ავტორი:

პროკურატურა ხსნის როგორ გაყალბდა და დამონტაჟდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი - სამარალადამცავი უწყება ვიდეოს ავრცელებს

პროკურატურა ხსნის როგორ გაყალბდა და დამონტაჟდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი - სამარალადამცავი უწყება ვიდეოს ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუდიო ჩანაწერებს რედაქტირების კვალი აღენიშნება და აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად.

პროკურორის განცხადებითვე, გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში.

ნახეთ საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეო:

"ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაცდომა არ გამოკვეთილა" - რა განაცხადა გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე თამარ გაბუნიამ

"ძალადობაში მონაწილე დავით კუტალაძე და მასთან მყოფი პირები, შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ლექსო ლაშქარავას" - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

"კანონიერმა ქურდმა" პასპორტი შეჭამა, რის შემდეგაც, უკრაინიდან მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა - რა მოხდა ბორისპოლის აეროპორტში