მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24-27 ივნისს წიგნის ფესტივალზე დიდი სიახლეები გელოდებათ
24-27 ივნისს წიგნის ფესტივალზე დიდი სიახლეები გელოდებათ

თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 24-27 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა. იგი წელს უკვე 23-ედ ტარ­დე­ბა და 1997 წლი­დან დღემ­დე წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს ტრა­დი­ცი­უ­ლად უერ­თდე­ბა გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“, რო­მე­ლიც ექ­სპო ჯორ­ჯი­ას მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში და­ი­კა­ვებს ად­გილს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მათს სივ­რცე­ში მი­სულ სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის­თვის გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, 30-დან 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა და უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი ელით: „ყვე­ლას, ვი­საც უყ­ვარს კი­თხვა, ვე­ლო­დე­ბით თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სტენდთან, სა­დაც დაგ­ხვდე­ბათ უამ­რა­ვი წიგ­ნი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სა­ო­ცა­რი სა­ჩუქ­რე­ბი ყვე­ლა შე­ნა­ძენ­ზე,“ - აცხა­დე­ბენ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში.

კი­თხვის მოყ­ვა­რუ­ლებს წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ ფას­დაკ­ლე­ბე­ბის გამო უყ­ვართ, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბა თა­ვი­ანთ წიგ­ნებ­ზე აწე­სებს. „პა­ლიტ­რა L“-ის სტენ­დებ­თან მი­სულ სტუმ­რებს ფას­დაკ­ლე­ბა დახ­ვდე­ბათ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი სე­რი­ე­ბის წიგ­ნებ­ზე. იხი­ლეთ კა­ტა­ლო­გი: https://cutt.ly/onXRjj5

ამ­დე­ნად, სა­სურ­ველ წიგ­ნებს ყვე­ლა ასა­კი­სა თუ ინ­ტე­რე­სის მკი­თხვე­ლი შე­არ­ჩევს. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის! ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ დიდი ფას­დაკ­ლე­ბე­ბის გარ­და საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა­საც სთა­ვა­ზობს. მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნის გვერ­დით, ღია სივ­რცე­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მო­ე­წყო­ბა პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, სა­დაც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის უახ­ლეს წიგ­ნებს წა­რად­გე­ნენ. პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გრა­ფი­კი ასე­თია:

24 ივ­ნი­სი, ხუთ­შა­ბა­თი

1. 15:30 - 16:00 სე­რია „ქა­ლე­ბის კალ­მით“ და ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტოს რო­მა­ნის, „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“ წარ­დგე­ნა.

პა­რას­კე­ვი, 25 ივ­ნი­სი

2. 12:30 - 13:00 სე­რია Liberteens-ით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის: „რი­ვერ­დე­ი­ლი“, „გა­ტე­ხი­ლი არ­სე­ბე­ბი“ და „თით­ქმის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი“ წარ­დგე­ნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ვე დღეს გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან და და­სა­ჩუქრდე­ბი­ან „ლი­ბერ­თინ­სის“ ახა­ლი წევ­რე­ბი.

გარ­და ამი­სა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს გა­თა­მა­შე­ბა­ში და ახა­ლი წიგ­ნე­ბი მი­ი­ღოს სა­ჩუქ­რად.

შა­ბა­თი, 26 ივ­ნი­სი

3. 12:30 -13:00 სა­ბავ­შო წიგ­ნის, „ლუნა და ცი­ცი­ნა­თე­ბე­ლის პლა­ნე­ტა“ წარ­დგე­ნა.

4. 19:30 – 20:00 მი­შელ ობა­მას ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის, „რო­გორ გავ­ხდი ის ვინც ვარ“ წარ­დგე­ნა.

კვი­რა - 27 ივ­ნი­სი

5. 12:30 – 13:00 გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის წიგ­ნის, „შე­ვი­ფა­როთ ვარ­სკვლა­ვი“ წარ­დგე­ნა.

6. 15:30 - 16:00 ჯორჯ რ. რ. მარ­ტი­ნის რო­მა­ნის „ცე­ცხლი და სის­ხლი“ წარ­დგე­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე მი­სულ სტუმ­რებს არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო წარ­დგე­ნე­ბი და ახა­ლი წიგ­ნე­ბი, არა­მედ უამ­რა­ვი სი­უპ­რი­ზი და გა­თა­მა­შე­ბე­ბი ელით.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ პა­ვი­ლი­ონ­ში შე­სას­ვლე­ლად უნდა გა­ი­ა­როთ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დღი­სა და სა­ა­თის და­სა­ჯავ­შნად სა­იტ­ზე: www.tbilisibookfestival.ge, დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

გა­სულ წელს კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო ფეს­ტი­ვა­ლი დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და, წელს კი ძვე­ლე­ბუ­რად ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით გა­ი­მარ­თე­ბა.

ასე რომ, 2021 წლის ერთ-ერთ მთა­ვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ დღე­სას­წა­უ­ლამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ღა გვა­შო­რებს.

