მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შქმერში ყოფილან, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე
"შქმერში ყოფილან, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სო­ლისტ ზურა ბა­კუ­რა­ძის და­ღუპ­ვა­ზე რომ უნდა და­მე­წე­რა, რა­ტომ­ღაც რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის აზ­და­კის სი­ტყვე­ბი ჩა­მეს­მა - "...ჩვენს კა­ცებს აღა­რა აქვთ ძარ­ღვებ­ში სის­ხლი... ჩვენს ქა­ლებს ცრემ­ლი რა­ტომ და­უშ­რათ..." ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნი ტკი­ვი­ლი და უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს ირ­გვლივ, რომ სის­ხლი და ცრემ­ლიც დაშ­რა და... სი­ტყვე­ბიც.

ძვირ­ფას, საყ­ვა­რელ ხალ­ხზე სულ წარ­სულ­ში, მო­გო­ნე­ბე­ბით გვიხ­დე­ბა ლა­პა­რა­კი და წერა... ალ­ბათ, მარ­თლაც ძა­ლი­ან უსუ­სუ­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვე­ნი გეგ­მე­ბით, ნატ­ვრე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით, რად­გან უკვე წა­მიც არ სჭირ­დე­ბა მის გა­ფან­ტვას...ამ ახალ­გაზ­რდა კაც­საც ჰქონ­და თა­ვი­სი გეგ­მე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი, ვის­ზეც ახლა კვლავ მო­სა­გო­ნა­რის და­წე­რა მი­წევს...ან­სამ­ბლ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ბი­ჭებს - დათო არჩვა­ძე­სა და დათო კი­კა­ბი­ძეს ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან ვიც­ნობ­დი, "უნი­ვერ­სი­ტე­ტი" რომ ერ­ქვათ და მე კი - რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ან­სამ­ბლის სო­ლისტ ზურა ბა­კუ­რა­ძე­სა და მის ძმას - გი­ვის კი შე­და­რე­ბით მოგ­ვი­ა­ნე­ბით შევ­ხვდი.

თბი­ლი და მშვი­დი ადა­მი­ა­ნი ჩან­და, ღი­მი­ლი­ა­ნი და თა­ვა­ზი­ა­ნი. კონ­ცერ­ტებ­სა და სა­ღა­მო­ებ­ზე ბევ­რჯერ გა­და­იკ­ვე­თა ჩვე­ნი გზე­ბი. ცოტა უფრო ხან­გრძლი­ვად ბორ­ჯომ­ში მოგ­ვი­წია ურ­თი­ერ­თო­ბა - კომ­პო­ზი­ტორ ნატო თო­თი­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ღა­მო­ზე. ბი­ჭებ­თან - და­თო­ებ­თან ვერ დავ­რე­კე, ან მე რა უნდა მე­კი­თხა და ან მათ რა უნდა ეპა­სუ­ხათ, ამი­ტომ ისევ ნა­ტოს­თან და ჩემს მე­გო­ბარ და კო­ლე­გა მა­ი­კო ღუ­ღუ­ნიშ­ვილ­თან ვამ­ჯო­ბი­ნე და­კავ­ში­რე­ბა. ნა­ტოს რომ მი­ვუ­სამ­ძიმ­რე, - შოკ­ში ვარ, ჯერ ვე­რაფ­რით აღ­ვიქ­ვამ ზუ­რას სიკ­ვდილ­სო, გაბ­ზა­რუ­ლი ხმით მი­თხრა.

- რამ­დე­ნი გეგ­მა ჰქონ­და. მან და მის­მა ძმამ - გი­ვიმ რა­ჭა­ში მი­წე­ბი იყი­დეს, კარ­ტო­ფი­ლი მო­ა­შე­ნეს. ღა­და­ობ­და ხოლ­მე - რა­ჭულ-სვა­ნუ­რი კარ­ტო­ფი­ლი მექ­ნე­ბაო. ძმე­ბი ხში­რად იყ­ვნენ რა­ჭა­ში, ცხე­ნე­ბით და­დი­ოდ­ნენ, ზურა ფო­ტო­ებს იღებ­და და დებ­და ხოლ­მე "ფე­ის­ბუკ­ში". ძა­ლი­ან უყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა და... ბე­დის­წე­რად კი ექ­ცაო...

