Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?
"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცია", - ასე ჰქვია რე­ჟი­სორ ნანა ჯორ­ჯა­ძის ფილ­მს, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გა­და­ი­ღო. ის ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია და 2020 წლის და­ფი­ნან­სე­ბის კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა.

ამ ეტაპ­ზე მონ­ტა­ჟის პრო­ცე­სი სრულ­დე­ბა და მუ­შა­ო­ბა ფილ­მის გახ­მო­ვა­ნე­ბა­სა და მუ­სი­კა­ზე და­ი­წყე­ბა, ხოლო "პეპ­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცი­ის“ ხილ­ვა მა­ყუ­რე­ბელს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნო­ემ­ბერ­ში შე­ეძ­ლე­ბა.

"სცე­ნა­რი თით­ქოს­და ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, სავ­სეა ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟით, ხა­სი­ა­თით, ხა­ზით, მაგ­რამ მას­ში მთა­ვა­რი მა­ინც ორი გმი­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლია. პერ­სო­ნა­ჟე­ბი შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან... ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა ფილმში დრა­მა­ტულ და ტრა­გი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი ამ­ბავს ღი­მი­ლით და ხან­და­ხან სი­ცი­ლი­თაც ვყვე­ბი იმი­ტომ, რომ ასე ვცხოვ­რობ", - ამ­ბობს ნანა ჯორ­ჯა­ძე.

რე­ჟი­სორ­მა თა­ვის ახალ ფილმში არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბი მო­იწ­ვია, მათ შო­რის, ახალ­ბე­დაც... ერთ-ერთი როლი მსა­ხი­ობ­მა მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ამ ითა­მა­შა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, მისი ბოლო კი­ნო­რო­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ნანა ჯორ­ჯა­ძე:

"მა­რი­ნას ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლამ ყვე­ლა დაგ­ვამ­წუხ­რა. ნი­ჭით, თავ­მდაბ­ლო­ბით, სი­კე­თით, სი­ლა­მა­ზით, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ სა­ო­ცა­რი კეთლგან­წყო­ბით იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, რომ არა­ვინ დარ­ჩა - ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, ვი­საც მისი წას­ვლით გული არ ეტ­კი­ნა... ეს მა­რი­ნამ შეძ­ლო და ყვე­ლას აჩ­ვე­ნა, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც გაქვს უნა­რი, იყო ასე­თი გულ­წრფე­ლი, ნი­ჭი­ე­რი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, თავ­გან­წი­რუ­ლი, რო­ლე­ბით, მოღ­ვა­წე­ო­ბით, მე­გობ­რე­ბით, ურ­თი­ერ­თო­ბით ასე­თი მდი­და­რი, ისე იცხოვ­რო, რომ არც ერთხელ შე­გე­შა­ლოს. მას ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შეშ­ლია!

მე კი ბედ­ნი­ე­რე­ბა მერ­გო, მას­თან მე­მუ­შა­ვა. ეს მისი ბოლო ფილ­მი აღ­მოჩ­ნდა. თით­ქოს პა­ტა­რა როლი აქვს (სა­ერ­თოდ, ჩემს ფილმში ბევ­რი პა­ტა­რა რო­ლია, რად­გა­ნაც კა­ლე­ი­დოს­კო­პუ­რი კი­ნოა), მაგ­რამ ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ისე­თი ლა­მა­ზი და სა­ო­ცა­რი სახე შექ­მნა, მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ფილმში გა­და­ვი­ღე...

სა­მუ­შა­ოდ ისე­თი სი­ხა­რუ­ლით მო­ვი­და, რომ ეს ემო­ცია ყვე­ლას გა­დას­დო...

- ის ამ თვი­სე­ბე­ბის გამო შე­არ­ჩი­ეთ ამ როლ­ზე?

- არა, არა­სო­დეს ვარ­ჩევ მსა­ხი­ო­ბებს მათი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო. იმი­ტომ, რომ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და ნიჭი სხვა­დას­ხვა რა­მაა. ჯერ ერთი, რო­დე­საც სცე­ნა­რი იწე­რე­ბო­და, ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში უკვე მა­რი­ნა იყო სცე­ნარ­ში. ამ როლ­ზე მარ­ტო მას ვხე­დავ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უცხო­ე­ლის როლი ითა­მა­შა, მაგ როლ­ზე მა­ინც მხო­ლოდ მა­რი­ნა წარ­მო­მედ­გი­ნა.

ფილმზე სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან შეკ­რუ­ლი ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც სავ­სე იყო ერ­თმა­ნე­თის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უყ­ვართ და უხა­რი­ათ. სა­დაც ინ­ტრი­გა, შური არ არ­სე­ბობს...

