკუთარი ისტორია. თქვენი ისტორია - ერთ-ერთია იმ ძაფებიდან, რომლებიც ერთმანეთში იხლართება და ოჯახის ისტორიას „ქსოვს“. მოძებნეთ დრო და მოტივაცია, რომ თქვენი ოჯახის ისტორია საინტერესოდ დაწეროთ.

უმრავლესობას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბევრი დრო დაუთმოს ოჯახის ისტორიულ კვლევებს. ფოტოწიგნად შემონახული ოჯახის ისტორია, უძვირფასესი საჩუქარი იქნება თქვენი შთამომავლებისთვის.

“ფილიპ მორის საქართველო” განცხადებას ავრცელებს

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

როგორ მოვაწყოთ 50 კვადრატულამდე ბინა სივრცის დაკარგვის გარეშე - დიზაინერის რჩევები