მაია ღუ­ღუ­ნიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, ზურა ბა­კუ­რა­ძის მე­გო­ბა­რი:

- ზურა ადრე ან­სამ­ბლ "რუს­თავ­ში" მღე­რო­და და მერე გა­და­ვი­და "ქარ­თულ ხმებ­ში". ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ხში­რად მი­წევს ხე­ლო­ვან ხალ­ხთან შეხ­ვედ­რა, მით უმე­ტეს - "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ბი­ჭე­ბი ჩემ­თვის მხო­ლოდ რეს­პონ­დენ­ტე­ბი არას­დროს იყ­ვნენ. ჩვენ ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. ზურა თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, უკარ­გე­სი და უთ­ბი­ლე­სი, დინ­ჯი რაჭ­ვე­ლი. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ან ნა­წყე­ნი, არც მახ­სოვს. ძა­ლი­ან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს და ვახ­ლობ­ლობ­დით...

ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, მას­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ "ფე­ის­ბუკ­ზე" პოს­ტავ­და და ვი­ღა­ცას და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავ­და, უეც­რად ასე, ტრა­გი­კუ­ლად გაქ­რა. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო და, კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ - ძა­ლი­ან პა­სუ­ხე­ბის­მგებ­ლი­ა­ნი. მე­ნე­ჯე­რის თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის ბუ­ნე­ბა და ამი­ტო­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძღვე­ბო­და ბავ­შვე­ბის ან­სამ­ბლს. მე­უღ­ლე და მა­მაც - სა­უ­კე­თე­სო იყო. მე­უღ­ლე ჰყავს მო­ცეკ­ვა­ვე - ულა­მა­ზე­სი და უსაყ­ვარ­ლე­სი გოგო ნა­თია კო­ბა­ხი­ძე და ორი შვი­ლი - ქალ-ვაჟი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­ზი­ა­რა "ფე­ის­ბუკ­ზე", რომ მის­მა ვაჟ­მა ბაღი და­ამ­თავ­რა და სექ­ტემ­ბრი­დან სკო­ლა­ში მი­დის...

მა­რი­კა ქა­ცა­რა­ვა, მუ­სი­კო­სი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, ზურა ბა­კუ­რა­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი:

- ჩვენ ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით და ხან­გრძლი­ვი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბაც გვქონ­და - "ქარ­თუ­ლი ხმებ­თან" იყო თუ მის ბავ­შვთა ან­სამ­ბლთან. რო­გო­რი იყო ზურა? - ძა­ლი­ან თბი­ლი, მუ­დამ კარგ ხა­სი­ათ­ზე და გა­მორ­ჩე­უ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ეს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც იგ­რძნო­ბო­და - ან­სამ­ბლის ყვე­ლა ბავ­შვი თვა­ლებ­ში შეჰ­ყუ­რებ­და. არც კი ვიცი, რა გი­თხრათ - ყო­ველ­მხრივ სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი - მე­გობ­რო­ბა­შიც, ოჯახ­შიც, ბავ­შვებ­თა­ნაც, საქ­მე­შიც. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლიც იყო, მაგ­რამ...

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ხში­რად ხუმ­რობ­და კი­დეც, თუმ­ცა, ხომ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­კუთ­რივ, თა­ვი­სი ხუმ­რო­ბე­ბი რომ აქვთ, ზურა ასე­თი ასე­თი კი არ იყო, სწო­რედ სე­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უცებ ისეთ ხუმ­რო­ბას მო­არ­ტყამ­და, ეს იუ­მო­რი ყვე­ლა­ფერს სჯობ­ნი­და. მუ­შა­ო­ბის დროს რო­გო­რი იყო? - უნი­ჭი­ე­რე­სი. ყო­ველ­თვის ზუს­ტად იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, რა უნ­დო­და ან რა არ უნ­დო­და. ამას იმი­ტომ აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, უმ­რავ­ლე­სო­ბას აკ­ლია ეს სი­ზუს­ტე. რა სჭირ­დე­ბო­და სიმ­ღე­რის ჩა­წე­რი­სას, ამო­სუნ­თქვა იყო თუ ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც სიმ­ღე­რი­ა­ში სჭირ­დე­ბო­დათ - ბი­ჭებ­თან იყო, დიდ ან­სამ­ბლთან, ბავ­შვებ­თან თუ თა­ვის სო­ლო­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მი­წევ­ნით და­ლა­გე­ბუ­ლი ჰქონ­და. იმი­ტომ ვამ­ბობ - ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ტიპი იყო.

