პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცდომები, რომელიც კერძო სახლის მოვლისა და მოწყობისას დავუშვი - ბლოგი მათთვის, ვისაც ეზო ან აგარაკი აქვს
შეცდომები, რომელიც კერძო სახლის მოვლისა და მოწყობისას დავუშვი - ბლოგი მათთვის, ვისაც ეზო ან აგარაკი აქვს

გა­ზა­ფხუ­ლის მზი­ა­ნი დღე­ე­ბის მოს­ვლას­თან ერ­თად, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი იწყებს ოც­ნე­ბას, ცხოვ­რობ­დეს კერ­ძო სახ­ლში, ჰქონ­დეს პა­ტა­რა მწვა­ნე ბაღი, რო­მელ­საც მა­ღა­ლი დი­დფოთ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბი დაჩ­რდი­ლავს, მათ ძირ­ში კი სა­ქა­ნე­ლა-სა­ვარ­ძელს დად­გამს და წიგ­ნის კი­თხვა­ში ხელს მხო­ლოდ ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი თუ „შე­უშ­ლის“. მარ­თლაც ლა­მა­ზი სუ­რა­თია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში, როცა შენი ბი­ნის აი­ვანს მთე­ლი დღე მზე მოს­დგო­მია და სულ­მო­უთ­ქმე­ლად ელო­დე­ბი სა­ღა­მოს, რომ იქ­ნებ ნი­ავ­ზე გახ­ვი­დე...

თუ ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა­ზე ფიქ­რობთ, ეზო­სა და ბა­ღის მოვ­ლა­ში კი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვთ, მა­შინ ჩემ­ნა­ირ დი­ლე­ტან­ტთან მცი­რე კონ­სულ­ტა­ცია გჭირ­დე­ბათ. დიახ, არა პრო­ფე­სი­ო­ნალ მე­ბა­ღეს­თან, არა­მედ დი­ლე­ტან­თან, რო­მელ­მაც ეზოს მო­წყო­ბა­სა და მოვ­ლა­ში ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა და შე­იძ­ლე­ბა ახ­ლაც ვერ ის­წავ­ლა ჭკუა.

მარ­ტის მოს­ვლას­თან ერ­თად, ეზო უკვე ამ­წვა­ნე­ბას იწყებს. ბა­ლა­ხი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, ხში­რად წვიმს და ჰა­ერ­ში მი­წი­სა და მცე­ნა­რე­ე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გარ­თობს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­მოჯ­დე ბა­ლახ­ზე, და­ის­ვე­ნო, გა­ნიტ­ვირ­თო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა, როცა ერთ დღე­საც სა­რე­ვე­ლა­თა მთე­ლი ჯგუ­ფი წე­ლამ­დე მოგ­წვდე­ბა. იცით, თავ­და­პირ­ვე­ლად რო­გორ ვიქ­ცე­ო­დი? ჩა­ვიც­ვამ­დი ხელ­თათ­მა­ნებს და ვცდი­ლობ­დი, ეს კარ­გად ფეს­ვგად­მუ­ლი სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხი ძი­რი­ა­ნად ამო­მე­ღო ჯერ კი­დევ ნეს­ტი­ა­ნი მი­წი­დან, მაგ­რამ გა­დი­ო­და ორი კვი­რა და იმა­ვე პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვი­დე­ქი! როცა ბი­ნი­დან კერ­ძო სახ­ლში გა­და­დი­ხარ და თა­ნაც სა­მუ­შაო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხარ, ყო­ველ კვი­რა­ში ან ორ კვი­რა­ში ერთხელ ბა­ლა­ხის გლე­ჯა მარ­თლაც დიდი დის­კომ­ფორ­ტია. ჩემ­ნა­ი­რი დი­ლე­ტან­ტის პირ­ვე­ლი რჩე­ვა, ოქ­როს წესი თუ რაც გნე­ბავთ ის და­არ­ქვით, იქ­ნე­ბა ის, რომ კერ­ძო სახ­ლს ბო­ნუ­სად მო­ა­ყო­ლოთ გა­ზო­ნის საკ­რე­ჭი აპა­რა­ტი. ცოტა რამ ფა­სებ­ზეც: ამ­გვარ ტექ­ნი­კა­ში არც ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა გა­და­ი­ხა­დო და არც იმ­დე­ნად მცი­რე, რომ ეს მის ხა­რისხზე აი­სა­ხე­ბო­დეს. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ეს კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლი აღ­მოჩ­ნდა. არ დაგ­ვი­წყდეთ, საკ­რე­ჭი მაკ­რატ­ლი­სა და მე­ბა­ღის ხელ­თათ­მა­ნე­ბის შე­ძე­ნაც, რათა ბა­ღის გა­სუფ­თა­ვე­ბის საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოთ.

