საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასტრაზენეკას" დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი შეგვექმნა - მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა - ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო
"ასტრაზენეკას" დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი შეგვექმნა - მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა - ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო

ქვე­ყა­ნა თან­და­თან, ივ­ლი­სის და­სა­წყი­სი­დან გა­და­ვა მა­სობ­რივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რო­დე­საც ჩვენ დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა გვქონ­დეს 20 000 მა­ინც, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზით 84 756 ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი.

„დღე­ის რი­ცხვით ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 238 220 აცრა. აქე­დან, ერთი დო­ზით აც­რი­ლია 153 464 ადა­მი­ა­ნი, ორი დო­ზით კი 84 756 ადა­მი­ა­ნი. ორი დო­ზით აც­რი­ლი, სა­მიზ­ნეს­თან შე­და­რე­ბით გვაქვს 5%, ხოლო 18-წლის ზე­მოთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მოც­ვა ერთი დო­ზით აც­რი­ლე­ბის შე­ად­გენს 9%-ს, ანუ თან­და­თან, ჩვენ თუ გვქონ­და აც­რის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - მარ­ტში 450, აპ­რილ­ში 1200, მა­ის­ში 3500, ივ­ნი­სის პირ­ველ ათ დღე­ში გვქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით 6 000 და დღეს გვაქვს 4 800.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლია და დღე­საც ეს საბ­ჭო­ზე გან­ხი­ლუ­ლი იყო, რომ საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის და ამის დას­ტუ­რი მი­ღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, იქ­ნე­ბა სულ მცი­რე მი­ლი­ო­ნი დოზა, ამი­ტომ ქვე­ყა­ნა თან­და­თან ივ­ლი­სის და­სა­წყი­სი­დან გა­და­ვა მა­სობ­რივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რო­დე­საც ჩვენ დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უნდა გვქონ­დეს 20 000 მა­ინც, რომ ჩვენს სა­მიზ­ნე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე გა­ვი­დეთ. ყვე­ლა რე­სურ­სი იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ქვე­ყა­ნა­ში დღეს მუ­შა­ობს 280-მდე ამცრე­ლი ბრი­გა­და და დას­რუ­ლე­ბუ­ლია უკვე მუ­შა­ო­ბა ე.წ. დიდი სივ­რცე­ე­ბის ლო­ჯის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით და იქ­ნე­ბა მისი გან­ხილ­ვა, ასე­ვე შერ­ჩე­უ­ლია გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ეს დიდი სიცრ­ცე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­თავ­სდეს და გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა აც­რე­ბის იქ­ნას შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი. მისი თქმით, „კო­ვაქს პლატ­ფორ­მი­დან“ შეს­ყი­დუ­ლი „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბა­ში შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი შე­ფერ­ხე­ბის გამო ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე და მე­ო­რე დო­ზა­ზე რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აცრა მათ მიერ გან­სა­ზღვრულ თა­რიღ­ში. ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და აცრა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ე­ცე­მათ აც­რის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, -

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ,რომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა ქვე­ყა­ნა­ში ორ­ჯერ შე­მო­ვი­და, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერ­თად 86 600-მდე. პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­და 13 მარტს, მე­ო­რე აპ­რი­ლის შუა რი­ცხვებ­ში და მე­სა­მედ უნდა შე­მო­სუ­ლი­ყო მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში - ეს იყო „კო­ვაქ­სით“ შეს­ყი­დუ­ლი ვაქ­ცი­ნა. შე­დეგ მო­წო­დე­ბის ეს ვადა გა­და­ვი­და ივ­ნის­ზე, ჯერ ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში და შემ­დეგ და­დას­ტუ­რე­ბა იყო, რომ მოგ­ვე­წო­დე­ბო­და 22 ივ­ნისს, გამ­თე­ნი­ი­სას. სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და ისე, რომ მო­წო­დე­ბა­ში არის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევრ ფაქ­ტორ­თან, რო­მელ­საც ახლა არ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბი, მაგ­რამ ფაქ­ტი ის არის, რომ ვერ მოხ­და მო­წო­დე­ბა. ამი­ტომ, ჩვენ შეგ­ვექ­მნა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და­ახ­ლო­ე­ბით 4 000-დან 5 000-მდე ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი. „ას­ტა­ზე­ნე­კა“ არის ვექ­ტორ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა ორ­ჯე­რა­დად და ის კეთ­დე­ბა ინ­სტრუქ­ცი­ის მი­ხედ­ვით 4-დან 12 კვი­რის შუ­ა­ლედ­ში. ანუ მე­ო­რე რე­ვაქ­ცი­ნა­ცია შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს 4-დან 12 კვი­რამ­დე“. - გა­ნა­ცხად გამ­ყრე­ლი­ძემ

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის დე­ფი­ცი­ტი ძი­რი­თა­დად შე­იქ­მნა რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ასე­ვე ცენ­ტრა­ლურ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ე.წ. ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში. მის თქმით, ყვე­ლა­ზე მეტ აც­რებს ორი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა - რეს­პუბ­ლი­კუ­რი და ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კე­ბი ახორ­ცი­ლე­ბენ.

„ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, იმი­ტომ, რომ არ დავ­მა­ლავ და გარ­კვე­უ­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბია, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იზი­ა­რებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრიც, მაგ­რამ ეს არ არის ის, რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ად­გეს ზი­ა­ნი. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა კი ასე­თია:

„ვსარ­გებ­ლობთ შემ­თხვე­ვით და პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა გვინ­და, გა­და­ვუ­ხა­დოთ ჩვენს თა­ნა­მოქ­ლა­ქე­ებს კო­ვიდ19-ის სა­წი­ნაღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით გა­მო­ჩე­ნი­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. დღე­ის­თვის სრუ­ლად აც­რი­ა­ლია 84 000-ზე მეტი მოქ­ლა­ქე. აც­რებ­ზე მზარ­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და ვაქ­ცი­ნის მომ­წო­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და „კო­ვაქს პლა­ტორ­მას­თან“ არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ივ­ლი­სის თვი­დან და­გეგ­მი­ლია სამ მი­ლი­ონ­ზე მეტი დოზა ვაქ­ცი­ნის თან­და­თა­ნო­ბით მო­წო­დე­ბა ქვეყ­ნის­თვის. ამას­თან, „კო­ვაქს პლატ­ფორ­მი­დან“ შეს­ყი­დუ­ლი „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბა­ში შექ­მნი­ლი დრო­ე­ბი­თი შე­ფერ­ხე­ბის გამო ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე და რე­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით პირ­ვე­ლი აც­რი­დან 10 კვი­რამ­დე პე­რი­ოდ­ში მე­ო­რე დო­ზა­ზე რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აცრა, მათ მიერ გან­სა­ზღვრულ თა­რიღ­ში. ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და აცრა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მი­ე­ცე­მათ აც­რის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­ზეც და­მა­ტე­ბით გა­კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა. ამას­თან, ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც და­ჯავ­შნი­ლი ჰქონ­და რე­ვაქ­ცი­ნა­ცია პირ­ვე­ლი დო­ზა­ი­დან 10-12 კვი­რის პე­რი­ოდ­ში შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე შეძ­ლე­ბენ აც­რას მათ მიერ შერ­ჩე­ულ თა­რიღ­ში. კი­დევ ერთხელ გიქ­მნით ბოდშს შექ­მნი­ლი უხერ­ხუ­ლო­ბის­თვის“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა. რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს რა ეტაპ­ზე და­ფიქ­სირ­და ლო­ჯის­ტი­კუ­რი ხარ­ვე­ზი და რა სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ეს.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, ამის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ექ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა, რად­გან და­უშ­ვე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ისე­თი მას­შტა­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­გო­რიც ეს ივ­ლი­სის თვი­დან ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა, მსგავ­სი სა­ხის ლო­ჯის­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას.

ამას­თან, რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია, მას შე­ექ­მნე­ბა ამის პრობ­ლე­მა.

„ამ შემ­თხვე­ვა­ში ლო­ჯის­ტი­კის ნა­წილ­ში ჩარ­თუ­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი, მიმ­ღე­ბი კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცესს და ბუ­ნებ­რი­ვია, ის ითხოვს ვაქ­ცი­ნე­ბის იმ რა­ო­დე­ნო­ბას, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ასაც­რე­ლად და ასე­ვე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბი.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო ამ შემ­თხვე­ვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა, რომ გა­მო­იკ­ვე­თოს, რა ეტაპ­ზე გვქონ­და შეც­დო­მა თუ ხარ­ვე­ზი, რად­გან და­უშ­ვე­ბე­ლია ისე­თი მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­საც ჩვენ ივ­ლი­სი­დან და­ვი­წყებთ, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნე­ბის ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა და მას შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, მსგავ­სი ლო­ჯის­ტი­კუ­რი შეც­დო­მე­ბი რომ კი­დევ გან­მე­ორ­დეს. ამ­დე­ნად ამ სა­კითხს სა­მი­ნის­ტრო ძა­ლი­ან სა­რი­ო­ზუ­ლად შე­ის­წავ­ლის და შე­სა­ფე­რი­სი რე­ა­გი­რე­ბაც ექ­ნე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ დო­ნე­ზე.

პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს რა ეტაპ­ზე აღ­მო­ცენ­და ლო­ჯის­ტი­კუ­რი ხარ­ვე­ზი და რა სა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ეს ხარ­ვე­ზი. შემ­დეგ რე­ა­გი­რე­ბაც იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მან გა­მო­რი­ცხა ის ფაქ­ტი, რომ შექ­მნი­ლი ლო­ჯის­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო, ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა, ის ვერ მი­ი­ღოს.

„სრუ­ლი­ად გა­მოვ­რი­ცხავ იმას, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია, მას შე­ექ­მნე­ბა ამის პრობ­ლე­მა. აუ­ცი­ლებ­ლად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს­თან იმუ­შა­ვე­ბენ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტო­რე­ბი, რომ შე­ა­ტყო­ბი­ნონ მათ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შეც­ვლი­ლი თა­რი­ღი, მი­ი­ღე­ბენ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­საც და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც მო­ვიწ­ვევთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
8

ის 9 თუ 15 მილიარდი, სესხად რომ აიღეთ, მაინც რაში წავიდა ძალიან საინტერესოა. კოვიდსასტუმროებში და პირბადეების დამზადებაში ალბათ, თქვენ რომ კაცმა გკითხოთ. აბა თუ ადამიანი არ კვდება კოვიდით, ისე საავადმყოფოში არ აწვენენ, ხოლო 3.5-მილიონი კაცის ვაქცინაციით ერთერთი ბოლო ვართ მსოფლიოში. უკეთეს შემთხვევაში არაკომპეტენტურები ბრძანდებით, ან უარესში აღარ ვიტყვი რა

გოჩა
9

ამას ქვია სრული კრახი .სრული დებილიზმი,სრული არაკომპეტენტურობა, მოხსნა კი არა დასაჭერია ვინც პასუხისმგებელი პირია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ასტრაზენეკას" დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი შეგვექმნა - მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა - ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო

"ასტრაზენეკას" დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი შეგვექმნა - მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა - ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო

ქვეყანა თანდათან, ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვაქცინის ორი დოზით 84 756 ადამიანია აცრილი.

„დღეის რიცხვით ქვეყანაში ჩატარებულია 238 220 აცრა. აქედან, ერთი დოზით აცრილია 153 464 ადამიანი, ორი დოზით კი 84 756 ადამიანი. ორი დოზით აცრილი, სამიზნესთან შედარებით გვაქვს 5%, ხოლო 18-წლის ზემოთ მოსახლეობასთან მოცვა ერთი დოზით აცრილების შეადგენს 9%-ს, ანუ თანდათან, ჩვენ თუ გვქონდა აცრის საშუალო მაჩვენებელი - მარტში 450, აპრილში 1200, მაისში 3500, ივნისის პირველ ათ დღეში გვქონდა დაახლოებით 6 000 და დღეს გვაქვს 4 800.

მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილია და დღესაც ეს საბჭოზე განხილული იყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების და ამის დასტური მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციებიდან, იქნება სულ მცირე მილიონი დოზა, ამიტომ ქვეყანა თანდათან ივლისის დასაწყისიდან გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც ჩვენ დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 20 000 მაინც, რომ ჩვენს სამიზნე რაოდენობაზე გავიდეთ. ყველა რესურსი იქნება მობილიზებული. ქვეყანაში დღეს მუშაობს 280-მდე ამცრელი ბრიგადა და დასრულებულია უკვე მუშაობა ე.წ. დიდი სივრცეების ლოჯისტიკასთან დაკავშირებით და იქნება მისი განხილვა, ასევე შერჩეულია გარკვეული ადგილები, სადაც ეს დიდი სიცრცეები შეიძლება განთავსდეს და გამტარუნარიანობა აცრების იქნას შესაბამისად უზრუნვეყოფილი", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განმარტა, თუ რის საფუძველზე შეიქმნა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი. მისი თქმით, „კოვაქს პლატფორმიდან“ შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება ვაქცინის პირველ დოზაზე და მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, -

„მოგეხსენებათ,რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში ორჯერ შემოვიდა, 43 000-43 000 დოზა, ანუ ერთად 86 600-მდე. პირველად შემოვიდა 13 მარტს, მეორე აპრილის შუა რიცხვებში და მესამედ უნდა შემოსულიყო მაისის შუა რიცხვებში - ეს იყო „კოვაქსით“ შესყიდული ვაქცინა. შედეგ მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისს, გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოხდა მოწოდება. ამიტომ, ჩვენ შეგვექმნა „ასტრაზენეკას“ დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი. „ასტაზენეკა“ არის ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც კეთდება ორჯერადად და ის კეთდება ინსტრუქციის მიხედვით 4-დან 12 კვირის შუალედში. ანუ მეორე რევაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს 4-დან 12 კვირამდე“. - განაცხად გამყრელიძემ

მისივე განმარტებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტი ძირითადად შეიქმნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ე.წ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. მის თქმით, ყველაზე მეტ აცრებს ორი წამყვანი კლინიკა - რესპუბლიკური და ხეჩინაშვილის კლინიკები ახორცილებენ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, იმიტომ, რომ არ დავმალავ და გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებებია, ამ პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება კი ასეთია:

„ვსარგებლობთ შემთხვევით და პირველ რიგში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ჩვენს თანამოქლაქეებს კოვიდ19-ის საწინაღმდეგო ვაქცინაციის მიზნით გამოჩენილი აქტიურობისთვის. დღეისთვის სრულად აცრიალია 84 000-ზე მეტი მოქლაქე. აცრებზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ვაქცინის მომწოდებელ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და „კოვაქს პლატორმასთან“ არსებული შეთანხმების საფუძველზე ივლისის თვიდან დაგეგმილია სამ მილიონზე მეტი დოზა ვაქცინის თანდათანობით მოწოდება ქვეყნისთვის. ამასთან, „კოვაქს პლატფორმიდან“ შესყიდული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მოწოდებაში შექმნილი დროებითი შეფერხების გამო ვერ ხორციელდება აღნიშნული ვაქცინის პირველ დოზაზე და რევაქცინაციის მიზნით პირველი აცრიდან 10 კვირამდე პერიოდში მეორე დოზაზე რეგისტირებული მოქალაქეების აცრა, მათ მიერ განსაზღვრულ თარიღში. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უახლოეს პერიოდში მიეცემათ აცრის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც დამატებით გაკეთდება განცხადება. ამასთან, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაჯავშნილი ჰქონდა რევაქცინაცია პირველი დოზაიდან 10-12 კვირის პერიოდში შეფერხების გარეშე შეძლებენ აცრას მათ მიერ შერჩეულ თარიღში. კიდევ ერთხელ გიქმნით ბოდშს შექმნილი უხერხულობისთვის“, - აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა. როგორც მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს.

გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება, რადგან დაუშვებელია ვაქცინაციის ისეთი მასშტაბების პირობებში, როგორიც ეს ივლისის თვიდან ქვეყანაში იქნება, მსგავსი სახის ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნას.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სრულიად გამორიცხავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა.

„ამ შემთხვევაში ლოჯისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიმღები კლინიკა, რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს და ბუნებრივია, ის ითხოვს ვაქცინების იმ რაოდენობას, რომელიც სჭირდება რეგისტრირებული მოქალაქეების ასაცრელად და ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა, რომ გამოიკვეთოს, რა ეტაპზე გვქონდა შეცდომა თუ ხარვეზი, რადგან დაუშვებელია ისეთი მასშტაბური ვაქცინაციის პირობებში, რომელსაც ჩვენ ივლისიდან დავიწყებთ, როდესაც ვაქცინების ასეთი დიდი რაოდენობა ქვეყანაში შემოვა და მას შესაბამისი ადმინისტრირება სჭირდება, მსგავსი ლოჯისტიკური შეცდომები რომ კიდევ განმეორდეს. ამდენად ამ საკითხს სამინისტრო ძალიან სარიოზულად შეისწავლის და შესაფერისი რეაგირებაც ექნება ადმინისტრაციულ დონეზე.

პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე აღმოცენდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის პასუხისმგებლობას უკავშირდება ეს ხარვეზი. შემდეგ რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან გამორიცხა ის ფაქტი, რომ შექმნილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო, ადამიანმა, რომელსაც სჭირდება ვაქცინა, ის ვერ მიიღოს.

„სრულიად გამოვრიცხავ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ვაქცინაცია, მას შეექმნება ამის პრობლემა. აუცილებლად, ინდივიდუალურად, თითოეულ მოქალაქესთან იმუშავებენ ჩვენი სამსახურის ოპერატორები, რომ შეატყობინონ მათ ვაქცინაციის შეცვლილი თარიღი, მიიღებენ შეტყობინებასაც და ინდივიდუალურადაც მოვიწვევთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს