პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები
მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღა­რიბ კონ­ტი­ნენტს აფ­რი­კა წარ­მო­ად­გენს. აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დონე ძა­ლი­ან და­ბა­ლია და უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობს.

თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს, რომ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­საც აქვთ არა­ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა და სწო­რად და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ტი­ნენ­ტის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა.

გა­მო­ცე­მა CNN წარ­მო­გიდ­გენთ იმ მას­შტა­ბურ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც აფ­რი­კის არა­ერთ ქა­ლაქს ახალ ფუნ­ქცი­ას მი­ა­ნი­ჭებ­და, რაც ეკო­ნო­მი­კი­სა და ტუ­რიზ­მის სფე­როს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას გა­მო­იწ­ვევ­და. შე­დე­გად კი აფ­რი­კა სრუ­ლი­ად შე­იც­ვლე­ბო­და და კონ­ტი­ნენ­ტის­თვის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყე­ბო­და.

გა­ნას ეროვ­ნუ­ლი კა­თედ­რა­ლი, განა

უჩ­ვე­უ­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც 5 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა გან­თავ­სდეს, გა­ნელ-ბრი­ტა­ნულ­მა არ­ქი­ე­ტექ­ტორ­მა დე­ვიდ აჯა­ი­ემ და­აპ­რო­ექ­ტა. კა­თედ­რა­ლი 5 000-მდე ადა­მი­ან­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი და მას­ში აფ­რი­კა­ში პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ის მუ­ზე­უ­მი მო­ე­წყო­ბა.

კა­თედ­რა­ლის შე­ნო­ბა ტრა­დი­ცი­ულ ქრის­ტი­ა­ნულ ორ­ნა­მენ­ტებ­თან ერ­თად გა­ნე­ლე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­თაც მო­ირ­თვე­ბა და კულ­ტუ­რა­თა სინ­თეზს შექ­მნის.

კა­თედ­რა­ლის გა­რე­შე­მო პარ­კი მო­ე­წყო­ბა,ს ადაც სტუმ­რე­ბი დას­ვე­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ. არ­ქი­ტექ­ტო­რი ფიქ­რობს, რომ პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ნას უმ­თავ­რე­სი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­დე­ბა.

გო­უ­ნას სა­კონ­ფე­რენ­ციო და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი, ეგ­ვიპ­ტე

გო­უ­ნას სა­კონ­ფე­რენ­ციო და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი ეგ­ვიპ­ტის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ფაზა 2020 წელს და­ი­წყო. ცენ­ტრის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი 600 ად­გი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი კი 2 000-მდე ადა­მი­ანს და­ი­ტევს.

იდე­ის ავ­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცენ­ტრი ქა­ლაქ ელ-გო­უ­ნას, რო­მე­ლიც წი­თე­ლი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რო­ებს, სრუ­ლი­ად შეც­ვლის და უამ­რავ ტუ­რისტს მო­ი­ზი­დავს.

გო­რი­ლე­ბის ფონ­დის ცენ­ტრი, რუ­ან­და

ტე­ლე­წამ­ყვან ელენ დე­ჯე­რე­ნერ­სის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გო­რი­ლე­ბის ფონ­დის ცენ­ტრი რუ­ან­დას ქა­ლაქ მუ­სან­ზე­ში უნდა გან­თავ­სდეს. პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა 2019 წელს და­ი­წყო.

ცენ­ტრის გა­რე­მო­ში თით­ქმის სრუ­ლი­ად იქ­ნე­ბა შერ­წყმუ­ლი და მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია გო­რი­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ის გა­დარ­ჩე­ნის ხე­ლის შე­წყო­ბა იქ­ნე­ბა.

ცენ­ტრში ასე­ვე მო­ე­წყო­ბა კვლე­ვი­თი ცენ­ტრი და კამ­პუ­სი, სა­დაც მეც­ნი­ე­რე­ბი, მკვლე­ვა­რე­ბი და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ცხოვ­რე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ლი­ბე­რი­ის ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო

ამე­რი­კულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია MASS Design Group-ის დახ­მა­რე­ბით ლი­ბე­რი­ა­ში უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ავდმყო­ფო შენ­დე­ბა, რო­მე­ლიც ომი­თა და ებო­ლა­თი და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას დიდ დამ­ხა­რე­ბას გა­უ­წევს.

