სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წუთით არ სცილდება, ბავშვივით უვლის... სკამებზე იძინებდა, როცა პალატაში არ უშვებდნენ. გმირი ქალია. ცოტნეს ერთგულების გამო ხალხი მტრად მოეკიდა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მომვლელი
"ერთი წუთით არ სცილდება, ბავშვივით უვლის... სკამებზე იძინებდა, როცა პალატაში არ უშვებდნენ. გმირი ქალია. ცოტნეს ერთგულების გამო ხალხი მტრად მოეკიდა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მომვლელი

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ვლე­ლი ქალი, ნა­თე­ლა ჯიმ­შე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანა ჯა­ბა­უ­რის შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, მე ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ვლე­ლი მქვია... სა­ნამ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და მის­მა მე­უღ­ლემ, ანა ჯა­ბა­ურ­მა სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი მი­ი­ღო, რომ თა­ვის ბი­ნა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­ექ­მნა ცოტ­ნეს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. გი­ორ­გი და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის თა­ნად­გო­მით და დახ­მა­რე­ბით შე­ი­ძი­ნა სა­თა­ნა­დო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი (სა­წო­ლი, სა­ვარ­ძე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა...), მო­იწ­ვია მა­სა­ჟის­ტი, მწვრთნე­ლი, ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტი, მომ­ვლე­ლი (მე) 24 სა­ა­თი­ა­ნი გრა­ფი­კით... ექი­მიც თვი­თონ არის და ექთა­ნიც....

ანა ერთი წუ­თით არ სცილ­დე­ბა ცოტ­ნეს, უვ­ლის, ბავ­შვი­ვით ეფე­რე­ბა, ესა­უბ­რე­ბა მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ურ ამ­ბებ­ზე, მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებს ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ორი­ო­დე სა­ა­თი სძი­ნავს, თუ არ შე­ვახ­სე­ნე რომ მთე­ლი დღის მში­ე­რია, ჭა­მაც ავი­წყდე­ბა, მოკ­ლედ, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ ერთი შე­ხედ­ვით სუს­ტი და ნაზი გო­გოს ნე­ბის­ყო­ფით და ენერ­გი­ით.

ჩემი დის ნი­ნოს ნა­ამ­ბო­ბი: რო­დე­საც ცოტ­ნეს სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დი ხოლ­მე აჯი­ბა­დე­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, უნებ­ლი­ედ თურ­ქი ექი­მე­ბის სა­უ­ბარს შე­ვეს­წა­რი. ანას­თვის სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რე­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, ღამე მა­ინც ადა­მი­ა­ნუ­რად და­ი­ძი­ნე­ბო, მაგ­რამ ანა არ და­თან­ხმდა, მე აქ და­სას­ვე­ნებ­ლად კი არა ვარ ჩა­მო­სუ­ლი, ჩემი ად­გი­ლი ცოტ­ნეს გვერ­დით არი­სო... პა­ლა­ტას­თან სკა­მებ­ზე იძი­ნებ­და, თურ­მე, რო­დე­საც ცოტ­ნეს­თან არ უშ­ვებ­დნენ...

ანა ჯა­ბა­ურს, რო­მელ­საც მტე­რი არა­სო­დეს ჰყო­ლია, ცოტ­ნეს ერ­თგუ­ლე­ბის გამო ისე­თი ხალ­ხი მო­ე­კი­და მტრად, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე დიდ მად­ლო­ბას უნდა ეუბ­ნე­ბოდ­ნენ (მიმხვედ­რი მიხ­ვდე­ბა), ამის ნაც­ვლად კი ათას სა­ძა­გელ და უაზ­რო ჭორს უგო­ნე­ბენ და უვრცე­ლე­ბენ. არა­და აი ასე­თია ანა თავ­მოყ­ვა­რე, მაგ­რამ არა ქედ­მა­ღა­ლი, ამა­ყი, მაგ­რამ არა ამ­პარ­ტა­ვა­ნი, სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი შვი­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დედა და სა­ერ­თოდ, უზო­მოდ მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი.

ღმერ­თო, მი­ე­ცი სუ­ლი­ე­რი ძალა და გამ­ძლე­ო­ბა ამ ღვთის­ნი­ერ ადა­მი­ანს!!! ანა გმი­რი ქა­ლია, მჯე­რა რომ მისი თავ­და­დე­ბით და ძა­ლის­ხმე­ვით მალე გა­მომ­ჯო­ბინ­დე­ბა ჩემი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი... მად­ლო­ბა ანა...".