ჯერ კი­დევ შო­კია მისი ამ­ბა­ვი, სულ რა­ღაც საათ-ნა­ხევ­რის წინ გა­მა­გე­ბი­ნეს. სხვა­თა შო­რის, ამ პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კარ­გა ხა­ნია, არ მი­ნა­ხავს. მერე მა­თაც ჰქონ­დათ კო­ვი­დი, ოჯახ­ში. დე­დაც "კო­ვი­დის" გარ­თუ­ლე­ბე­ბით გარ­და­ეც­ვა­ლა ორი კვი­რის წინ. რა­ჭა­ში დაკ­რძა­ლეს. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა იქ. თა­ნაც, მასა და მის ძმას - გი­ვის მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­დათ რა­ჭა­ში, ონის რა­ი­ონ­ში და ძა­ლი­ან ახა­რებ­და ეს ამ­ბა­ვი. უყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა, ცხე­ნე­ბი­თაც და­დი­ოდ­ნენ, სა­ნა­დი­რო­თაც.

ბი­ჭებ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნეს მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი. მგო­ნი, შქმერ­ში ყო­ფი­ლან სა­ნა­დი­როდ, ფე­ხით. ასე­თი რა ად­გი­ლი იყო, არ ვიცი, მაგ­რამ მიწა ჩაშ­ლი­ლა და ზურა 150 მეტ­რით ქვე­მოთ ჩა­უ­ტა­ნია. მისი არ­ყოფ­ნით რა და­მაკ­ლდე­ბა? ძმა­კა­ცი, გა­ნუყ­რე­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ირ სა­ი­დუმ­ლოს ვან­დობ­დი, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ნა­ირ თე­მა­ზე შე­მეძ­ლო ლა­პა­რა­კი. შე­მოქ­მე­დე­ბი­თა­თაც ძა­ლი­ან და­მაკ­ლდე­ბა - გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის სიმ­ღე­რას წერ­და ხოლ­მე, ერ­თმა­ნე­თის­გა­ნაც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დით. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ყვე­ლას­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც ძა­ლი­ან დიდი და­ნაკ­ლი­სია.

  • რე­დაქ­ცი­ის სა­ხე­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ ზუ­რას ოჯახს, "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ბი­ჭებს და ყვე­ლა ახ­ლო­ბელს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას! უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი!

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთინო
0

ყველა კარგი რატომ მიდის ამ ქვეყნიდან.ძალიან გულ დასაწყვეტია და დასანანი.ნათელში აჯმყოფოს უფალმა მისი სული

ინტრიგანი
30

ახლა ნადირობა აკრძალული არაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"შქმერში ყოფილან, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

"შქმერში ყოფილან, ფეხით... მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია" - რას ჰყვებიან მეგობრები ზურა ბაკურაძეზე

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტ ზურა ბაკურაძის დაღუპვაზე რომ უნდა დამეწერა, რატომღაც რამაზ ჩხიკვაძის აზდაკის სიტყვები ჩამესმა - "...ჩვენს კაცებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი... ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ..." ყოველდღიურად იმდენი ტკივილი და უბედურება ტრიალებს ირგვლივ, რომ სისხლი და ცრემლიც დაშრა და... სიტყვებიც.

