საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვაპირებ წასვლას" - თამარ ჟვანია
"არ ვაპირებ წასვლას" - თამარ ჟვანია

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ჟვა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას არ აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ თა­მარ ჟვა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ის აცხა­დებს, მისი გა­დად­გო­მის­თვის არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებს შე­იძ­ლე­ბა ტო­ვებ­დნენ მხო­ლოდ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და არა პო­ლი­ტი­კუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გამო.

“მე ვარ აქ. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბა. შევ­ხე­დოთ ამ ცვლი­ლე­ბებს. არ­სად წავ­სულ­ვარ და არ ვა­პი­რებ წას­ვლას. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­და­სა­წყვე­ტი არაა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ორ­გა­ნოს წევ­რი თუ ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­დად­გე­ბა თუ არა.

“არც სა­არ­ჩევ­ნო და­ვე­ბის პრო­ცეს­ში ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში და არც სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში არ­ცერ­თი და­სა­ბუ­თე­ბა, არ­გუ­მენ­ტი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ შე­მო­სუ­ლა. მე მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ვინ­მე რა­მეს მო­ი­ტან­და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არ­სე­ბობს. რა სა­ფუძ­ვლით შე­იძ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვოს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ ან სუ­ბი­ექ­ტმა ნე­ბის­მი­ე­რი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის გა­დად­გო­მა, ეს იქ­ნე­ბა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე თუ სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ამი­ტომ ჩვე­ნი პა­სუ­ხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არ­გუ­მენ­ტე­ბი. ჩვენს უკან დგას სი­მარ­თლე. არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­და­სა­წყვე­ტი არაა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ორ­გა­ნოს წევ­რი თუ ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­დად­გე­ბა თუ არა. ამას უნდა ჰქონ­დეს და­სა­ბუ­თე­ბა და იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც და­სა­ბუ­თე­ბა არაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა არ­ჩევ­ნე­ბი ლე­გი­ტი­მუ­რად შე­ა­ფა­სეს, ვთვლი, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შემ­დე­გი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის­თვის, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ცეს­კოს ან სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლი, იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან ცუდი მე­სი­ჯი, რომ ვინ­მე პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნის და სურ­ვი­ლის გამო წა­ვი­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებს შე­იძ­ლე­ბა ტო­ვებ­დნენ მხო­ლოდ სა­ფუძ­ვლის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის შე­დე­გად და არა პო­ლი­ტი­კუ­რი სურ­ვი­ლე­ბის გამო”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჟვა­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
69

გმირი იქნები თუ არ წახვალ.მინდა გისურვო წარმატებები.ძლიერი ხარ.

&
5

პირდაპირ ციხეში გირჩევნია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"არ ვაპირებ წასვლას" - თამარ ჟვანია

"არ ვაპირებ წასვლას" - თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, მისი გადადგომისთვის არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ მტკიცებულების საფუძველზე და არა პოლიტიკური სურვილების გამო.

“მე ვარ აქ. მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება. შევხედოთ ამ ცვლილებებს. არსად წავსულვარ და არ ვაპირებ წასვლას. კანონმდებლობის მიხედვით იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ჟვანიამ.

როგორც ის აღნიშნავს, არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა.

“არც საარჩევნო დავების პროცესში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არც საგამოძიებო კომისიაში არცერთი დასაბუთება, არგუმენტი, მტკიცებულება არ შემოსულა. მე მქონდა მოლოდინი, რომ ვინმე რამეს მოიტანდა, სამწუხაროდ, ეს არ არსებობს. რა საფუძვლით შეიძლება მოითხოვოს რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ან სუბიექტმა ნებისმიერი ადმინისტრატორის გადადგომა, ეს იქნება ცესკოს თავმჯდომარე თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ჩვენს უკან დგას სიმართლე. არცერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი არაა, დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს წევრი თუ ხელმძღვანელი გადადგება თუ არა. ამას უნდა ჰქონდეს დასაბუთება და იმ პირობებში, როდესაც დასაბუთება არაა წარმოდგენილი, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები ლეგიტიმურად შეაფასეს, ვთვლი, რომ ნებისმიერი შემდეგი ადმინისტრატორისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ცესკოს ან საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი, იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი, რომ ვინმე პოლიტიკური მოთხოვნის და სურვილის გამო წავიდეს. ადამიანები თანამდებობებს შეიძლება ტოვებდნენ მხოლოდ საფუძვლის და მტკიცებულების შედეგად და არა პოლიტიკური სურვილების გამო”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი კიევში - დახვედრის როგორი ცერემონია მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს უკრაინაში

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ შეჩერდება

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი