ავტორი:

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის დიდი უპირატესობით დასრულდა. მის წინააღმდეგ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები - რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარგსიანი იბრძოდნენ. ადგილობრივი პოლიტოლოგები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო.

ხმების თითქმის 100% დათვლილია. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" ხმების 53.92% დააგროვა. ფაშინიანმა საკუთარი გამარჯვების შესახებ უკვე ოფიციალური განცხადებაც გააკეთა და თანაგუნდელებს წარმატება უსურვა.

ხმათა 21.04%-ით მეორე ადგილზე აღმოჩნდა პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", მესამე ადგილს კი ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბლოკი "მაქვს პატივი" იკავებს (5.23%).

პოლიტიკურ პარტიებს "ეროვნულ კრებაში" შესასვლელად, 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. ბლოკებისთვის 7%-იანი ზღვარია დაწესებული.

წინასაარჩევნო პროცესები სომხეთში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოპოზიცია მედიასთან ჩიოდა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას დევნიდა და ავიწროებდა. არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევათა 400-მდე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა და პირდაპირი მუქარა, იყო ძალადობის შემთხვევებიც.

გუშინ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის ყოფილი კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომობილი დაცხრილეს. მაშინვე ითქვა, რომ ეს სახელისუფლებო კლანის გაკეთებული იყო, თუმცა იყო მეორე ვერსიაც - ამით მკაფიოდ პრორუს ბაბაჯანიანს უთხრეს, რომ საკმარისზე მეტ ხანს იყოს პოლიტიკაში და გზა სხვებს უნდა დაუთმოს.

"დიახ, გამარჯვება ჩვენია. მთავარია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ვიღაცეები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ეს არ გვაშინებს. არსებობს კანონი, სასამართლო და შეუძლიათ საჩივარი შეიტანონ. კარგია, რომ ამდენი პრობლემის, ყარაბაღის ომის შემდეგ, ფაქტობრივად, პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოსახლეობამ ჯანსაღი არჩევანი გააკეთა.

ქვეყანას სურს პროდასავლური კურსი და უმტკივნეულო, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება. საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფაშინიანმა შეცდომები გაითვალისწინოს და სამთავრობო გუნდი სწორად დააკომპლექტოს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი გორ არმათუნი.

როგორც პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი ამბობს, თავიდანვე გასაგები იყო, რომ მოსახლეობის ფავორიტად ნიკოლ ფაშინიანის პარტია დასახელდებოდა. კიდევ ერთი პოლიტოლოგის, კარენ კოჩარიანის მოსაზრებით, არ იყო გამორიცხული, რომ ფაშინიანსა და კოჩარიანს შორის მეორე ტური შემდგარიყო. მისივე თქმით, "ფაშინიანს მხარი დაუჭირეს რეგიონების მაცხოვრებლებმა, რომელთაც დაბალი სამოქალაქო განათლება აქვთ".

"მოსახლეობა იმედგაცრუებული იყო ფაშიანინის მუშაობით, მაგრამ მაინც შეიძლება ეს შედეგი დიდ გარღვევად მივიჩნიოთ - საზოგადოებამ უარი თქვა იმ ლიდერების არჩევაზე, ვისაც რუსული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ... უბრალოდ, სხვა ძალა არ არსებობს - ერთ მხარეს იყო ფაშიანინი, მაინც შედარებით ნათელი წერტილი სომხური პოლიტიკის ჭაობში და მეორე მხარეს პირწმინდად რუსული პარტიები, რომლებმაც ქვეყანა უკან დახიეს.

ასე რომ, ცოტა არ იყოს, მაოცებს კიდეც ფაშინიანის მხრიდან ასეთი უზომო სიხარული გამარჯვებასთან დაკავშირებით, რადგან არ მგონია, ფიქრობდეს, რომ ძალიან მალე დაალაგებს და მოაგვარებს ამ პრობლემებს, წაგებული ომის სინდრომი, დამარცხებული ქვეყნის განცდა საზოგადოებაში ისევ ძლიერია, ამას ემატება კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემები... იმედია, მას არ სჯერა, რომ დამარცხების შემდეგ, მისი ოპონენტები დაიხურავენ ქუდს და სახლში წავლენ, ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტი ძალისხმევით, მედია ისევ მათ ხელში რჩება. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნები ვიხილოთ", - ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი მეირან აბრამიანი.

პოლიტოლოგ ედგარ ვარდანბინის ცნობით, ფაშიანინის მთავარი მეტოქე რობერტ კოჩარიანი იყო, რამაც ერთგვარი უპირატესობა მიანიჭა მას, რადგან კოჩარიანს საზოგადოება წლებია იცნობს.

"ყარაბაღის ომში რუსეთის პასიურობამ ამ არჩევნებში, ფაქტობრივად, გადაწყვიტა პრორუსი პოლიტიკოსების ბედი. თუმცა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ფაშინიანი ამდენ პრობლემას. მე გადაჭარბებული მოლოდინები არ მაქვს", - ამბობს პოლიტოლოგი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

გაერთიანებული სამეფო უარყოფს ინფორმაციას ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას სთავაზობს