პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ი­დან სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა პირ­ბა­დის ღია სივ­რცე­ში ტა­რე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა ტრან­სპორ­ტი და და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­აც­ნო.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­მარ­ტავს, რომ შე­ზღუდ­ვის მოხ­სნის მი­უ­ხე­და­ვად, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში, მათ შო­რის გა­ჩე­რე­ბებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში კვლავ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თვის მიზ­ნით, მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად შემ­სუ­ბუქ­და, რათა ერ­თის მხრივ არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი­ყო ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხოლო მე­ო­რეს მხრივ, ხელი შე­წყო­ბო­და ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნას.

არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, უწყე­ბა­თა­შო­რის­მა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, 1-ლი ივ­ლი­სი­დან გა­უქ­მდეს ღა­მის სა­ა­თებ­ში - 23:00-04:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვა;

გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვის გა­უქ­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 1-ლი ივ­ლი­სი­დან, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა 00:00 სა­ა­თამ­დე. საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კვლავ შე­ზღუ­დუ­ლი რჩე­ბა ღა­მის კლუ­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

„ამას­თან, დღე­ი­დან ღია სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა და ექ­ნე­ბა მხო­ლოდ სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი, ვი­ნა­ი­დან, პირ­ბა­დე მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ისევ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ში, მათ შო­რის გა­ჩე­რე­ბებ­ზე, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ორ კვი­რა­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვა მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა. ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა და წლის ბო­ლომ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯამ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 3,6 მი­ლი­ონ­ზე მეტი ვაქ­ცი­ნა.

ქვე­ყა­ნა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბის­თვის უკვე მზად არის. ამ მიზ­ნით, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს წინა სხდო­მა­ზე უკვე დამ­ტკიც­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით შე­მუ­შავ­და.

გეგ­მა მო­ი­ცავს, რო­გორც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის ნა­წილს, ისე სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის, მათ შო­რის და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩარ­თვას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში, ასე­ვე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ებ­ში მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლავ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია, ხელი შე­უ­წყონ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას, გა­უფრ­თხილ­დნენ ერ­თმა­ნე­თის და გარ­შე­მომ­ყოფ­თა ჯან­მრთე­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 360 055 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 346 217 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 5199 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 32 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 605 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 2698 პირი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
11

აოეეეეეეე.

geo
15

რის იმედად? უმეტესობა ვაქცინირებული არაა, ყოველდღიური ქეისები 1000 მდეა, ისიც რაც ფიქსირებულია .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება. გამონაკლისი იქნება ტრანსპორტი და დახურული სივრცეები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო.

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, პირბადის ტარება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარების ეფექტური მართვის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ეტაპობრივად შემსუბუქდა, რათა ერთის მხრივ არ გაუარესებულიყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელი შეწყობოდა ეკონომიკის აღდგენას.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის პროცესის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 1-ლი ივლისიდან გაუქმდეს ღამის საათებში - 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა;

გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გაუქმების მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.

„ამასთან, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება და ექნება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული.

პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და წლის ბოლომდე, საქართველოში ჯამში მობილიზებული იქნება 3,6 მილიონზე მეტი ვაქცინა.

ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის უკვე მზად არის. ამ მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზე უკვე დამტკიცდა ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით შემუშავდა.

გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად, კვლავ აუცილებელია, დაიცვან სოციალური დისტანცია, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 360 055 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 346 217 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5199 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 32 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 605 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2698 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ათასობით ქართველი ნაცემი ჟურნალისტის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციას მართავს"- როგორ ეხმიანება უცხოური მედია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას

აქციაზე ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად, კამერები და მიკროფონები ძირს დააწყვეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული