ავტორი:

რატომ (არ) უნდა აშენდეს ნამახვანჰესი? - სპეცპროექტი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

რატომ (არ) უნდა აშენდეს ნამახვანჰესი? - სპეცპროექტი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი? - საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს ამაზე საპირისპირო პასუხი აქვს, მათი პოზიციები კი სუბიექტური თუ ობიექტური არგუმენტებითაა გამყარებული. საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სოლიდურია მათი რაოდენობაც, ვინც არც ერთ შეხედულებას არ ემხრობა და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება. იმაზე ვერავინ იდავებს, რომ მსგავსი პროექტები ეკოლოგიური თვალსაზრისით ადგილობრივ ლანდშაფტსა და ბიომრავალფეროვნებას აზიანებს და თუ მაინც დღისწესრიგში დგება მისი განხორციელება, კითხვა ასეთია: რამდენად შესაძლებელია ამ ზიანის მინიმუმამდე დაყვანა?! ამ თვალსაზრისით ეჭვებს ისიც აჩენს, რომ საქართველოში აქამდე განხორციელბულ უფრო მცირე პროექტების დროსაც კი, არაერთხელ მოხდა, რომ არასწორად ჩატარებული წინასწარი კვლევებისა და შესაბამისად, დამდგარი შედეგის გამო, პრობლემები შეიქმნა.

რადგანაც ნამახვანჰესის პროექტზე მსჯელობა არაერთ სფეროს მოიცავს, უნდა გამოვყოთ მთავარი მიმართულებები, რაზეც ამ ჰიდროელექტროსადგურის აშენებამ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინოს, და სწორედ ამ მიმართულებებით დავსვათ ყველაზე აქტუალური კითხვები.

ძირითადი საკითხები კი შემდეგია: უსაფრთხოება, ეკონომიკა, სამართლებრივი კუთხე, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოციალური მიმართულება.

კითხვები, რომელზეც AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი ცდილობს პასუხის გაცემას, ასეთია: შეიცავს თუ არა საფრთხეს მშენებლობა? იქნება თუ არა პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი საქართველოსთვის? რა სამართლებრივი კითხვები არსებობს ხელშეკრულების პირობებზე? როგორ გავლენას მოახდენს ჰესის აშენება საქართველოს ენერგოსისტემაზე? როგორ აისახება ნამახვანჰესის აშენება მკვიდრ მოსახლეობასა და გარემოზე?

იხილეთ AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი

“ეს იმდენად მტკივნეული თემა იყო, დედასაც არ ველაპარაკებოდი… დამეწყო პანიკა, რომ აღარ დავორსულდებოდი” - ნინო ჩხეიძე მისი ცხობრების ორ მძიმე ეპიზოდზე

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა