სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს
ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე, ზაზა გა­ხე­ლა­ძის სა­კი­თხზე რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს წე­რი­ლით მი­მარ­თავს. რო­გორც ატე­ნი­სა და გო­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, ან­დრი­ამ ზაზა გა­ხე­ლა­ძის ოჯახ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი უკვე მზად არის.

"გა­და­წყდა, რომ პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლით გა­ეგ­ზავ­ნე­ბა წე­რი­ლი. წე­რი­ლი უკვე მზად არის და გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი­სად­მი და ეკ­ლე­სი­ი­სად­მი, რომ მათ თა­ვი­სი მხრი­დან გას­წი­ონ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, რა­მე­თუ, რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ზაზა გა­ხე­ლა­ძე არის და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სა­ზღვრო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მიერ“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ზაზა გა­ხე­ლა­ძის ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი დღეს სო­ფელ ქვე­მო ჭა­ლა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­მარ­თავს. ისი­ნი ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

გა­ხე­ლა­ძის მამა აცხა­დებს, რომ შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას ეც­დე­ბა, იმის­თვის, რომ ამ­გვა­რად სა­კუ­თარ შვილ­თან შეხ­ვედ­რა შეძ­ლოს.

ამას­თან, ზაზა გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლის, ირმა ბუ­თხუ­ზის გან­ცხა­დე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის­გან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ წე­რი­ლით მი­მარ­თა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს, რათა მისი მე­უღ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ეშუ­ამ­დგომ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, 33 წლის ზაზა გა­ხე­ლა­ძე სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გამ­ყოფ ხაზ­თან 2020 წლის 11 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. გა­ხე­ლა­ძეს ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­სა და „მე­სა­ზღვრე­ე­ბის­თვის“ ცე­ცხლის გახ­სნას ედა­ვე­ბი­ან. ზაზა გა­ხე­ლა­ძე უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის დროს და­იჭ­რა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათი
55

როგორ მიყვარს ჩვენი პატრიარქი

მარი
25

აქამდე რა კომაში იყო? ანდა საპატრიარქო რატომ დუმდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

ილია მეორე ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. როგორც ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი წერილი უკვე მზად არის.

"გადაწყდა, რომ პატრიარქის სახელით გაეგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გადაეგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი, რომ მათ თავისი მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი, რამეთუ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზაზა გახელაძე არის დაკავებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი და ახლობლები დღეს სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ეცდება, იმისთვის, რომ ამგვარად საკუთარ შვილთან შეხვედრა შეძლოს.

ამასთან, ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, სასულიერო პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს, რათა მისი მეუღლის გათავისუფლების პროცესში ეშუამდგომლა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.

"მთელი სოფელი გარეთ არის" - ატირებული მშობლები და ემოციური დახვედრა ზაზა გახელაძეს (კადრები ქვემო ჭალიდან)

"დარწმუნებული ვარ, შვილები მიყურებენ..." - ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ და კადრები ერგნეთიდან, სადაც მას პრემიერი დახვდა

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რამ გამოიწვია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე შეფერხება