წესი თუ რჩე­ვა ნო­მე­რი მე­ო­რე: შე­ი­ძი­ნეთ რაც შე­იძ­ლე­ბა გრძე­ლი სარ­წყა­ვი მილი. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ არასკმა­რი­სი მორ­წყვის გამო ბა­ღის ბო­ლო­ში მდე­ბა­რე ატ­მი­სა და ალუ­ჩის ხე­ე­ბი გა­ვახ­მე... გა­ვახ­მე, რად­გან სამ­წუ­ხა­როდ, სარ­წყა­ვი მილი ვერ მი­ვაწ­ვდი­ნე, წყლის ხე­ლით დას­ხმა კი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა. ორი­ვე ხეს გა­სახ­მო­ბად მხო­ლოდ ერთი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი „დას­ჭირ­და“. თა­და­რი­გი თა­ვი­დან­ვე რომ და­მე­ჭი­რა, ბა­ღის სიგ­რძე გა­მე­ზო­მა და მილი შემ­დეგ შე­მე­ძი­ნა, შე­იძ­ლე­ბა, წელს ჩემს ბაღ­ში ალუ­ჩი­სა და ატ­მის „მო­სა­ვა­ლიც“ ამე­ღო.

ეს შეც­დო­მე­ბი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა და გა­დავ­წყვი­ტე, ეზოს­თვის პლას­ტი­კის მა­გი­და-სკა­მე­ბი შე­მე­ძი­ნა... პირ­ვე­ლი, რაც მოხ­და იყო ის, რომ ერთი სკა­მი შე­ძე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ტყდა. ერთ ღა­მე­საც ძლი­ე­რად ამო­ვარ­დნი­ლი ქა­რის გამო კი საქ­მე კი­დევ უფრო ცუ­დად წა­ვი­და: დი­ლით ყვე­ლა სკა­მის ნა­წილ-ნა­წილ შეგ­რო­ვე­ბა, შემ­დეგ კი სა­ნაგ­ვე ურ­ნა­ში ჩაყ­რა მო­მი­წია. ეს იყო გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ხარ­ჯი, რო­მელ­საც აღა­რას­დროს გავ­წევ. სა­ნაც­ვლოდ, შე­ვი­ძი­ნე რკი­ნი­სა და ხის მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­გი­და და სკა­მე­ბი, რო­მე­ლიც ბა­ღის და­სა­წყის­ში ტყემ­ლის ხის ქვეშ ხე­ლუხ­ლებ­ლად აწყვია. იმა­ვეს გირ­ჩევ­დით სა­ქა­ნე­ლა-სა­ვარ­ძელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

ასე­ვე, რაც კერ­ძო სახ­ლში გა­დას­ვლი­სას არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, რკი­ნის კი­ბის შე­ძე­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ვიც­ვა­ლე. გა­დას­ვლი­დან 1-2 კვი­რა­ში ჩემ მიერ შე­ძე­ნი­ლი სახ­ლის ეზო­ში კი უგემ­რი­ე­ლე­სი თითა და ადე­სა მწიფ­და. ვინ და­ფიქ­რდა იმა­ზე, რომ ყუ­რძე­ნი მალე და­საკ­რე­ფი გახ­დე­ბო­და? სა­მუ­შაო დღე­ებ­ში კი­ბის შე­ძე­ნის დრო არ მქონ­და, მა­ვი­წყდე­ბო­და ონ­ლა­ინ შეკ­ვე­თაც, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში კი ხან რა გა­მო­მიჩ­ნდე­ბო­და, ხან რა... ყუ­რძნის ნა­წი­ლი გა­ფუჭ­და, ნა­წი­ლი ჩი­ტებ­მა შე­ჭა­მეს, ეზო და ბაღი ჩა­მოც­ვე­ნი­ლი მარ­ცვლე­ბის გამო მუდ­მი­ვად გა­სა­სუფ­თა­ვე­ბე­ლი იყო. პი­რო­ბა დავ­დე, რომ ასე აღა­რას­დროს მო­ვიქ­ცე­ო­დი და მარ­თა­ლია ზამ­თარ­ში, მაგ­რამ მა­ინც შე­ვი­ძი­ნე კიბე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ყუ­რძენ­საც, ალუ­ბალ­საც და სხვა იმ ხილ­საც დავ­კრეფ, რაც ბაღ­ში მაქვს.

