კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში "ინდური შტამის" აფეთქებაა - რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი
რუსეთში "ინდური შტამის" აფეთქებაა - რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი

"ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი "ფორ­მა­ში არი­ან", ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ, ექი­მე­ბი ვაზ­ვი­ა­დებთ ყვე­ლა­ფერს, რათა ხალ­ხი აიც­რას"

რუ­სეთ­ში COVID 19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმა­ტა. ად­გი­ლობ­რი­ვი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის თქმით, ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა. 19 ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად კო­ვი­დინ­ფი­რე­ბის 19 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის ცნო­ბით, ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა თე­ბერ­ვლის ვი­თა­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბა. უკვე სა­უ­ბა­რია კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბა­ზე.

მოს­კო­ვის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლის, ნანა ვე­კუ­ას თქმით, რუ­სეთ­ში პან­დე­მი­ამ კი­დევ ერთხელ, ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა, რა­საც "ინ­დუ­რი შტა­მის" გავ­რცე­ლე­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

- მოს­კოვ­ში ისევ და­ი­კე­ტა სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი. შე­ზღდუ­ვე­ბით მუ­შა­ობს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ არ მუ­შა­ო­ბენ კაფე-რეს­ტორ­ნე­ბი, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და თით­ქმის ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, გა­და­ი­დო ან სა­ერ­თოდ გა­უქ­მდა გარ­კვე­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის "Бессмертный полк"-ის აქ­ცია, რა­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია - მათ ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავთ და ისი­ნი მზად იყ­ვნენ, კო­ვი­და­ფეთ­ქე­ბის პი­რო­ბებ­შიც, გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ აქ­ცი­ა­ზე.

ყვე­ლა­ზე უა­რე­სი ის არის, რომ ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას კო­ვიდ-კლი­ნი­კად გა­და­კე­თე­ბა ემუქ­რე­ბა, არა­და ძა­ლე­ბი ჯერ არ აღგ­ვიდ­გე­ნია. წე­ლი­წად­ზე მე­ტია, მე და ჩემს კო­ლე­გებს არ­ცერ­თი დღე არ დაგ­ვის­ვე­ნია, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით, წინა თვე­ებ­ში თურ­მე კუ­რორტზე ვყო­ფილ­ვართ.

- "ინ­დუ­რი შტა­მით" ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მოჰ­ყავთ?

- დიახ და ეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ფონ­ზე... პირ­ვე­ლად "სპუტ­ნი­კით" სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი აიც­რა, მე და ჩემს კო­ლე­გებს უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს ორი­ვე აცრა, ზა­ფხულ­ში ვი­თა­რე­ბის ჩა­წყნა­რე­ბას ვე­ლო­დით, მაგ­რამ ეტყო­ბა ან უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა აა­რი­და თავი ამ ვაქ­ცი­ნას უნ­დობ­ლო­ბის გამო, ან "ინ­დუ­რი შტა­მი" არ ცნობს რუ­სულ "სპუტ­ნიკს". ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი უკვე სწავ­ლო­ბენ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვირუ­სი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ერ­ჩის ბავ­შვებს და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც მეტი აქვს.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც რო­გორც "ინ­დურ­მა", ასე­ვე "ბრი­ტა­ნულ­მა" შტამ­მა იმა­ტა, არის ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას კვლა­ვაც არ სჯე­რა კო­ვიდ-ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი შე­მოჰ­ყავთ უკვე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი "ინ­დუ­რი შტა­მით" და გვე­ჩხუ­ბე­ბა, ყვე­ლა­ფერს კო­ვიდს რო­გორ აწერთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა, გრი­პის ვირუ­სი აღარ არ­სე­ბობ­სო, სა­თევ­ზა­ოდ ვი­ყა­ვი და ტბა­ზე გავ­ცივ­დიო, ზოგი ირ­წმუ­ნე­ბა ორ­პირ­ში მოვ­ხვდიო...

არა­და ახლა უკვე სამ­თავ­რო­ბო მე­დი­აც კი სა­უბ­რობს, რომ, პან­დე­მი­ის გამო, ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ისევ შე­იქ­მნას უამ­რა­ვი რა­მის, მათ შო­რის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი, მაგ­რამ ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი ისევ "ფორ­მა­ში არი­ან" და ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ, ექი­მე­ბი ვაზ­ვი­ა­დებთ ყვე­ლა­ფერს, რათა ხალ­ხი აიც­რას. რო­დე­საც ვე­კი­თხე­ბი, მე რა ხელს მაძ­ლევს თქვე­ნი აცრა-მეთ­ქი, - მპა­სუ­ხო­ბენ, მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბა გაქვთ, თო­რემ სამ­სა­ხურს და­გა­ტო­ვე­ბი­ნე­ბე­ნო. რო­დე­საც სხვა გზას არ გვი­ტო­ვე­ბენ, ვუხ­სნით, რომ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან უამ­რა­ვი გარ­დაც­ვლი­ლი გაჰ­ყავთ, რა­საც ზოგი იჯე­რებს, ზოგი გვე­უბ­ნე­ბა, სულ ასე იყო, უამ­რა­ვი ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი გვყავს, მათ სუს­ტი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ და მალე იხო­ცე­ბი­ა­ნო.

"ინ­დუ­რი შტა­მის" გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, მოს­კო­ვი ლი­დე­რობს, მაგ­რამ რე­გი­ო­ნებ­სა და პე­რი­ფე­რი­ებ­ში უფრო მძი­მე ვი­თა­რე­ბაა, უბ­რა­ლოდ, ამის აღ­რი­ცხვა გამჭვირ­ვა­ლედ არ ხდე­ბა. შარ­შან, რო­დე­საც მოს­კოვ­ში ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი გახ­და, ჩვე­ნი გუნ­დი პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში გა­და­ის­რო­ლეს დამ­ხმა­რე ძა­ლად, სა­დაც ვირუ­სის სას­ტი­კი გავ­ლე­ნა მთე­ლი სიმ­ძაფ­რით აღ­ვიქ­ვი. ამ ზა­ფხულ­საც არ გვე­ლო­დე­ბა მშვი­დი მუ­შა­ო­ბა.

- რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია "ინ­დუ­რი შტა­მის" მა­ტე­ბამ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია?

- მათ მუ­შა­ო­ბას კლი­ნი­კე­ბის ად­მი­ნის­ტრი­ა­ცი­ე­ბი უზუნ­ველ­ყო­ფენ, თუმ­ცა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ასე­ვე გვაქვს მი­თი­თე­ბა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ვირუ­სი მსუ­ბუქ ფორ­მა­ში აქვს, შინ, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ დავ­ტო­ვოთ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაშია
91

დასნებოვანებული რუსები... რა შაშინელებაა! რა ვქნათ, რით ვუშველოთ ამ კაი ხალხს?!

!!!!!!!
70

თქვენ კიდე გაუხსენით საზღვრები. არ დავინახო მაგათ ფეხი საქართველოში!

ავტორი:

რუსეთში "ინდური შტამის" აფეთქებაა - რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი

რუსეთში "ინდური შტამის" აფეთქებაა - რა ვითარებაა ადგილობრივ კლინიკებში და რას ყვება მოსკოვში მომუშავე ქართველი ექიმი

"ანტივაქსერები "ფორმაში არიან", ამბობენ, რომ ჩვენ, ექიმები ვაზვიადებთ ყველაფერს, რათა ხალხი აიცრას"

რუსეთში COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა კატასტროფულად იმატა. ადგილობრივი ეპიდემიოლოგების თქმით, ვითარება ყოველდღიურად უარესდება. 19 ივნისის მონაცემებით, რუსეთში ოფიციალურად კოვიდინფირების 19 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სამედიცინო პერსონალის ცნობით, ნიშნავს, რომ ქვეყანა თებერვლის ვითარებას უბრუნდება. უკვე საუბარია კონტროლის გამკაცრებაზე.

მოსკოვის დიაგნოსტიკური ცენტრის ქართველი თანამშრომლის, ნანა ვეკუას თქმით, რუსეთში პანდემიამ კიდევ ერთხელ, ახალი ძალით იფეთქა, რასაც "ინდური შტამის" გავრცელებას უკავშირებენ.

- მოსკოვში ისევ დაიკეტა სპორტული დარბაზები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. შეზღდუვებით მუშაობს სავაჭრო ცენტრები, 23:00 საათის შემდეგ არ მუშაობენ კაფე-რესტორნები, ონლაინრეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულება, გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა გარკვეული ღონისძიებები, მათ შორის "Бессмертный полк"-ის აქცია, რამაც უამრავი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია - მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და ისინი მზად იყვნენ, კოვიდაფეთქების პირობებშიც, გამოსულიყვნენ აქციაზე.

ყველაზე უარესი ის არის, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას კოვიდ-კლინიკად გადაკეთება ემუქრება, არადა ძალები ჯერ არ აღგვიდგენია. წელიწადზე მეტია, მე და ჩემს კოლეგებს არცერთი დღე არ დაგვისვენია, მაგრამ ბოლო დღეებთან შედარებით, წინა თვეებში თურმე კურორტზე ვყოფილვართ.

- "ინდური შტამით" ინფიცირებული პაციენტები მოჰყავთ?

- დიახ და ეს ვაქცინაციის ფონზე... პირველად "სპუტნიკით" სამედიცინო პერსონალი აიცრა, მე და ჩემს კოლეგებს უკვე გაკეთებული გვაქვს ორივე აცრა, ზაფხულში ვითარების ჩაწყნარებას ველოდით, მაგრამ ეტყობა ან უამრავმა ადამიანმა აარიდა თავი ამ ვაქცინას უნდობლობის გამო, ან "ინდური შტამი" არ ცნობს რუსულ "სპუტნიკს". ეპიდემიოლოგები უკვე სწავლობენ შექმნილ ვითარებას. სამწუხაროდ, ეს ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, ერჩის ბავშვებს და სიკვდილიანობაც მეტი აქვს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც როგორც "ინდურმა", ასევე "ბრიტანულმა" შტამმა იმატა, არის ის, რომ მოსახლეობას კვლავაც არ სჯერა კოვიდ-ვირუსის არსებობის, ინფიცირებული შემოჰყავთ უკვე გართულებული "ინდური შტამით" და გვეჩხუბება, ყველაფერს კოვიდს როგორ აწერთ, ჩვეულებრივი გაციება, გრიპის ვირუსი აღარ არსებობსო, სათევზაოდ ვიყავი და ტბაზე გავცივდიო, ზოგი ირწმუნება ორპირში მოვხვდიო...

არადა ახლა უკვე სამთავრობო მედიაც კი საუბრობს, რომ, პანდემიის გამო, ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, არ არის გამორიცხული, ისევ შეიქმნას უამრავი რამის, მათ შორის მედიკამენტების დეფიციტი, მაგრამ ანტივაქსერები ისევ "ფორმაში არიან" და ამბობენ, რომ ჩვენ, ექიმები ვაზვიადებთ ყველაფერს, რათა ხალხი აიცრას. როდესაც ვეკითხები, მე რა ხელს მაძლევს თქვენი აცრა-მეთქი, - მპასუხობენ, მთავრობის მითითება გაქვთ, თორემ სამსახურს დაგატოვებინებენო. როდესაც სხვა გზას არ გვიტოვებენ, ვუხსნით, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან უამრავი გარდაცვლილი გაჰყავთ, რასაც ზოგი იჯერებს, ზოგი გვეუბნება, სულ ასე იყო, უამრავი ალკოდამოკიდებული გვყავს, მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ და მალე იხოცებიანო.

"ინდური შტამის" გავრცელების მხრივ, მოსკოვი ლიდერობს, მაგრამ რეგიონებსა და პერიფერიებში უფრო მძიმე ვითარებაა, უბრალოდ, ამის აღრიცხვა გამჭვირვალედ არ ხდება. შარშან, როდესაც მოსკოვში ვითარება შედარებით კონტროლირებადი გახდა, ჩვენი გუნდი პოდმოსკოვიეში გადაისროლეს დამხმარე ძალად, სადაც ვირუსის სასტიკი გავლენა მთელი სიმძაფრით აღვიქვი. ამ ზაფხულსაც არ გველოდება მშვიდი მუშაობა.

- რა გართულებები გამოიწვია "ინდური შტამის" მატებამ, სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია?

- მათ მუშაობას კლინიკების ადმინისტრიაციები უზუნველყოფენ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გეგმიური ოპერაციები და ჰოსპიტალიზაცია დროებით შეჩერებულია, ასევე გვაქვს მითითება, რომ ინფიცირებული, რომელსაც ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს, შინ, მეთვალყურეობის ქვეშ დავტოვოთ.

"უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია" - პუტინი

"მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"