ძვირფას, საყვარელ ხალხზე სულ წარსულში, მოგონებებით გვიხდება ლაპარაკი და წერა... ალბათ, მართლაც ძალიან უსუსურები ვართ ადამიანები ჩვენი გეგმებით, ნატვრებითა და ოცნებებით, რადგან უკვე წამიც არ სჭირდება მის გაფანტვას...ამ ახალგაზრდა კაცსაც ჰქონდა თავისი გეგმები და ოცნებები, ვისზეც ახლა კვლავ მოსაგონარის დაწერა მიწევს...ანსამბლ "ქართული ხმების" ბიჭებს - დათო არჩვაძესა და დათო კიკაბიძეს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობდი, "უნივერსიტეტი" რომ ერქვათ და მე კი - რადიოში ვმუშაობდი, ანსამბლის სოლისტ ზურა ბაკურაძესა და მის ძმას - გივის კი შედარებით მოგვიანებით შევხვდი.

თბილი და მშვიდი ადამიანი ჩანდა, ღიმილიანი და თავაზიანი. კონცერტებსა და საღამოებზე ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ცოტა უფრო ხანგრძლივად ბორჯომში მოგვიწია ურთიერთობა - კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის შემოქმედებით საღამოზე. ბიჭებთან - დათოებთან ვერ დავრეკე, ან მე რა უნდა მეკითხა და ან მათ რა უნდა ეპასუხათ, ამიტომ ისევ ნატოსთან და ჩემს მეგობარ და კოლეგა მაიკო ღუღუნიშვილთან ვამჯობინე დაკავშირება. ნატოს რომ მივუსამძიმრე, - შოკში ვარ, ჯერ ვერაფრით აღვიქვამ ზურას სიკვდილსო, გაბზარული ხმით მითხრა.

- რამდენი გეგმა ჰქონდა. მან და მისმა ძმამ - გივიმ რაჭაში მიწები იყიდეს, კარტოფილი მოაშენეს. ღადაობდა ხოლმე - რაჭულ-სვანური კარტოფილი მექნებაო. ძმები ხშირად იყვნენ რაჭაში, ცხენებით დადიოდნენ, ზურა ფოტოებს იღებდა და დებდა ხოლმე "ფეისბუკში". ძალიან უყვარდა იქაურობა და... ბედისწერად კი ექცაო...

მაია ღუღუნიშვილი, ჟურნალისტი, ზურა ბაკურაძის მეგობარი:

- ზურა ადრე ანსამბლ "რუსთავში" მღეროდა და მერე გადავიდა "ქართულ ხმებში". ჩემი ჟურნალისტობიდან გამომდინარე ძალიან ხშირად მიწევს ხელოვან ხალხთან შეხვედრა, მით უმეტეს - "ქართული ხმების" ბიჭები ჩემთვის მხოლოდ რესპონდენტები არასდროს იყვნენ. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით. ზურა თავისი პასუხისმგებლობით მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო, უკარგესი და უთბილესი, დინჯი რაჭველი. გაბრაზებული, აგრესიული ან ნაწყენი, არც მახსოვს. ძალიან გაწონასწორებული ადამიანი იყო. დიდი ხანია, ვიცნობდით ერთმანეთს და ვახლობლობდით...

ვერც კი წარმომიდგენია, მასზე წარსულში ლაპარაკი. როგორ შეიძლება, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ "ფეისბუკზე" პოსტავდა და ვიღაცას დაბადების დღეს ულოცავდა, უეცრად ასე, ტრაგიკულად გაქრა. უკეთილშობილესი, ძალიან შრომისმოყვარე იყო და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ძალიან პასუხებისმგებლიანი. მენეჯერის თვისებები ჰქონდა, ორგანიზატორის ბუნება და ამიტომაც შესანიშნავად უძღვებოდა ბავშვების ანსამბლს. მეუღლე და მამაც - საუკეთესო იყო. მეუღლე ჰყავს მოცეკვავე - ულამაზესი და უსაყვარლესი გოგო ნათია კობახიძე და ორი შვილი - ქალ-ვაჟი. რამდენიმე დღის წინ გააზიარა "ფეისბუკზე", რომ მისმა ვაჟმა ბაღი დაამთავრა და სექტემბრიდან სკოლაში მიდის...

