ავტორი:

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა

ლატარიაში უკვე მოგებული და გაცემულია 52 მილიონ ლარზე მეტი

ლატარიაში მოგეგებები გრძელდება, მოგება რომ რეალურია მანანა ბეჟუაშვილმა ეს ფაქტი საკუთარ თავზე რამდენიმე დღის წინ გამოსცადა. მან, ცხოვრებაში პირველად, რუსთავში, ლატარიის ჯიხურში მხოლოდ ერთი მომენტალური ლატარია ,,7-11-21’’-ი შეიძინა და ჩანთაში მოათავსა. ვერც წამოიდგენდა რომ ჩანთაში 50 000 ლარის ექვივალენტის მქონე ბილეთი ედო, სახლში მისულმა გადაფხიკა და მისთვის წარმოუდგენელი ამბავი აღმოაჩინა - მან მხოლოდ 3 ლარის ღირებულების ბილეთით 50 000 ლარი მოიგო.

,,ისეთი დაუჯერებელი ამბავი მოხდა ჩემს თავს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ვერასდროს. ბილეთის შეძენის დღეს დედას ოპერაციას ვუკეთებდი და რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობდი თავს, ლატარიის ბილეთი ყიდვით ვეცადე ყურადღება სხვა რაღაცაზე გადამეტანა და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამხელა თანხას მოვიგებდი’’ - გვიყვება მანანა ბეჟუაშვილი.

ქალბატონმა მანანამ თავისი მოგების ამბავი ოჯახის წევრებს სიურპრიზად შემოუნახა, მათ ლატრაიის თამაშით ოჯახში შემოსული სოლიდური შემოსავლის შესახებ ,,ლოტო 6/42’’-ის გათამაშების დროს, ტელეკომპანია ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში შეიტყვეს. მაშინ, როდესაც დუტა სხირტლაძემ და ეკა ამირეჯიბმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარის მოგება მიულოცეს.

ქალბატონ მანანას ორი შვილი გოგნა ჰყავს და მოგებულ თანხას სწორედ შვილების სწავლას მოახმარს.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს ქალბატონ მანანა ბეჟუაშვილს მოგებას, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

NS