მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს
"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს

სო­ფელ­ში ძრო­ხა შე­ი­ძი­ნეთ, მოწ­ვე­ლეთ, - ამ სი­ტყვე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, დე­კა­ნოზ­მა შიო მე­ნაბ­დემ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­ლის - გი­ორ­გი მე­ნაბ­დის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლომ, როცა გი­ორ­გი მე­ნაბ­დე კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ „ყვე­ლამ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი უნდა აკე­თოს".

„ერთ რა­მეს გირ­ჩევთ ყვე­ლას, რომ კე­თი­ლი საქ­მე აკე­თოთ. სო­ფელ­ში ძრო­ხა შე­ი­ძი­ნეთ, მოწ­ვე­ლეთ",- გა­ნა­ცხა­და მე­ნაბ­დემ.

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დე 15 აპ­რილს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ - გი­ორ­გი ჯა­ნა­შია, გუგა ბარ­ბა­ქა­ძე და მი­ხე­ილ კა­ლან­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე და­ტო­ვა. ის ე.წ. უდოს კო­მი­სი­ამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, მას სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ პა­ტიმ­რო­ბა 11 წლი­თა და 3 თვის ვა­დით აქვს მის­ჯი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
15

შენი შვილისთვის რომ შეგეძინა ძროხა და სოფელში გაგეშვა მოსაწველად, ადამიანი დადგებოდა და არა ცივსისხლიანი მკვლელი. სხვებისთვის რჩევების მიცემას დაანებე თავი, გადავწყვეტთ ჩვენ რამენაირად რა პროფესიას დავეუფლოთ.

ნინო
10

შენი შვილისთვის გესწავლებინა კეთილი საქმის კეთება.ასე როგორ უნდა გაიწყვიტო შუბლზე ძარღვი, თან სასულიერო პირმა. თავჩაღუნული უნდა დადიოდე და ხმას ვერ იღებდე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს

"სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ" - დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდის მამა, დეკანოზი შიო ჟურნალისტებს

სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ, - ამ სიტყვებით სასულიერო პირმა, დეკანოზმა შიო მენაბდემ ჟურნალისტებს დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული შვილის - გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მიმართა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, როცა გიორგი მენაბდე კვლავ პატიმრობაში დატოვა, სასულიერო პირმა განაცხადა, რომ „ყველამ კეთილი საქმეები უნდა აკეთოს".

„ერთ რამეს გირჩევთ ყველას, რომ კეთილი საქმე აკეთოთ. სოფელში ძროხა შეიძინეთ, მოწველეთ",- განაცხადა მენაბდემ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

პარლამენტთან "პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს - სასულიერო პირები ლოცვას აღავლენენ

ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირი  გაიხსნა

"დანის პირზე დავდივართ... თუ ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება" - ამირან გამყრელიძე