და ბო­ლოს, არ და­გა­ვი­წყდეთ ბა­რის, თო­ხის, ფო­ცხი­სა და ამ­გვა­რი ხელ­სა­წყო­ე­ბის მო­მა­რა­გე­ბა, ბაღ­ში მუ­შა­ო­ბას­თან რამ­დე­ნა­დაც მწყრა­ლად არ უნდა იყოთ. როცა შე­მოდ­გო­მა­ზე, ფო­თოლცვე­ნა და­ი­წყე­ბა, თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ხელ­სა­წყო სწო­რედ ფო­ცხი გახ­დე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ შეც­დო­მე­ბი­სა და ამ­დე­ნი სირ­თუ­ლი­სა, მარ­თლა არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა ხე­ე­ბის ჩრდილ­ში ნე­ბივ­რო­ბას, როცა სი­ცხის­გან ქა­ლაქ­ში გაძ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

123
0

ეს შეცდომების გაზიარება კი არა სარეკლამო სტატიაა და შესაბამისი ნიშანიც უნდა ქონდეს.

 

ავტორი:

შეცდომები, რომელიც კერძო სახლის მოვლისა და მოწყობისას დავუშვი - ბლოგი მათთვის, ვისაც ეზო ან აგარაკი აქვს

შეცდომები, რომელიც კერძო სახლის მოვლისა და მოწყობისას დავუშვი - ბლოგი მათთვის, ვისაც ეზო ან აგარაკი აქვს

გაზაფხულის მზიანი დღეების მოსვლასთან ერთად, ბევრი ჩვენგანი იწყებს ოცნებას, ცხოვრობდეს კერძო სახლში, ჰქონდეს პატარა მწვანე ბაღი, რომელსაც მაღალი დიდფოთლოვანი ხეები დაჩრდილავს, მათ ძირში კი საქანელა-სავარძელს დადგამს და წიგნის კითხვაში ხელს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი თუ „შეუშლის“. მართლაც ლამაზი სურათია, განსაკუთრებით კი ზაფხულის სიცხეში, როცა შენი ბინის აივანს მთელი დღე მზე მოსდგომია და სულმოუთქმელად ელოდები საღამოს, რომ იქნებ ნიავზე გახვიდე...

თუ ოცნების რეალობად ქცევაზე ფიქრობთ, ეზოსა და ბაღის მოვლაში კი გამოცდილება არ გაქვთ, მაშინ ჩემნაირ დილეტანტთან მცირე კონსულტაცია გჭირდებათ. დიახ, არა პროფესიონალ მებაღესთან, არამედ დილეტანთან, რომელმაც ეზოს მოწყობასა და მოვლაში ბევრი შეცდომა დაუშვა და შეიძლება ახლაც ვერ ისწავლა ჭკუა.

მარტის მოსვლასთან ერთად, ეზო უკვე ამწვანებას იწყებს. ბალახი დღითიდღე იზრდება, ხშირად წვიმს და ჰაერში მიწისა და მცენარეების სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. თავდაპირველად ეს ყველაფერი ძალიან გართობს, დიდი სიამოვნებითაც შეიძლება ჩამოჯდე ბალახზე, დაისვენო, განიტვირთო, მაგრამ ყველაფერი რთულდება, როცა ერთ დღესაც სარეველათა მთელი ჯგუფი წელამდე მოგწვდება. იცით, თავდაპირველად როგორ ვიქცეოდი? ჩავიცვამდი ხელთათმანებს და ვცდილობდი, ეს კარგად ფესვგადმული სარეველა ბალახი ძირიანად ამომეღო ჯერ კიდევ ნესტიანი მიწიდან, მაგრამ გადიოდა ორი კვირა და იმავე პრობლემის წინაშე ვიდექი! როცა ბინიდან კერძო სახლში გადადიხარ და თანაც სამუშაო დღეებში ძალიან დაკავებული ხარ, ყოველ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ბალახის გლეჯა მართლაც დიდი დისკომფორტია. ჩემნაირი დილეტანტის პირველი რჩევა, ოქროს წესი თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, იქნება ის, რომ კერძო სახლს ბონუსად მოაყოლოთ გაზონის საკრეჭი აპარატი. ცოტა რამ ფასებზეც: ამგვარ ტექნიკაში არც ძალიან ბევრი უნდა გადაიხადო და არც იმდენად მცირე, რომ ეს მის ხარისხზე აისახებოდეს. ჩემს შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური ეს კონკრეტული მოდელი აღმოჩნდა. არ დაგვიწყდეთ, საკრეჭი მაკრატლისა და მებაღის ხელთათმანების შეძენაც, რათა ბაღის გასუფთავების საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

წესი თუ რჩევა ნომერი მეორე: შეიძინეთ რაც შეიძლება გრძელი სარწყავი მილი. გულწრფელად გეტყვით, რომ არასკმარისი მორწყვის გამო ბაღის ბოლოში მდებარე ატმისა და ალუჩის ხეები გავახმე... გავახმე, რადგან სამწუხაროდ, სარწყავი მილი ვერ მივაწვდინე, წყლის ხელით დასხმა კი საკმარისი არ აღმოჩნდა. ორივე ხეს გასახმობად მხოლოდ ერთი ცხელი ზაფხული „დასჭირდა“. თადარიგი თავიდანვე რომ დამეჭირა, ბაღის სიგრძე გამეზომა და მილი შემდეგ შემეძინა, შეიძლება, წელს ჩემს ბაღში ალუჩისა და ატმის „მოსავალიც“ ამეღო.

ეს შეცდომები საკმარისი არ აღმოჩნდა და გადავწყვიტე, ეზოსთვის პლასტიკის მაგიდა-სკამები შემეძინა... პირველი, რაც მოხდა იყო ის, რომ ერთი სკამი შეძენიდან რამდენიმე თვეში გატყდა. ერთ ღამესაც ძლიერად ამოვარდნილი ქარის გამო კი საქმე კიდევ უფრო ცუდად წავიდა: დილით ყველა სკამის ნაწილ-ნაწილ შეგროვება, შემდეგ კი სანაგვე ურნაში ჩაყრა მომიწია. ეს იყო გაუმართლებელი ხარჯი, რომელსაც აღარასდროს გავწევ. სანაცვლოდ, შევიძინე რკინისა და ხის მასალისგან დამზადებული მაგიდა და სკამები, რომელიც ბაღის დასაწყისში ტყემლის ხის ქვეშ ხელუხლებლად აწყვია. იმავეს გირჩევდით საქანელა-სავარძელთან დაკავშირებითაც.

ასევე, რაც კერძო სახლში გადასვლისას არ გავითვალისწინე, რკინის კიბის შეძენის საჭიროება. საცხოვრებელი ადგილი შემოდგომაზე შევიცვალე. გადასვლიდან 1-2 კვირაში ჩემ მიერ შეძენილი სახლის ეზოში კი უგემრიელესი თითა და ადესა მწიფდა. ვინ დაფიქრდა იმაზე, რომ ყურძენი მალე დასაკრეფი გახდებოდა? სამუშაო დღეებში კიბის შეძენის დრო არ მქონდა, მავიწყდებოდა ონლაინ შეკვეთაც, დასვენების დღეებში კი ხან რა გამომიჩნდებოდა, ხან რა... ყურძნის ნაწილი გაფუჭდა, ნაწილი ჩიტებმა შეჭამეს, ეზო და ბაღი ჩამოცვენილი მარცვლების გამო მუდმივად გასასუფთავებელი იყო. პირობა დავდე, რომ ასე აღარასდროს მოვიქცეოდი და მართალია ზამთარში, მაგრამ მაინც შევიძინე კიბე, რომლის მეშვეობითაც ყურძენსაც, ალუბალსაც და სხვა იმ ხილსაც დავკრეფ, რაც ბაღში მაქვს.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ბარის, თოხის, ფოცხისა და ამგვარი ხელსაწყოების მომარაგება, ბაღში მუშაობასთან რამდენადაც მწყრალად არ უნდა იყოთ. როცა შემოდგომაზე, ფოთოლცვენა დაიწყება, თქვენი საყვარელი ხელსაწყო სწორედ ფოცხი გახდება.

მიუხედავად ამ შეცდომებისა და ამდენი სირთულისა, მართლა არაფერი შეედრება ხეების ჩრდილში ნებივრობას, როცა სიცხისგან ქალაქში გაძლება შეუძლებელია.

თბილისში Yandex Go-მ აამოქმედა ტარიფი "სატვირთო“ დიდი მოცულობის ტვირთის გადაზიდვისთვის

როგორ შეუნახო შთამომავლებს შენი ოჯახის ისტორია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და "ტოიოტა კავკასიის" პრეზიდენტი "ტოიოტა ცენტრ ბათუმს" ესტუმრნენ