საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ
Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ

ად­რი­ა­ნა ლიმა, ქენ­დის სვე­ინ­პო­უ­ლი, ალე­სან­დრა ამ­ბრო­სიო, მი­რან­და კერი, როუზ ჰან­თინგთონ უა­ით­ლი და სხვე­ბი ის ქა­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის პო­პუ­ლა­რულ ბრენდთან, Victoria’s Secret-თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში Victoria’s Secret-ი სწო­რედ ამ სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის სი­ნო­ნი­მი იყო, სი­ნო­ნი­მი უნაკ­ლო გა­რეგ­ნო­ბი­სა და აღ­ნა­გო­ბის მქო­ნე ქა­ლე­ბის, რო­მელ­თა გა­მო­ჩე­ნა­საც ბრენ­დის ყო­ველ­წლი­ურ შო­უ­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­თან.

Victoria’s Secret-ის ან­გე­ლო­ზე­ბის სა­ხე­ლე­ბი მო­დის სფე­რო­ში უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და ბრენ­დის ან­გე­ლო­ზო­ბა პრი­ვი­ლე­გია იყო.

  • თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და Victoria’s Secret-ს ახა­ლი სტრა­ტე­გია აქვს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქა­ლის თეთ­რე­უ­ლის ბრენ­დის მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აპი­რე­ბენ, რომ იმოქ­მე­დონ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ან­გე­ლო­ზებს ბრენ­დი ელ­ჩე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლებს. ელ­ჩებს კი აირ­ჩე­ვენ არა გა­რეგ­ნო­ბის, არა­მედ იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი ის­ტო­რია აქვთ და რამ­დე­ნად შთა­მა­გო­ნე­ბელ­ნი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

ასე­ვე, ბრენ­დი გეგ­მავს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან საქ­ველ­მოქ­მე­დო პარტნი­ო­რო­ბას, რაც ხელს შე­უ­წყობს ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას და მათ გაძ­ლი­ე­რე­ბას მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

ახალ ელ­ჩებს არ უწო­დე­ბენ ან­გე­ლო­ზებს, არა­მედ უწო­დე­ბენ კო­ლექ­ტივს, რო­მელ­საც ასე გან­სა­ზღვრა­ვენ - "სრულ­ყო­ფი­ლი ქა­ლე­ბის მუდ­მი­ვად მზარ­დი ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც აქვთ სა­ერ­თო გა­ტა­ცე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბის­კენ.“

პრი­ან­კა ჩოპ­რა, რო­მე­ლიც ბრენ­დის ელჩი გახ­და

ამ ეტაპ­ზე ბრენ­დის ელ­ჩე­ბი იქ­ნე­ბი­ან ადუტ აკე­ჩი, პრი­ან­კა ჩოპ­რა, ვა­ლენ­ტი­ნა სამ­პა­იო, პა­ლო­მა ელ­სე­სე­რი და სხვე­ბი. რო­გორც Victoria’s Secret-ში აცხა­დე­ბენ, ელ­ჩე­ბი დრო­დად­რო შე­იც­ვლე­ბი­ან და ასე­ვე მათ სხვა სა­ხე­ე­ბიც შე­ე­მა­ტე­ბათ.

წყა­რო: harpersbazaar.com

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
xx
2

წარსული რა თქმა უნდა მაგარი ექნება

:))
4

მშვენიერი ჩოპრაა:))

ავტორი:

Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ

Victoria’s Secret-ი ანგელოზების გარეშე და ეპოქის დასასრული - ვინ არიან ქალები, რომლებიც აღიარებულ სუპერმოდელებს ჩაანაცვლებენ

ადრიანა ლიმა, ქენდის სვეინპოული, ალესანდრა ამბროსიო, მირანდა კერი, როუზ ჰანთინგთონ უაითლი და სხვები ის ქალები არიან, რომელთა სახელებიც ქალის თეთრეულის პოპულარულ ბრენდთან, Victoria’s Secret-თან არის დაკავშირებული.

ათწლეულების განმავლობაში Victoria’s Secret-ი სწორედ ამ სუპერმოდელების სინონიმი იყო, სინონიმი უნაკლო გარეგნობისა და აღნაგობის მქონე ქალების, რომელთა გამოჩენასაც ბრენდის ყოველწლიურ შოუზე მთელი მსოფლიო დიდი ინტერესით ელოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მოდის ტენდენციებთან.

Victoria’s Secret-ის ანგელოზების სახელები მოდის სფეროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ და ბრენდის ანგელოზობა პრივილეგია იყო.

  • თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა და Victoria’s Secret-ს ახალი სტრატეგია აქვს, რომლის მიხედვითაც, ქალის თეთრეულის ბრენდის მენეჯმენტის წარმომადგენლები აპირებენ, რომ იმოქმედონ თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.

ანგელოზებს ბრენდი ელჩებით ჩაანაცვლებს. ელჩებს კი აირჩევენ არა გარეგნობის, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორი ისტორია აქვთ და რამდენად შთამაგონებელნი არიან საზოგადოებისთვის.

ასევე, ბრენდი გეგმავს სხვადასხვა კომპანიასთან საქველმოქმედო პარტნიორობას, რაც ხელს შეუწყობს ქალების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.

ახალ ელჩებს არ უწოდებენ ანგელოზებს, არამედ უწოდებენ კოლექტივს, რომელსაც ასე განსაზღვრავენ - "სრულყოფილი ქალების მუდმივად მზარდი ჯგუფი, რომელთაც აქვთ საერთო გატაცება პოზიტიური ცვლილებისკენ.“

პრიანკა ჩოპრა, რომელიც ბრენდის ელჩი გახდა

ამ ეტაპზე ბრენდის ელჩები იქნებიან ადუტ აკეჩი, პრიანკა ჩოპრა, ვალენტინა სამპაიო, პალომა ელსესერი და სხვები. როგორც Victoria’s Secret-ში აცხადებენ, ელჩები დროდადრო შეიცვლებიან და ასევე მათ სხვა სახეებიც შეემატებათ.

წყარო: harpersbazaar.com

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას

17 ივლისს საქართველოს ლეგენდარული DJ Terrence Parker ეწვევა