მარიკა ქაცარავა, მუსიკოსი და კინორეჟისორი, ზურა ბაკურაძის უახლოესი მეგობარი:

- ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ხანგრძლივი შემოქმედებითი ურთიერთობაც გვქონდა - "ქართული ხმებთან" იყო თუ მის ბავშვთა ანსამბლთან. როგორი იყო ზურა? - ძალიან თბილი, მუდამ კარგ ხასიათზე და გამორჩეულად მოწესრიგებული. ეს ბავშვებთან ურთიერთობაშიც იგრძნობოდა - ანსამბლის ყველა ბავშვი თვალებში შეჰყურებდა. არც კი ვიცი, რა გითხრათ - ყოველმხრივ საუკეთესო ადამიანი - მეგობრობაშიც, ოჯახშიც, ბავშვებთანაც, საქმეშიც. ყველაფერთან ერთად, ძალიან სერიოზულიც იყო, მაგრამ...

მეუღლესთან ერთად

ხშირად ხუმრობდა კიდეც, თუმცა, ხომ არიან ადამიანები, საკუთრივ, თავისი ხუმრობები რომ აქვთ, ზურა ასეთი ასეთი კი არ იყო, სწორედ სერიოზულ სიტუაციაში უცებ ისეთ ხუმრობას მოარტყამდა, ეს იუმორი ყველაფერს სჯობნიდა. მუშაობის დროს როგორი იყო? - უნიჭიერესი. ყოველთვის ზუსტად იცოდა ყველაფერი, რა უნდოდა ან რა არ უნდოდა. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ეს ძალიან იშვიათია, უმრავლესობას აკლია ეს სიზუსტე. რა სჭირდებოდა სიმღერის ჩაწერისას, ამოსუნთქვა იყო თუ ნებისმიერი რამ, რაც სიმღერიაში სჭირდებოდათ - ბიჭებთან იყო, დიდ ანსამბლთან, ბავშვებთან თუ თავის სოლოში, აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით დალაგებული ჰქონდა. იმიტომ ვამბობ - ძალიან მოწესრიგებული ტიპი იყო.

ჯერ კიდევ შოკია მისი ამბავი, სულ რაღაც საათ-ნახევრის წინ გამაგებინეს. სხვათა შორის, ამ პანდემიიდან გამომდინარე კარგა ხანია, არ მინახავს. მერე მათაც ჰქონდათ კოვიდი, ოჯახში. დედაც "კოვიდის" გართულებებით გარდაეცვალა ორი კვირის წინ. რაჭაში დაკრძალეს. ამიტომაც აღმოჩნდა იქ. თანაც, მასა და მის ძმას - გივის მეურნეობა ჰქონდათ რაჭაში, ონის რაიონში და ძალიან ახარებდა ეს ამბავი. უყვარდა იქაურობა, ცხენებითაც დადიოდნენ, სანადიროთაც.

ბიჭებმა შემატყობინეს მისი დაღუპვის ამბავი. მგონი, შქმერში ყოფილან სანადიროდ, ფეხით. ასეთი რა ადგილი იყო, არ ვიცი, მაგრამ მიწა ჩაშლილა და ზურა 150 მეტრით ქვემოთ ჩაუტანია. მისი არყოფნით რა დამაკლდება? ძმაკაცი, განუყრელი მეგობარი, რომელსაც ყველანაირ საიდუმლოს ვანდობდი, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო ლაპარაკი. შემოქმედებითათაც ძალიან დამაკლდება - გარდა იმისა, რომ თავის სიმღერას წერდა ხოლმე, ერთმანეთისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობდით. ერთი სიამოვნება იყო მასთან მუშაობა... მისი გარდაცვალება ყველასთვის და საქართველოსთვისაც ძალიან დიდი დანაკლისია.

  • რედაქციის სახელით ვუსამძიმრებ ზურას ოჯახს, "ქართული ხმების" ბიჭებს და ყველა ახლობელს მის გარდაცვალებას! უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

UFC -ის მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა საქართველოში მასტერკლასი ჩაატარეს

"ნუ აჰყვებით ცილისწამებას" - კულტურის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის შენობის დანგრევა სურთ

"ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით" - ივანე ჩხაიძე