დუბაის მმართველის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის შვილის, პრინცესა ლატიფას გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბის შესახებ მსოფლიოს საზოგადოებას, ადამიანის უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ სარწმუნო და სანდო ინფორმაცია.
ახლახანს ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ლატიფა მეგობართან ერთადაა აღბეჭდილი. როგორც ფოტოზე ჩანს, ის ესპანეთში, მადრიდის აეროპორტშია გადაღებული.
სურათი ლატიფას მეგობარმა ტეილორმა გამოაქვეყნა. "შესანიშნავი ევროპული არდადეგები ლატიფასთან ერთად“, - წერს ტეილორი ფოტოს აღწერაში.
აღსანიშნავია, რომ ტეილორმა აქამდე ლატიფას ორი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ პრინცესა დუბაის სავაჭრო ცენტრში იყო. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში ლატიფას ფოტო საჯაროდ მხოლოდ სამჯერ გავრცელდა.
ლატიფა, რომელიც ახლა 35 წლისაა, 2018 წელს თავისი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ შეძლო, დააკავეს და მის შესახებ ამ დრომდე საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცის. რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა პრინცესას მიერ გადაღებული რამდენიმე ვიდეო, სადაც ის თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობდა.
ვიდეოები სავარაუდოდ, 2019 წელს უნდა იყოს გადაღებული. ლატიფა საზოგადოებას უყვება რომ:
როგორც ირკვევა, ლატიფას ტელეფონი ტყვეობიდან ერთ წლის შემდეგ, საიდუმლოდ მისცეს, ხოლო ფარულ ვიდეოჩანაწერებს ის სააბაზანოში აკეთებდა. პრინცესამ ვიდეოების ახლო მეგობრებისთვის გაგზავნა მოახერხა, რომლებმაც პრესას და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნეს.
ლატიფას მამა, შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს მეთაურია - ის არის დუბაის მმართველი და არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი.
შეიხმა მოჰამედმა წარმატებული ქალაქი ააშენა, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იქ არ არსებობს ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ და სახეზეა ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია.
ლატიფა არ არის ერთადერთი ქალი მისი ოჯახიდან, რომელმაც გაქცევა სცადა. მოჰამედის სახლიდან გაიქცა მისი ერთ-ერთი ცოლი, პრინცესა ჰაია თავის ორ შვილთან ერთად. ლატიფასგან განსხვავებით მან მოახერხა თავის დაღწევა და დიდ ბრიტანეთს მიაშურა.
პრინცესა ჰაიამ დიდ ბრიტანეთში დაცვა მოითხოვა და ის შეიხის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობდა.
რაც შეეხება ლატიფას, მან გაქცევა 2002 წელსაც სცადა, თუმცა მაშინაც დააკავეს და 3 წელი ჰყავდათ პატიმრობაში. ცნობილია ასევე ისიც, რომ შეიხს ტყვეობაში ჰყავს ლატიფას უფროსი და, შამსაც.
ადამიანის უფლებადამცველები, გაეროს წარმომადგენლები საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და ლატიფას მდგომარეობის გარკვევას მოითხოვენ.
ამავე თემაზე: რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა
ამ საბრალოს სიკვდილით დასჯიან მგონი, რაიყო რა პირველი იქნება თუ მეასე, რომ პრინცესებს, პრინცებს, ცოლებს ისე მარტივად სჯიან სიკვდილით საკუთარი მამები რომ რავი ) საგიჟეთია
ნეტავ წინა კომენტარს დისლაიქი ვინც დაუწერა, რატომ? ამ კაცმა (დუბაის შეიხმა) ლატიფას უფროსი დაც მოიტაცა წლების წინ. შამსა ერქვა, ბრიტანეთში გაიქცა, და ტიპებმა ქუჩიდან ააორთქლეს, მერე კიდევ კერძო თვითმფრინავით გააქრეს. იმის შემდეგ აღარავის უნახავს. თავის ვიდეოში ლატიფაც ამბობდა, რომ შამსა გამოკეტილია და აღარავისთან აძლევენ კომუნიკაციის საშუალებას. იმაზეც მოყვა როგორ სცემდნენ და აწამებდნენ მამამისის მითითებით. ამ შეიხის ცოლი, ჰაია, ქუვეითის პრინცესაა. შეურაცხყოფის გამო კი არ გაიქცა, სასამართლოზე განაცხადა რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ასევე მის უმცროს გოგონას ნაადრევი იძულებითი ქორწინება ელოდა. რაც არ უნდა იყოს, კარგი ამბები არ ტრიალებს