24 სექტემბერს საღამოს, ტუნისის დედაქალაქიდან 30 კმ-ში, სამგზავრო მატარებლების შეჯახებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.
ავარიის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ შეჯახების ერთ-ერთი მიზეზი ძლიერი წვიმა და ცუდი ხილვადობა იყო. უამინდობის გამო ტუნისის დედაქალაქის აეროპორტმაც რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლო, რის გამოც თვითმფრინავები ქვეყნის სხვა აეროპორტებში დაეშვნენ.
მომზადებულია afp.com-ს მიხედვით.