ავტორი:

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე, იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ" - ბასილაშვილის ადვოკატი

"მოწმემ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე, იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ" - ბასილაშვილის ადვოკატი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, მოწმემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის შერიგების მომხრე იყო და თანაცხოვრების გაგრძელებისთვის ინიციატივას იჩენდა.

ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, მოწმემ სასამართლოში დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის შერიგების მომხრე იყო და რომ თანაცხოვრების გაგრძელებისთვის ინიციატივას იჩენდა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობის ფაქტი არასდროს ჩაუდენია.

"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ნელი დოროყაშვილის უახლოესი მეგობარი წარმოადგინა. ამის მიუხედავად, რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ბრალად წარდგენილის შესაძლო განხორციელების ფაქტს გამოკვეთავდა, არ წარმოდგენილა. მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის განხორციელების მოწმე, ის ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ნელი დოროყაშვილისგან და არასდროს დოროყაშვილი მასთან კონკრეტულად არ საუბრობდა. მიუხედავად იმ ინფორმაციისა, რასაც ნელი დოროყავშვილი მოწმეს აწოდებდა, მკაფიოდ დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი ყოველთვის იყო შერიგების მომხრე და იჩენდა ინიციატივას, რომ თანაცხოვრება გაეგრძლებინათ.

არის გარკვეული საკითხები, რომელიც მხოლოდ ნელი დოროყაშვილის ზეპირ განმარტებებს ემყარება, არის საკითხები, სადაც მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებები არის წარმოდგენილი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები მიმოწერის სახით და ამერიკის ეპიზოდი. ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არანაირი ძალადობრივი ქმედება დაფიქსირებული არ არის, საინტერესოა, ძალადობაზე რატომ საუბრობენ, როცა ძალადობის ეპიზოდები კამერის მხრიდან დაფიქსირებული არ არის",- განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"მთელი სოფელი ფეხზე დგას... ფიზიკური დაპირისპირებაც იყო" - სამეგრელოში 8 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს მოსახლეობამ სახლი დაუწვა

შემზარავი დანაშაული მარტვილში - 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მეზობელი მამა-შვილი დააკავეს

გორის ცენტრში პატრულის თანამშრომელი სცემეს