საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

სომ­ხეთ­ში, რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მმარ­თვე­ლი პარ­ტია ლი­დე­რობს. სომ­ხუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმე­ბის 86.4%-ის დათ­ვლის შემ­დეგ, ფა­ში­ნი­ა­ნის პარ­ტი­ამ, "სა­მო­ქა­ლა­ქო შე­თან­ხმე­ბა“, ხმე­ბის 55.02% მო­ი­პო­ვა.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნის სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "სომ­ხე­თი“, 20.41%-ით. მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "მაქვს პა­ტი­ვი“, რო­მელ­მაც, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხმე­ბის 5.23% მო­ი­პო­ვა. გა­გიკ ცა­რუ­კი­ა­ნის ბლოკ­მა, "აყ­ვა­ვე­ბუ­ლი სომ­ხე­თი“ კი - ხმე­ბის 4.1%.

ამას­თან, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 593 572 პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რჩევ­ლი­დან არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1 281 174 მო­ქა­ლა­ქემ, ანუ 49.4%-მა მი­ი­ღო.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სო­მეხ­მა ხალ­ხმა "სა­მო­ქა­ლა­ქო შე­თან­ხმე­ბას“ და პი­რა­დად მას, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მი­ა­ნი­ჭა მან­და­ტი. მისი თქმით, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა.

”ჩვენ უკვე ვი­ცით, რომ არ­ჩევ­ნებ­ში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვი­პო­ვეთ და პარ­ლა­მენ­ტში და­მა­ჯე­რე­ბე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა გვე­ყო­ლე­ბა,“- აღ­ნიშ­ნა ფა­ში­ნი­ან­მა და მხარ­დამ­ჭე­რებს ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს ერევ­ნის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ამას­თან, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რო­ბერტ ქო­ჩა­რი­ა­ნის ალი­ან­სში აცხა­დე­ბენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

"უამ­რა­ვი სიგ­ნა­ლია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან, რაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და და­გეგ­მილ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბას ცხად­ყოფს და არ­ჩევ­ნე­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზია,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ "სომ­ხე­თის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მათი მტკი­ცე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მა­ნამ არ აღი­ა­რე­ბენ, სა­ნამ დარ­ღვე­ვებს არ შე­ის­წავ­ლი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, სომ­ხეთ­ში რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გახ­სნი­ლი იყო 2000-მდე სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. კენ­ჭისყრა დი­ლის 8:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 20:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რა. არ­ჩევ­ნებ­ში 21 პარ­ტია და 4 ბლო­კი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ა ბიჯო კაცი
73

რას ერჩი, წაგებული ომის მიუხედავადაც გაიმარჯვა, რადგანაც ამ ომში დამარცხების პირობებშიც არავის უნახავს დორბლით პირზე ასვალტზე გაშხლართული. გაყალბებები რომც ყოფილიყო განა რამდენი უნდა გაეყალბებინა, როდესაც 55% აქვს და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას 20?! ეხლა არ თქვას ვინმემ ლამის ნახევარი მილიონი ხმა გააყალბაო.

lado
9

ვულოცავ გამარჯვებას, ეს სომეხი ერის გამარჯვებაცაა უსამართლობაზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები: როგორია ამ დროის მონაცემები და რას აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს. სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 86.4%-ის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, "სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 55.02% მოიპოვა.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი“, 20.41%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი "მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, "აყვავებული სომხეთი“ კი - ხმების 4.1%.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომეხმა ხალხმა "სამოქალაქო შეთანხმებას“ და პირადად მას, როგორც პრემიერ-მინისტრს, მიანიჭა მანდატი. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

”ჩვენ უკვე ვიცით, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ და პარლამენტში დამაჯერებელი უმრავლესობა გვეყოლება,“- აღნიშნა ფაშინიანმა და მხარდამჭერებს ორშაბათს საღამოს ერევნის მთავარ მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსში აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა არსებობს.

"უამრავი სიგნალია საარჩევნო უბნებიდან, რაც არჩევნების შედეგების ორგანიზებულ და დაგეგმილ ფალსიფიცირებას ცხადყოფს და არჩევნების მიმართ უნდობლობის სერიოზული მიზეზია,“- აღნიშნულია საარჩევნო ბლოკ "სომხეთის“ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, არჩევნების შედეგებს მანამ არ აღიარებენ, სანამ დარღვევებს არ შეისწავლიან.

შეგახსენებთ, სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა დილის 8:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.