ამას­თან, სა­ა­ვად­მყო­ფო ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მზის ბა­ტა­რე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. სა­ა­ვად­მყო­ფო 200-მდე ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბას შეძ­ლებს და მისი მშე­ნებ­ლო­ბა 2021 წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. ნა­ხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
0

რომ არ ძარცვავდნენ დასავლეთის ქვეყნები აფრიკას ყველაფერი იქნებოდა კარგად. 

nini
0

რომ მოინდომოს მსოფლიომ,აფრიკა იმდენად საინტერესო ადგილია,უმშვენიერესად გადაქცევა შეიძლება.

ავტორი:

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

მასშტაბური შენობები, რომლებიც აფრიკის კონტინენტს სრულიად შეცვლიდა - პროექტების ფოტოები

დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე ღარიბ კონტინენტს აფრიკა წარმოადგენს. აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში მოსახლეობის ცხოვრების დონე ძალიან დაბალია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ აფრიკის ქვეყნებსაც აქვთ არაერთი უპირატესობა და სწორად დაგეგმილი პროექტების მეშვეობით დროთა განმავლობაში შესაძლებელია კონტინენტის მთავარი პრობლემების მოგვარება.

გამოცემა CNN წარმოგიდგენთ იმ მასშტაბურ არქიტექტურულ პროექტებს, რომლებიც აფრიკის არაერთ ქალაქს ახალ ფუნქციას მიანიჭებდა, რაც ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევდა. შედეგად კი აფრიკა სრულიად შეიცვლებოდა და კონტინენტისთვის ახალი ცხოვრება დაიწყებოდა.

განას ეროვნული კათედრალი, განა

უჩვეული დიზაინის მქონე შენობა, რომელიც 5 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს, განელ-ბრიტანულმა არქიეტექტორმა დევიდ აჯაიემ დააპროექტა. კათედრალი 5 000-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი და მასში აფრიკაში პირველი ბიბლიის მუზეუმი მოეწყობა.

კათედრალის შენობა ტრადიციულ ქრისტიანულ ორნამენტებთან ერთად განელების კულტურული ელემენტებითაც მოირთვება და კულტურათა სინთეზს შექმნის.

კათედრალის გარეშემო პარკი მოეწყობა,ს ადაც სტუმრები დასვენებას შეძლებენ. არქიტექტორი ფიქრობს, რომ პროექტი განხორციელების შემთხვევაში, განას უმთავრესი ტურისტული მიმართულება გახდება.

გოუნას საკონფერენციო და კულტურული ცენტრი, ეგვიპტე

გოუნას საკონფერენციო და კულტურული ცენტრი ეგვიპტის ერთ-ერთი გამორჩეული ფუტურისტული პროექტია, რომლის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წელს დაიწყო. ცენტრის საკონცერტო დარბაზი 600 ადგილიანი იქნება, საკონფერენციო დარბაზი კი 2 000-მდე ადამიანს დაიტევს.

იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ დასრულების შემდეგ ცენტრი ქალაქ ელ-გოუნას, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებაროებს, სრულიად შეცვლის და უამრავ ტურისტს მოიზიდავს.

გორილების ფონდის ცენტრი, რუანდა

ტელეწამყვან ელენ დეჯერენერსის მიერ დაფინანსებული გორილების ფონდის ცენტრი რუანდას ქალაქ მუსანზეში უნდა განთავსდეს. პროექტზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო.

ცენტრის გარემოში თითქმის სრულიად იქნება შერწყმული და მისი ძირითადი ფუნქცია გორილებზე დაკვირვება და მათი პოპულაციის გადარჩენის ხელის შეწყობა იქნება.

ცენტრში ასევე მოეწყობა კვლევითი ცენტრი და კამპუსი, სადაც მეცნიერები, მკვლევარები და დაინტერესებული სტუდენტები ცხოვრებას შეძლებენ.

ლიბერიის ახალი საავადმყოფო

ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაცია MASS Design Group-ის დახმარებით ლიბერიაში უახლესი აპარატურით აღჭურვილი საავდმყოფო შენდება, რომელიც ომითა და ებოლათი დაზარალებულ მოსახლეობას დიდ დამხარებას გაუწევს.

ამასთან, საავადმყოფო ელექტროენერგიას მზის ბატარეების მეშვეობით გამოიმუშავებს. საავადმყოფო 200-მდე ადამიანის მიღებას შეძლებს და მისი მშენებლობა 2021 წლის ბოლოს დასრულდება. ნახეთ სრულად

"ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეებში თბილისის ყველა უბანში დაინერგება" - მერი

რამდენია საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი და სად უხდიან ყველაზე მეტს დასაქმებულებს

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც პირობები დაარღვია, ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ - საელჩო