სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი
როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი თვე ისე წა­ვი­და, სი­ცხე დი­დად არ გვიგ­რძნია, თუმ­ცა სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე ვა­რა­უ­დო­ბენ. რო­გო­რი ამინ­დი გვე­ლის და იქ­ნე­ბა თუ არა ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი, ამა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ერ­თოდ ზა­ფხუ­ლის სა­მი­ვე თვის პროგ­ნო­ზი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფო­რუ­მის მიერ მზად­დე­ბა. მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ფო­რუ­მი წე­ლი­წად­ში 2-ჯერ ტარ­დე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ორი სე­ზო­ნის - ზამ­თრის და ზა­ფხუ­ლის პროგ­ნო­ზი დგე­ბა, ხოლო გარ­და­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­სე­ბის­თვის - არა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვის პროგ­ნო­ზი აქვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ნო­ზის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2021 წლის ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა კლი­მა­ტურ ნორ­მა­ზე ერთი-ორი გრა­დუ­სით მა­ღა­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. თუმ­ცა ზო­გან ნორ­მის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლექს, ძი­რი­თა­დად, ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ზო­გა­დად კი ძნე­ლია, ამ სამ თვე­ზე წი­ნას­წარ გა­დაჭ­რით თქმა, ზო­გან შე­იძ­ლე­ბა მე­ტად მო­ვი­დეს, ზო­გან - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ნა­ლე­ქი ძი­რი­თა­დად კლი­მა­ტუ­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია.

რად­გან ეს არის სამი თვის პროგ­ნო­ზი, ეს მე­თო­დი­კა არ იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს, რო­მელ რი­ცხვში რა ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა, რო­დის იწ­ვი­მებს და ა.შ. ამ დარ­ჩე­ნი­ლი პე­რი­ო­დის ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რამ და­იკ­ლოს და გრი­ლი ამი­დე­ბიც იყოს, ქა­რიც გაძ­ლი­ერ­დეს, იწ­ვი­მოს კი­დე­ვაც, სე­ტყვაც აღი­ნიშ­ნოს, ელ­ჭე­ქი, ძლი­ე­რი წვი­მე­ბი. ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ტემ­პე­რა­ტუ­რამ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში 40 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტოს. ისე კი, ზო­გა­დად ტემ­პე­რა­ტუ­რა +33-380-ის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა.

- ამ თვე­ში კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის ვე­ლო­დე­ბით მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას?

- რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე შე­იძ­ლე­ბა +39 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­დეს და იგი­ვე ფარ­გლებ­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა მთა­შიც იყოს, რო­გორც და­სა­ვეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ში. 23-24 ივ­ნისს ცოტა აგ­რი­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით და გაწ­ვიმ­დე­ბა. შემ­დგომ­ში ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით, ერთი-ორი გრა­დუ­სით ისევ და­ცხე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუუ
1

სრული აბდა უბდა ინფორმაცია!!! ასეც შეიძლება იყოს და ისეც... რაღატო ეკითხებით ამ ხალხს პროგნოზს?! სამი თვის კი არა ხვალ შუა დღეს რა ამინდი იქნება იმას ვერი იძახიან!!!!

დ გ
4

საჭიროა ვიქონიოთ: პირბადე,ქუდი,მზის სათვალე 1 პატარა 250 მლ წყალი და კარგი განწყობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი

ზაფხულის პირველი თვე ისე წავიდა, სიცხე დიდად არ გვიგრძნია, თუმცა სინოპტიკოსები ჰაერის მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებას ივნისის ბოლომდე ვარაუდობენ. როგორი ამინდი გველის და იქნება თუ არა ცხელი ზაფხული, ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე გვესაუბრება.

- საერთოდ ზაფხულის სამივე თვის პროგნოზი სპეციალისტების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის მიერ მზადდება. მასში საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობს. ფორუმი წელიწადში 2-ჯერ ტარდება და ჯერჯერობით მხოლოდ ორი სეზონის - ზამთრის და ზაფხულის პროგნოზი დგება, ხოლო გარდამავალი სეზონისებისთვის - არა. ფორუმის მონაწილე ყველა ქვეყანას თავის პროგნოზი აქვს.

აღნიშნული პრონოზის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე ერთი-ორი გრადუსით მაღალი გამოგვივიდა. თუმცა ზოგან ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. რაც შეეხება ნალექს, ძირითადად, ნორმის ფარგლებშია. ზოგადად კი ძნელია, ამ სამ თვეზე წინასწარ გადაჭრით თქმა, ზოგან შეიძლება მეტად მოვიდეს, ზოგან - ნაკლებად, მაგრამ მოსალოდნელი ნალექი ძირითადად კლიმატური ნორმის ფარგლებშია.

რადგან ეს არის სამი თვის პროგნოზი, ეს მეთოდიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დღეების მიხედვით განისაზღვროს, რომელ რიცხვში რა ტემპერატურა იქნება, როდის იწვიმებს და ა.შ. ამ დარჩენილი პერიოდის ცალკეულ დღეებში შეიძლება, ტემპერატურამ დაიკლოს და გრილი ამიდებიც იყოს, ქარიც გაძლიერდეს, იწვიმოს კიდევაც, სეტყვაც აღინიშნოს, ელჭექი, ძლიერი წვიმები. ცალკეულ დღეებში არ არის გამორიცხული, ტემპერატურამ ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე მოიმატოს. ისე კი, ზოგადად ტემპერატურა +33-380-ის ფარგლებში იქნება.

- ამ თვეში კონკრეტულად როდის ველოდებით მაღალი ტემპერატურის დაფიქსირებას?

- რამდენიმე დღეში, ივნისის ბოლომდე შეიძლება +39 გრადუსი დაფიქსირდეს და იგივე ფარგლებში მაღალი ტემპერატურა მთაშიც იყოს, როგორც დასავეთ საქართველოს მთაში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. 23-24 ივნისს ცოტა აგრილებას ველოდებით და გაწვიმდება. შემდგომში ნორმასთან შედარებით, ერთი-ორი გრადუსით ისევ დაცხება.

ინფიცირების 2 415 შემთხვევა და 26 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები და რომელ რეგიონშია ყველაზე მძიმე ეპიდვითარება

როგორ ულოცავს ირაკლი ღარიბაშვილი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს?

როგორ გამოიყურებოდა კახა კალაძის დიზაინერი მეუღლე გუშინდელ წარდგენაზე - ანუკი არეშიძის ფოტოები