სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

21

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე
"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ Gilead -მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჩუ­ქა­რად 10 000 ფლა­კო­ნი „რემ­დე­სი­ვი­რი“ გა­დას­ცა. მი­სი­ვე თქმით, მე­დი­კა­მენ­ტი უკვე თბი­ლის­შია.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა ქვე­ყა­ნას COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მარ­თვა­ში.

„ამე­რი­კულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია Gilead -მა ამ დღე­ებ­ში დიდი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს და COVID პა­ცი­ენ­ტებს. უფა­სოდ (სა­ჩუქ­რად) გად­მოს­ცა და­ახ­ლო­ე­ბით 4 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლო პირ­და­პი­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მე­დი­კა­მენტ რემ­დე­სი­ვი­რის 10 ათა­სი ფლა­კო­ნი და თან ბრენ­დუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი (Veklury ) და არა ჯე­ნე­რი­უ­ლი, რაც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მარ­თვა­ში.

ამ დო­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ შე­ვა­ფა­სოთ, უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ ზო­გი­ერთ გა­რე­მო­ე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კომ­პა­ნია Gilead”-ს ბრენ­დუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მი­წო­დე­ბის უფ­ლე­ბა ძი­რი­თა­დად აქვს მხო­ლოდ ამე­რი­კის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ქვეყ­ნის­თვის, ხოლო ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებს რემ­დე­სი­ვი­რით ამა­რა­გებს ინ­დო­ე­თი, პა­კის­ტა­ნი და ეგ­ვიპ­ტე, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნია Gilead -ის ლი­ცენ­ზი­ით აწარ­მო­ე­ბენ ჯე­ნე­რი­ულ პრე­პა­რა­ტებს.

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ინ­დო­ე­თის­გან შე­ი­ძი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჯე­ნე­რი­უ­ლი რემ­დე­სი­ვი­რი - 4000 ფლა­კო­ნი”, - წერს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, ან­გა­ჟი­რე­ბულ­მა ექი­მებ­მა, მათ შო­რის ზო­გი­ერ­თმა უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა ექიმ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ამ მე­დი­კა­მენ­ტის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ფარ­თედ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

„ხოლო აშშ-ში ის შე­ტა­ნი­ლია ე.წ. სტან­დარ­ტულ (სა­ბა­ზი­სო) მკურ­ნა­ლო­ბა­ში. ამით მათ ცუდი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წი­ეს ქვე­ყა­ნას და პა­ცი­ენ­ტებს, ვი­ნა­ი­დან ნე­გა­ტი­უ­რი პი­ა­რის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში რემ­დე­სი­ვი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა მხო­ლოდ 27-მა COVID კლი­ნი­კამ.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბამ უჩ­ვე­ნა, რომ რემ­დე­სი­ვი­რი სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე, დამ­ძი­მე­ბის რის­კის მქო­ნე ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებ­და და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის (მათ შო­რის მე­ქა­ნი­კუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის) რის­კებს, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას და აჩ­ქა­რებ­და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. ამას­თან, პრე­პა­რატს პრაქ­ტი­კუ­ლად არა აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და უსაფრ­თხოა.

მას შემ­დეგ რაც შე­ძე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მა­რა­გი ამო­ი­წუ­რა, ქვე­ყა­ნა შე­ე­ცა­და ახა­ლი პარ­ტი­ის შე­ძე­ნას, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან ინ­დო­ეთ­ში დიდი COVID აფეთ­ქე­ბის გამო, ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლა რემ­დე­სი­ვი­რის ექ­სპორ­ტი ინ­დო­ე­თი­დან და თან მთლი­ა­ნად შე­ი­ძი­ნა სხვა ქვეყ­ნებ­ში (პა­კის­ტა­ნი, ეგ­ვიპ­ტე) წარ­მო­ე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მთე­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვი­თონ ინ­დო­ეთ­ში „შავ ბა­ზარ­ზე“ ერთი ფლა­კო­ნი "რემ­დე­სი­ვი­რის" ფას­მა 1000 დო­ლარს მი­აღ­წია.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩვენ თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ კომ­პა­ნია Gilead -ის ხელ­მძღვა­ნელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით დაგ­ვხმა­რე­ბო­და რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან რემ­დე­სი­ვი­რის მო­წო­დე­ბა­ში. Gilead -ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მყი­სი­ე­რად მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის და დამ­სა­ხუ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ გა­და­წყვი­ტეს გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, ერთჯე­რა­დი დო­ნა­ცი­ით უფა­სოდ მო­ე­წო­დე­ბი­ნათ უშუ­ა­ლოდ მა­თი­ვე წარ­მო­ე­ბის ბრენ­დუ­ლი რემ­დე­სი­ვი­რის - Veklury-ის 10 ათა­სი ფლა­კო­ნი. მე­დი­კა­მენ­ტი უკვე თბი­ლის­შია”, - აცხა­დებს თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, Gilead ის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­სუ­ლი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფა­სოდ მო­ა­წო­და რა­მო­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­და­არ­ჩი­ნა 74 ათა­სი C ჰე­პა­ტი­ტით ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე. პროგ­რა­მა გრძელ­დე­ბა C ჰე­პა­ტი­ტის სრულ ელი­მი­ნა­ცი­ამ­დე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
8

ოჯახს მ ოახმარეთ ეს უვარგისი და საშიში პრეპარატები!

გიგი
0
ვაქცინას მიხედე ფეოლა!!! ვაქცინას!!!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმა კომპანიამ Gilead -მა საქართველოს საჩუქარად 10 000 ფლაკონი „რემდესივირი“ გადასცა. მისივე თქმით, მედიკამენტი უკვე თბილისშია.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული ძალიან დაეხმარება ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead -მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთ გარემოება.

არსებული კანონმდებლობით კომპანია Gilead”-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია Gilead -ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული რემდესივირი - 4000 ფლაკონი”, - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.

„ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში რემდესივირის გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა COVID კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ რემდესივირი სწორი გამოყენების შემთხვევაში - დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას. ამასთან, პრეპარატს პრაქტიკულად არა აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა.

მას შემდეგ რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი COVID აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა რემდესივირის ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი "რემდესივირის" ფასმა 1000 დოლარს მიაღწია.

ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია Gilead -ის ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან რემდესივირის მოწოდებაში. Gilead -ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული რემდესივირის - Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია”, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, Gilead ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამოდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე.

"ესაა ყველაზე ცუდი სცენარი - 2-3 თვეში, შეიძლება "ინდური შტამი" დომინანტური გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ე.წ. ბრიტანული შტამი" - ივანე ჩხაიძე

ქუთაისში 21 წლის გოგონა მშობიარობისას გარდაიცვალა - რას აცხადებენ კლინიკაში მომხდართან დაკავშირებით?

კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"