მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი
"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძემ მომ­დევ­ნო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის ამოქ­მე­დე­ბას თბი­ლი­სის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში აა­ნონ­სებს.

რო­გორც კა­ლა­ძემ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­რი­ის მხრი­დან მო­სახ­ლე­ო­ბას რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა გა­უ­კეთ­დე­ბა.

„ზო­ნა­ლურ სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა სი­ახ­ლეა. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე და ყვე­ლა უბან­ში არ ვართ შე­სუ­ლე­ბი. რა­მე­ნი­მე კონ­კრე­ტულ არე­ალ­შია გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­პი­ლო­ტედ. დღეს უკვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. მომ­დევ­ნო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, ყვე­ლა უბან­ში იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ნერ­გი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ ყო­ველ­წლი­უ­რი პარ­კი­რე­ბის აბო­ნე­მენ­ტის შე­ძე­ნა მო­ქა­ლა­ქე­ებს აღარ მო­უ­წი­ოთ.

„რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ შე­თა­ვა­ზე­ბას გა­ვუ­კე­თებთ [მო­სახ­ლე­ო­ბას]. ეს იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ თა­ვი­ან­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ისარ­გებ­ლონ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ქუ­ჩე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­არ­ჩია. რო­გორც კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ზო­ნა­ლურ სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბა ჯამ­ში 1315 სა­პარ­კინ­გე ად­გილ­ზე და­ი­ნერ­გე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის უფა­სოდ პარ­კი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც ექ­ნე­ბათ ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებს, შშმ პი­რებ­სა და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს.

მაკა
2

ერთი ჩემს ქუჩაზეც ბელინსკზეც გააკეთეთ რა.მანქანა ვერ გამიჩერებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

დედაქალაქის მერი კახა კალაძემ მომდევნო თვეების განმავლობაში ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისის ყველა რაიონში აანონსებს.

როგორც კალაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის მხრიდან მოსახლეობას რადიკალურად განსხვავებული შეთავაზება გაუკეთდება.

„ზონალურ საათობრივი პარკირება სიახლეა. სამწუხაროდ, ყველა ქუჩაზე და ყველა უბანში არ ვართ შესულები. რამენიმე კონკრეტულ არეალშია განხორციელებული საპილოტედ. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს წარმატებული პროექტია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება მაქსიმალურად დანერგილი“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა არ გამორიცხა, რომ ყოველწლიური პარკირების აბონემენტის შეძენა მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ.

„რადიკალურად განსხვავებულ შეთავაზებას გავუკეთებთ [მოსახლეობას]. ეს იქნება განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა, რომლითაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი გადაწყვეტილებით ისარგებლონ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის განხორციელებისთვის დამატებითი ქუჩები რამდენიმე დღის წინ შეარჩია. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით ზონალურ საათობრივი პარკირება ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილის უფასოდ პარკირების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც ექნებათ ქუჩის მცხოვრებლებს, შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებს.

სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის შესაძლოა, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს - თამარ გაბუნია

"სახელმწიფო ოჯახებს 1-ლი ან მე-2 შვილის შეძენისას, ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს, ხოლო მე-3 და მომდევნო შვილებზე - 8%-ს" - თურნავა

როგორია საქართველოში შემოსვლის წესები? - ქვეყნები, საიდანაც მოქალაქეები კოვიდვაქცინის გარეშე შეძლებენ ვიზიტს