- ეს ალ­ბათ თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა...

- მე კი სულ მგო­ნია, რომ ბედი მწყა­ლობს და ჩემ გარ­შე­მო ასე­თი კარ­გი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბა. კი, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად, რომ ასე­თი ნი­ჭი­ე­რი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტრი­გე­ბი­სა და შუ­რის არა­მოყ­ვა­რულ ხალ­ხთან მქო­ნო­და საქ­მე.

- გა­და­ღე­ბა­ზე თავს რო­გორ გრძნობ­და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა?

- მა­რი­ნა ბედ­ნი­ე­რი იყო, რად­გან იმ კე­თილ­გან­წყო­ბილ სივ­რცე­ში მო­ვი­და, სა­დაც ის ყვე­ლას უყ­ვარს... სიყ­ვა­რულ­ში მო­ვი­და და თვი­თო­ნაც უდი­დე­სი სით­ბო, ენერ­გია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, თა­ვი­სი საქ­მის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მა აჩ­ვე­ნა. მის­თვის არ არ­სე­ბობ­და პა­ტა­რა და დიდი რო­ლე­ბი, რად­გა­ნაც თა­ვი­სი საქ­მე, პრო­ფე­სია უყ­ვარ­და, მის­თვის მუ­შა­ო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო და არა წვა­ლე­ბა.

- ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ, ხომ არ და­უ­ჩივ­ლია, რომ რა­ი­მე აწუ­ხებ­და?

- არა­ვინ იცის, რა აწუ­ხებ­და, რად­გან მის­გან ვე­რა­ფერს გა­ი­გებ­დი, მუ­დამ იღი­მო­და. არას­დროს გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ რამე აწუ­ხებ­და და სტკი­ო­და. პი­რი­ქით, ამ ნი­ჭი­ერ, ლა­მაზ, კე­თილ ადა­მი­ან­თან მუ­შა­ო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო.

და ისიც მინ­და ვთქვა, რომ ის იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი და­ვი­წყე­ბუ­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ეს არის - კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, უმაღ­ლე­სი სინ­დი­სი­ე­რე­ბა, რა­ინ­დო­ბა. ეს ის სი­ტყვე­ბია, რომლთაც დღეს აღარ ხმა­რო­ბენ... მა­რი­ნა კი ამ და­ვი­წყე­ბულ-და­კარ­გუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ცნე­ბე­ბის მქო­ნე გახ­ლდათ.

2020 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ambebi.ge-მ ამ ფილ­მის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბი თაკო ტა­ბა­ტა­ძე ჩა­წე­რა, რო­მელ­საც პარტნი­ო­რო­ბა მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ას­თან მო­უხ­და. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ნა­რიდს:

"ქალ­ბა­ტო­ნი ნანა ჯორ­ჯა­ძე ფილმში მი­ღებს, სა­დაც, მარ­თლაც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად აღ­მოვ­ჩნდი. რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე, კას­თინ­გი 3 თვის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, ამ მთა­ვარ როლ­ზე მსა­ხი­ო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ბევ­რი, ჩემ­ზე გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­ცეკ­ვა­ვე მო­ი­აზ­რე­ბო­და. გა­და­ღე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას ასის­ტენ­ტმა, ნინო ჯორ­ჯა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­მო­მა­ჩი­ნა, და­მი­კავ­შირ­და და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა მე­ო­რე დღეს­ვე შედ­გა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ჩემს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ რე­ჟი­სორს პი­რა­დად გა­ვიც­ნობ­დი. თუმ­ცა, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი... ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ, მის შე­სა­ხებ რომ მი­ამ­ბო, სა­ოც­რად და­ვი­მუხ­ტე...

ფილმში კი­დევ რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი გმი­რია და ყვე­ლას ჰყავს პრო­ტო­ტი­პი, ზო­გი­ერთს ერთი, ზო­გი­ერ­თი - რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის კრე­ბი­თი სა­ხეა და ისი­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნას მე­გობ­რე­ბი არი­ან. მას­ში სა­ო­ცა­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - თა­მარ სხირტლა­ძე, მა­რი­ნა ჯა­ნა­შია, და­რე­ჯან ხარ­ში­ლა­ძე, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, თა­მარ ბზი­ა­ვა, ნა­თე­ლა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ბუბა ჯორ­ჯა­ძე, რატი ერა­ძე, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და სხვა. მათ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო...

ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა გა­ვი­გე, რომ ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ჯა­ნა­ში­ას­თან ერ­თად მქონ­და სცე­ნე­ბი. რაც სა­კუ­თა­რი თავი მახ­სოვს, მახ­სოვს მისი სა­ო­ცა­რი ხმა და მის მიერ შექ­მნი­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი რო­გორც კი­ნო­ში, ასე­ვე - თე­ატ­რში. უსა­ზღვრო ნი­ჭი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, მისი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით მო­ვი­ხიბ­ლე. სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია“ - გვიყ­ვე­ბო­და თაკო ტა­ბა­ტა­ძე. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

ფილ­მის წარ­დგე­ნა ნო­ემ­ბერ­შია და­გეგ­მი­ლი და რა და­სა­ნა­ნია, რომ ფილ­მის კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მოს­ვლას ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ვერ და­ეს­წრე­ბა.

!
0

რამდენჯერმე შემთხვევით შევხვდი მარინა ჯანაშიას და მე მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს საოცრად თბილი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. არ მიკვირს, როდესაც მისი ახლობელი ადამიანები ასეთი სიყვარულით საუბრობენ მასზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"პეპლების იძულებითი მიგრაცია", - ასე ჰქვია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმს, რომელიც პანდემიის პირობებში გადაიღო. ის ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია და 2020 წლის დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე მონტაჟის პროცესი სრულდება და მუშაობა ფილმის გახმოვანებასა და მუსიკაზე დაიწყება, ხოლო "პეპლების იძულებითი მიგრაციის“ ხილვა მაყურებელს, სავარაუდოდ, ნოემბერში შეეძლება.

"სცენარი თითქოსდა ძალიან სევდიანია, სავსეა ბევრი პერსონაჟით, ხასიათით, ხაზით, მაგრამ მასში მთავარი მაინც ორი გმირის ურთიერთობა და სიყვარულია. პერსონაჟები შემოქმედი ადამიანები არიან... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფილმში დრამატულ და ტრაგიკულ სიტუაციაშიც კი ამბავს ღიმილით და ხანდახან სიცილითაც ვყვები იმიტომ, რომ ასე ვცხოვრობ", - ამბობს ნანა ჯორჯაძე.

რეჟისორმა თავის ახალ ფილმში არაერთი საინტერესო მსახიობი მოიწვია, მათ შორის, ახალბედაც... ერთ-ერთი როლი მსახიობმა მარინა ჯანაშიამ ითამაშა, რაც, სამწუხაროდ, მისი ბოლო კინოროლი აღმოჩნდა.

ნანა ჯორჯაძე:

"მარინას ამ ქვეყნიდან წასვლამ ყველა დაგვამწუხრა. ნიჭით, თავმდაბლობით, სიკეთით, სილამაზით, ადამიანების მიმართ საოცარი კეთლგანწყობით იმხელა სიყვარული დაიმსახურა, რომ არავინ დარჩა - ნაცნობი თუ უცნობი, ვისაც მისი წასვლით გული არ ეტკინა... ეს მარინამ შეძლო და ყველას აჩვენა, რა ბედნიერებაა, როდესაც გაქვს უნარი, იყო ასეთი გულწრფელი, ნიჭიერი, სიყვარულით სავსე, თავგანწირული, როლებით, მოღვაწეობით, მეგობრებით, ურთიერთობით ასეთი მდიდარი, ისე იცხოვრო, რომ არც ერთხელ შეგეშალოს. მას ცხოვრებაში არაფერი შეშლია!

მე კი ბედნიერება მერგო, მასთან მემუშავა. ეს მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა. თითქოს პატარა როლი აქვს (საერთოდ, ჩემს ფილმში ბევრი პატარა როლია, რადგანაც კალეიდოსკოპური კინოა), მაგრამ ისეთი საინტერესო, ისეთი ლამაზი და საოცარი სახე შექმნა, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმში გადავიღე...

სამუშაოდ ისეთი სიხარულით მოვიდა, რომ ეს ემოცია ყველას გადასდო...

- ის ამ თვისებების გამო შეარჩიეთ ამ როლზე?

- არა, არასოდეს ვარჩევ მსახიობებს მათი ადამიანური თვისებების გამო. იმიტომ, რომ პიროვნული თვისებები და ნიჭი სხვადასხვა რამაა. ჯერ ერთი, როდესაც სცენარი იწერებოდა, ჩემს წარმოდგენაში უკვე მარინა იყო სცენარში. ამ როლზე მარტო მას ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელის როლი ითამაშა, მაგ როლზე მაინც მხოლოდ მარინა წარმომედგინა.