მოდი თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის სტენდთან და მი­ი­ღე სა­ჩუ­ქა­რი ნე­ბის­მი­ერ შე­ნა­ძენ­ზე კი მი­ი­ღეთ სა­ჩუქ­რე­ბი (სა­ნიშ­ნი, სტი­კე­რი, ჩან­თა, თერ­მო­სი, ჭი­ქის და­სა­დე­ბი, ბლოკ­ნო­ტი, წიგ­ნი და სხვა)

მის: „ექ­სპო ჯორ­ჯია“, წე­რეთ­ლის #118, მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნი.

ავტორი:

24-27 ივნისს წიგნის ფესტივალზე დიდი სიახლეები გელოდებათ

24-27 ივნისს წიგნის ფესტივალზე დიდი სიახლეები გელოდებათ

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს გაიმართება. იგი წელს უკვე 23-ედ ტარდება და 1997 წლიდან დღემდე წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას.

წიგნის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება გამომცელობა „პალიტრა L“, რომელიც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიკავებს ადგილს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, მათს სივრცეში მისულ სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები, 30-დან 70%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიურპრიზი ელით: „ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ველოდებით თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სტენდთან, სადაც დაგხვდებათ უამრავი წიგნი, აქსესუარები და საოცარი საჩუქრები ყველა შენაძენზე,“ - აცხადებენ გამომცემლობაში.

კითხვის მოყვარულებს წიგნის ფესტივალი ყველაზე მეტად იმ ფასდაკლებების გამო უყვართ, რომლებსაც სხვადასხვა გამომცემლობა თავიანთ წიგნებზე აწესებს. „პალიტრა L“-ის სტენდებთან მისულ სტუმრებს ფასდაკლება დახვდებათ ყველაზე მოთხოვნადი სერიების წიგნებზე. იხილეთ კატალოგი: https://cutt.ly/onXRjj5

ამდენად, სასურველ წიგნებს ყველა ასაკისა თუ ინტერესის მკითხველი შეარჩევს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! ფესტივალზე მისულ სტუმრებს გამომცემლობა „პალიტრა L“ დიდი ფასდაკლებების გარდა საყვარელ ავტორებთან შეხვედრასაც სთავაზობს. მე-11 პავილიონის გვერდით, ღია სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც ცნობილი ქართველი ავტორები გამომცემლობა „პალიტრა L“-ის უახლეს წიგნებს წარადგენენ. პრეზენტაციების გრაფიკი ასეთია:

24 ივნისი, ხუთშაბათი

1. 15:30 - 16:00 სერია „ქალების კალმით“ და ბერნარდინ ევარისტოს რომანის, „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“ წარდგენა.

პარასკევი, 25 ივნისი

2. 12:30 - 13:00 სერია Liberteens-ით გამოცემული წიგნების: „რივერდეილი“, „გატეხილი არსებები“ და „თითქმის სიყვარულის ამბავი“ წარდგენა. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს გამოვლინდებიან და დასაჩუქრდებიან „ლიბერთინსის“ ახალი წევრები.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე მისულ ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში და ახალი წიგნები მიიღოს საჩუქრად.

შაბათი, 26 ივნისი

3. 12:30 -13:00 საბავშო წიგნის, „ლუნა და ციცინათებელის პლანეტა“ წარდგენა.

4. 19:30 – 20:00 მიშელ ობამას ავტობიოგრაფიული წიგნის, „როგორ გავხდი ის ვინც ვარ“ წარდგენა.

კვირა - 27 ივნისი

5. 12:30 – 13:00 გურამ პეტრიაშვილის წიგნის, „შევიფაროთ ვარსკვლავი“ წარდგენა.

6. 15:30 - 16:00 ჯორჯ რ. რ. მარტინის რომანის „ცეცხლი და სისხლი“ წარდგენა.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციებზე მისულ სტუმრებს არა მხოლოდ საინტერესო წარდგენები და ახალი წიგნები, არამედ უამრავი სიუპრიზი და გათამაშებები ელით.

გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, დასწრება თავისუფალია.

გასულ წელს კოვიდპანდემიის გამო ფესტივალი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, წელს კი ძველებურად ექსპო ჯორჯიაში რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

ასე რომ, 2021 წლის ერთ-ერთ მთავარ ლიტერატურულ დღესასწაულამდე სულ რამდენიმე დღეღა გვაშორებს.

მოდი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალიზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდთან და მიიღე საჩუქარი ნებისმიერ შენაძენზე კი მიიღეთ საჩუქრები (სანიშნი, სტიკერი, ჩანთა, თერმოსი, ჭიქის დასადები, ბლოკნოტი, წიგნი და სხვა)

მის: „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის #118, მე-11 პავილიონი.

იდუმალი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო ცხოვრება: სტუმარი მომავლიდან, თუ ჩვეულებრივი გენიოსი ?

იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

„შეჭამე ბაყაყი“ - გადაიხადე რამდენიც გინდა