2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობითვე, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
2021 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5 პროცენტით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. წაიკითხეთ სრულად
მეგობარო, ესენი არ მოგწონს, გეთანხმები მაგრამ ნაციონალები მოგწონს ? . გვარამია, უგულავა, სააკაშვილი, ხაზარაძე და მსგავსნი მათი მოგწონს. ხალხს არცერთი არ მოწონთ მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი არ აქვთ ხალხი შრომის მიხედვით აიღებს ხელფასს. თავად ფულებში ბანაობენ და შენ კაპიკებს გიყრიან.ჯდომიდგან საჯდომი აქვთ მოცვეთილი და ფულებს უხვად იღებენ.
სანამ საშუალო სკოლის მასწავლებლებს იმდენ ხელფას არ მისცემთ რომ თუნდაც ერთოთახიანი ბინა აიშენონ, თქვენი დაპირება ბოლომდე არაფრის მთქმელია. რამდენია თქვენი ხელფასი და რამდენი მასწავლებლის რომელიც 100 ბავშვს ასწავლის და გიცნობიერებთ ქვეყანასთან,, თუ ნაფხვენები არ გყოფნით ამისთვის.წარმოიდგინეთ მასწავლებელი რომელიც 4 ჯერ შედის სხვადა სხვა კლასში დაახლოებით 100ბავშვთან მუშაობს.