ფილმზე საერთოდ ძალიან შეკრული ჯგუფი მუშაობდა, რომელიც სავსე იყო ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანებით, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა უყვართ და უხარიათ. სადაც ინტრიგა, შური არ არსებობს...

- ეს ალბათ თქვენი დამსახურებაა...

- მე კი სულ მგონია, რომ ბედი მწყალობს და ჩემ გარშემო ასეთი კარგი ხალხი იკრიბება. კი, ეს ბედნიერება მხვდა წილად, რომ ასეთი ნიჭიერი, კეთილგანწყობილი, ყველანაირი ინტრიგებისა და შურის არამოყვარულ ხალხთან მქონოდა საქმე.

- გადაღებაზე თავს როგორ გრძნობდა ქალბატონი მარინა?

- მარინა ბედნიერი იყო, რადგან იმ კეთილგანწყობილ სივრცეში მოვიდა, სადაც ის ყველას უყვარს... სიყვარულში მოვიდა და თვითონაც უდიდესი სითბო, ენერგია, პროფესიონალიზმი, თავისი საქმის მიმართ სერიოზული მიდგომა აჩვენა. მისთვის არ არსებობდა პატარა და დიდი როლები, რადგანაც თავისი საქმე, პროფესია უყვარდა, მისთვის მუშაობა ბედნიერება იყო და არა წვალება.

- ჯანმრთელობის მხრივ, ხომ არ დაუჩივლია, რომ რაიმე აწუხებდა?

- არავინ იცის, რა აწუხებდა, რადგან მისგან ვერაფერს გაიგებდი, მუდამ იღიმოდა. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა. პირიქით, ამ ნიჭიერ, ლამაზ, კეთილ ადამიანთან მუშაობა, ურთიერთობა ნამდვილად ბედნიერება იყო.

და ისიც მინდა ვთქვა, რომ ის იყო ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დავიწყებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ადამიანი. ეს არის - კეთილშობილება, უმაღლესი სინდისიერება, რაინდობა. ეს ის სიტყვებია, რომლთაც დღეს აღარ ხმარობენ... მარინა კი ამ დავიწყებულ-დაკარგული უმნიშვნელოვანესი ცნებების მქონე გახლდათ.

2020 წლის ნოემბერში, როდესაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, ambebi.ge-მ ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, ახალბედა მსახიობი თაკო ტაბატაძე ჩაწერა, რომელსაც პარტნიორობა მარინა ჯანაშიასთან მოუხდა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

"ქალბატონი ნანა ჯორჯაძე ფილმში მიღებს, სადაც, მართლაც სასწაულებრივად აღმოვჩნდი. როგორც შემდეგ გავიგე, კასთინგი 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა, ამ მთავარ როლზე მსახიობის დამტკიცება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ, ბევრი, ჩემზე გამოცდილი მსახიობი და საინტერესო მოცეკვავე მოიაზრებოდა. გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როდესაც ქალბატონი ნანას ასისტენტმა, ნინო ჯორჯაძემ სოციალურ ქსელში აღმომაჩინა, დამიკავშირდა და ჩვენი შეხვედრა მეორე დღესვე შედგა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეჟისორს პირადად გავიცნობდი. თუმცა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებოდი... ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესო ადამიანია, ქალბატონმა ნანამ, მის შესახებ რომ მიამბო, საოცრად დავიმუხტე...

ფილმში კიდევ რამდენიმე მთავარი გმირია და ყველას ჰყავს პროტოტიპი, ზოგიერთს ერთი, ზოგიერთი - რამდენიმე ადამიანის კრებითი სახეა და ისინი ქალბატონი ნანას მეგობრები არიან. მასში საოცარი მსახიობები მონაწილეობენ - თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, დარეჯან ხარშილაძე, ანა ქურთუბაძე, თამარ ბზიავა, ნათელა ნიკოლაიშვილი, ბუბა ჯორჯაძე, რატი ერაძე, გიორგი ცაგარელი და სხვა. მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო...

ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ქალბატონ მარინა ჯანაშიასთან ერთად მქონდა სცენები. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მახსოვს მისი საოცარი ხმა და მის მიერ შექმნილი ფანტასტიკური სახეები როგორც კინოში, ასევე - თეატრში. უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად, მისი პიროვნული თვისებებით მოვიხიბლე. საოცრად თავმდაბალი ადამიანია“ - გვიყვებოდა თაკო ტაბატაძე. წაიკითხეთ სტატია სრულად

ფილმის წარდგენა ნოემბერშია დაგეგმილი და რა დასანანია, რომ ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლას ქალბატონი მარინა ვერ დაესწრება.

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!