სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი
ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტა­რის სა­ხე­ლი და გვა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბევ­რს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბო­დეთ, თუმ­ცა, მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ბა­ი­რაქ­ტა­რის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის შექ­მნა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ინ­ვენ­ტარს 2014 წელს და­ე­მა­ტა.

თურ­ქე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და უია­რა­ღო თვითმფრი­ნა­ვე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბამ სა­ში­ნაო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა სი­რი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ა­ში, იდ­ლიბ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის, "გა­ზა­ფხუ­ლის ფა­რის" დროს მი­ი­პყრო. ამას­თან, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნეს ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის უკა­ნო­ნო სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ლი­ბან­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოპე­რა­ცი­ებ­ში.

სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტა­რის დი­დე­ბა მას შემ­დეგ უფრო გა­ი­ზარ­და, რაც მან ცო­ლად შე­ირ­თო თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი. სა­ჯა­რო სა­უბ­რებ­ში მას თავ­დაც­ვის სექ­ტო­რის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის პი­ო­ნე­რად ნათ­ლა­ვენ. ამას­თან, 2019 წელს მთავ­რო­ბამ 98 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო, რათა უფრო მე­ტად გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა.

"ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა გაჟ­ღერ­დე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებს და სულ რა­ღაც 5-10 წელ­ში ლი­დე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტარ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, ახა­ლი ერა იწყე­ბა. თურ­ქეთს უპი­ლო­ტო თავ­დაც­ვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­კენ სწრა­ფი გეზი აქვს აღე­ბუ­ლი.

სელ­ჩუ­კის მიერ შექ­მნილ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომში. ექ­სპერტთა მტკი­ცე­ბით, სწო­რედ ჰა­ერ­ში დო­მი­ნი­რე­ბის წყა­ლო­ბით მი­აღ­წი­ეს მათ გა­მარ­ჯვე­ბას.

პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ბა­ი­რაქ­ტა­რი ყა­რა­ბა­ღის მედ­ლი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვა და მხარ­და­ჭე­რის­თვის სა­ჯა­როდ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტა­რი 1979 წელს სტამ­ბუ­ლის რა­ი­ონ სა­რი­ე­რის­ში და­ი­ბა­და. მისი მამა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლია. რის გა­მოც, ბავ­შვო­ბი­დან მო­ი­ხიბ­ლა ამ პრო­ფე­სი­ით. ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა პენ­სილ­ვა­ნი­ი­სა და მა­სა­ჩუ­სეტ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა. 2007 წელს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნია ბა­ი­კარ­ში და­ი­წყო.

ჯერ კი­დევ 2005 წელს ის თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას უპი­ლო­ტო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

"ჩვენ, ინ­ჟინ­რე­ბი მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში კი არ უნდა ვი­ყოთ, არა­მედ, უნდა ჩა­ვერ­თოთ პრო­ცე­სებ­ში და ხელი შე­ვუ­წყოთ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ,“ - აცხა­დებს ბა­ი­რაქ­ტა­რი და დას­ძენს, რომ მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს გახ­ლავთ.

ნა­ხეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tk
33

ზღაპრებს ნუ წერთ თითქოს დრონების გამოყენება თურქებმა დაიწყეს პირველებმა არიან ქვეყნები რომლებიც დიდი ხანია იყენებენ დრონებს და თურქულ დრონებთან შედარებით ბევრად უკეთესად აკეთებენ თავის საქმეს ყარაბახის ომის შემდეგ ნუ გგონიათ რომ დრონების ყოლით ომს მოიგებთ საშუალო ქვეყანასაც შეუძლია ეგ დრონები ჩამოყაროს და უვარგისად გახადოს

ერმონია
50

მაგ გვარის ფუძე ქართულია, ბაირახტარები ძირითადად გურჯები არიან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

ერდოღანის სიძე და კაცი, რომელმაც სამხედრო დრონები თანამედროვე ეპოქის იარაღად აქცია - ვინ არის სელჩუკ ბაირაქტარი

სელჩუკ ბაირაქტარის სახელი და გვარი შესაძლებელია, ბევრს არაფერს გეუბნებოდეთ, თუმცა, მან დიდი წვლილი შეიტანა თურქეთის შეიარაღებული ძალების განვითარებაში. ბაირაქტარის სახელთანაა დაკავშირებული თურქეთში პირველი უპილოტო საფრენი აპარატის შექმნა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ინვენტარს 2014 წელს დაემატა.

თურქეთის შეიარაღებული და უიარაღო თვითმფრინავების ფართო გამოყენებამ საშინაო და საერთაშორისო ყურადღება სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, იდლიბში ჩატარებული ოპერაციის, "გაზაფხულის ფარის" დროს მიიპყრო. ამასთან, ისინი გამოიყენეს ქურთისტანის მუშათა პარტიის უკანონო სამიზნეების წინააღმდეგ და ლიბანში განხორციელებულ ოპერაციებში.

სელჩუკ ბაირაქტარის დიდება მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც მან ცოლად შეირთო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ქალიშვილი. საჯარო საუბრებში მას თავდაცვის სექტორის სწრაფად განვითარების პიონერად ნათლავენ. ამასთან, 2019 წელს მთავრობამ 98 მილიონი დოლარი გამოუყო, რათა უფრო მეტად განევითარებინა სამხედრო ტექნიკა.

"ჩვენი ქვეყნიდან ძალიან ბევრი ისეთი ინიციატივა გაჟღერდება, რომელიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და სულ რაღაც 5-10 წელში ლიდერები ვიქნებით,“ - განაცხადა სელჩუკ ბაირაქტარმა.

მისი მტკიცებით, ახალი ერა იწყება. თურქეთს უპილოტო თავდაცვის ტექნოლოგიებისკენ სწრაფი გეზი აქვს აღებული.

სელჩუკის მიერ შექმნილ სამხედრო ტექნიკას აქტიურად იყენებდა აზერბაიჯანი ყარაბაღის ომში. ექსპერტთა მტკიცებით, სწორედ ჰაერში დომინირების წყალობით მიაღწიეს მათ გამარჯვებას.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაირაქტარი ყარაბაღის მედლითაც დააჯილდოვა და მხარდაჭერისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

სელჩუკ ბაირაქტარი 1979 წელს სტამბულის რაიონ სარიერისში დაიბადა. მისი მამა საავტომობილო კომპანიის დამაარსებელია. რის გამოც, ბავშვობიდან მოიხიბლა ამ პროფესიით. ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა პენსილვანიისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში გააგრძელა. 2007 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობა ტექნოლოგიურ კომპანია ბაიკარში დაიწყო.

ჯერ კიდევ 2005 წელს ის თურქეთის მთავრობას უპილოტო ტექნოლოგიებში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებდა.

"ჩვენ, ინჟინრები მხოლოდ ლაბორატორიებში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ, უნდა ჩავერთოთ პროცესებში და ხელი შევუწყოთ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებენ,“ - აცხადებს ბაირაქტარი და დასძენს, რომ მისი ცხოვრებისეული მიზანი სწორედ ეს გახლავთ.

ნახეთ ვიდეო