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სამ­შობ­ლო­ში სამი დღის წინ დაბ­რუნ­და. ექი­მე­ბის თქმით, ახლა მას მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი და ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო სჭირ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 2019 წლის 19 დე­კემ­ბერს სა­კუ­თარ სახ­ლთან დაჭ­რეს. მას თავ­და­პირ­ვე­ლად, ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ, შემ­დეგ კი თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ის ივ­ლი­სამ­დე მკურ­ნა­ლობ­და. შემ­დეგ კი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გერ­მა­ნი­ა­ში გა­დი­ო­და.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sara
114

nu gamogyavs gmiri es asharashka, kagebeshniki, rac ar unda wero mainc yvelam icis ra garewaric aris da reebi aq mag kals chadenili, arqivs xelsi chagdebas rom cdilobs.aradros moiyvans cotme mag bebrucunas, asaks shexedos,asaks,44 wlis kaci da 58wlis qali....tu virs rom rqebi ar amodis,chokina ggoniat? R dabloko!

$
120

ფული რომ არ იყოს ჩეჩქივით, საინტერესოა როგორ მოიქცეოდა? ეს ქალბატონი, მომვლელი, ვისთვისაა ავტორიტეტი? ამ ქვეყანაში ვინმე სიმართლეს ამბობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ერთი წუთით არ სცილდება, ბავშვივით უვლის... სკამებზე იძინებდა, როცა პალატაში არ უშვებდნენ. გმირი ქალია. ცოტნეს ერთგულების გამო ხალხი მტრად მოეკიდა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მომვლელი

"ერთი წუთით არ სცილდება, ბავშვივით უვლის... სკამებზე იძინებდა, როცა პალატაში არ უშვებდნენ. გმირი ქალია. ცოტნეს ერთგულების გამო ხალხი მტრად მოეკიდა" - რას წერს ცოტნე გამსახურდიას მომვლელი

ცოტნე გამსახურდიას მომვლელი ქალი, ნათელა ჯიმშელაძე სოციალურ ქსელში ანა ჯაბაურის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"უბედნიერესი ვარ, მე ცოტნე გამსახურდიას მომვლელი მქვია... სანამ ცოტნე გამსახურდია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა სათანადო ზომები მიიღო, რომ თავის ბინაში ყველანაირად კომფორტული გარემო შეექმნა ცოტნეს უმაღლეს დონეზე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიების თანადგომით და დახმარებით შეიძინა სათანადო სპეციალიზებული ინვენტარი (საწოლი, სავარძელი, სპეციალური აპარატურა...), მოიწვია მასაჟისტი, მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი, მომვლელი (მე) 24 საათიანი გრაფიკით... ექიმიც თვითონ არის და ექთანიც....

ანა ერთი წუთით არ სცილდება ცოტნეს, უვლის, ბავშვივით ეფერება, ესაუბრება მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე, მუდმივად აკონტროლებს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ღამის განმავლობაში სულ ორიოდე საათი სძინავს, თუ არ შევახსენე რომ მთელი დღის მშიერია, ჭამაც ავიწყდება, მოკლედ, გაოცებული ვარ ამ ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი გოგოს ნებისყოფით და ენერგიით.

ჩემი დის ნინოს ნაამბობი: როდესაც ცოტნეს სანახავად მივდიოდი ხოლმე აჯიბადენის საავადმყოფოში, უნებლიედ თურქი ექიმების საუბარს შევესწარი. ანასთვის სასტუმროში ცხოვრება შეუთავაზებიათ, ღამე მაინც ადამიანურად დაიძინებო, მაგრამ ანა არ დათანხმდა, მე აქ დასასვენებლად კი არა ვარ ჩამოსული, ჩემი ადგილი ცოტნეს გვერდით არისო... პალატასთან სკამებზე იძინებდა, თურმე, როდესაც ცოტნესთან არ უშვებდნენ...

ანა ჯაბაურს, რომელსაც მტერი არასოდეს ჰყოლია, ცოტნეს ერთგულების გამო ისეთი ხალხი მოეკიდა მტრად, რომელიც ყველაზე დიდ მადლობას უნდა ეუბნებოდნენ (მიმხვედრი მიხვდება), ამის ნაცვლად კი ათას საძაგელ და უაზრო ჭორს უგონებენ და უვრცელებენ. არადა აი ასეთია ანა თავმოყვარე, მაგრამ არა ქედმაღალი, ამაყი, მაგრამ არა ამპარტავანი, საუკეთესო მშობლების საუკეთესო და ყურადღებიანი შვილი, შესანიშნავი დედა და საერთოდ, უზომოდ მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი.

ღმერთო, მიეცი სულიერი ძალა და გამძლეობა ამ ღვთისნიერ ადამიანს!!! ანა გმირი ქალია, მჯერა რომ მისი თავდადებით და ძალისხმევით მალე გამომჯობინდება ჩემი სათაყვანებელი პრეზიდენტის ვაჟი... მადლობა ანა...".

ცოტნე გამსახურდია სამშობლოში სამი დღის წინ დაბრუნდა. ექიმების თქმით, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით