საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს.
"გიულისთან, ნიკუშასთან და ედუარდთან ერთად, "ჭამა მამაში" ახალ ქართულ რესტორანში, მანჰეტენზე, ნიუ-იორკში", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე სააკაშვილი.
ცნობისთვის, რესტორანი მანჰეტენზე 2 წლის წინ თამარ ჩუბინიძემ გახსნა. რესტორნის მფლობელის მიზანი, ნიუ-იორკელების ყოველდღიურობაში ქართული სამზარეულოს დამკვიდრებაა. "ჭამა მამას" ბრენდინგზე ამერიკელი სპეციალისტები მუშაობდნენ. თავად თამარმა კი ბიზნეს მენეჯმენტის განათლების პარალელურად, ვიდრე საკუთარ სარესტორნო ბიზნესს დაიწყებდა, პრაქტიკული ცოდნა ნიუ-იორკში ცნობილი ბელგიური რესტორნების ქსელში, მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას მიიღო. თამარ ჩუბინიძე მანამდე ფეხსაცმლის წარმატებული დიზაინერი იყო, - მის მომხმარებლებს შორის სიუზან სარანდონი და ივანკა ტრამპი იყვნენ.