პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ჩა­ნა­წე­რი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლია.

"მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია 2021 წლის 6 მარტს ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" გა­და­ცე­მა­ში "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი“ გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბის, ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.აღ­ნიშ­ნუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, და­ინ­ტერ­სე­ბულ პირ­თა მხრი­დან ვრცელ­დე­ბო­და მო­საზ­რე­ბა, რომ ჩა­ნა­წერ­ში მო­სა­უბ­რე­თა ქმე­დე­ბე­ბი შე­ი­ცავ­და და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, რა­ზეც კომ­პე­ტენ­ტუ­რი უწყე­ბე­ბი შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენ­დნენ. ასე­ვე, ვი­თარ­დე­ბო­და მო­საზ­რე­ბა, რომ აუ­დიო ფა­ი­ლე­ბი შექ­მნი­ლი იყო 2012 წლის შემ­დგომ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო-საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის კუთ­ვნილ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რებ­ზე ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 2011 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში. კერ­ძოდ, მათ მი­მართ ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნა რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით 2011 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო, ანუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მნი­სა და 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე ერთი დღით ადრე. ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 13 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში, კერ­ძოდ: ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ტე­რო­რიზ­მის, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის, თაღ­ლი­თო­ბის და ამომ­რჩე­ველ­თა მოს­ყიდ­ვის, ასე­ვე მსჯავ­რდე­ბულ პირ­თა ძებ­ნის ფაქ­ტებ­ზე.

ხსე­ნე­ბულ საქ­მე­თა მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლით დგინ­დე­ბა, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, არას­რულ­წლო­ვან ბერა ივა­ნიშ­ვილს და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი და შემ­ხებ­ლო­ბა საქ­მე­ებ­ში მი­თი­თე­ბულ ფაქ­ტებ­თან არ ჰქო­ნი­ათ. ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის მა­სა­ლებ­ში, მათი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბის მფლო­ბე­ლე­ბად მი­თი­თე­ბუ­ლი იყო გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი­სა და მეტ­სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე არა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლე­ბი იქ­მნე­ბო­და უკა­ნო­ნოდ, საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით.მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კუთ­ვნილ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მერ­ზე უკა­ნო­ნო მოს­მე­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და გი­ორ­გი წუ­ლა­ი­ას, ირაკ­ლი მჭედ­ლიშ­ვი­ლის, ვინ­მე ბე­სოს სა­ხე­ლით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის კუთ­ვნილ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მერ­ზე - გი­ორ­გი ფრუ­ი­ძის, ვინ­მე გი­გას, ვინ­მე სან­დროს სა­ხე­ლით, ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის კუთ­ვნილ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნო­მერ­ზე - უშან­გი ხა­ფა­ვას, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნის, ვინ­მე ზუ­რას სა­ხე­ლით და ა.შ.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნი­ლი სა­ფუძ­ვლე­ბით და გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი­თა და მეტ­სა­ხე­ლე­ბით, გარ­და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი­სა, ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა მა­სობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ასე­უ­ლო­ბით პი­რის მი­მართ, მათ შო­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კუთ­ვნილ სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რებ­ზე.გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­კი­თხნენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ან/და სხვაგ­ვა­რად იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნებ­თან.

მოწ­მე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს 2011-2012 წლებ­ში და­სა­ხე­ლე­ბულ პირ­თა მი­მართ სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნის ფაქ­ტი და ამა­ვე დროს თე­მა­ტუ­რად და ფრაგ­მენ­ტუ­ლად გა­იხ­სე­ნეს სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში მო­სა­უბ­რე პირ­თა შო­რის წარ­მო­ე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გე­ბი.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შექ­მნი­სა და 2012 წელს და­გეგ­მილ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დგომ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის, მათ შო­რის არას­რულ­წლო­ვან ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ და­ი­წყო შავი პი­ა­რის მა­სი­უ­რი კამ­პა­ნია, რა­საც თან ახ­ლდა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის თუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი დაც­ვის სამ­სა­ხურს გა­და­ე­ცე­მო­და, რო­მელ­საც ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი ამოწ­მებ­და კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყო თუ არა რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი.გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას გა­მო­ი­კი­თხა ყვე­ლა ის პირი, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც გა­მო­ძი­ე­ბამ შეძ­ლო ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.დად­გინ­და, რომ 2011 წელს მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რებს ორ შემ­თხვე­ვა­ში შეხ­ვდნენ და გა­ე­სა­უბრნენ. შეხ­ვედ­რა შედ­გა მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე, მა­თი­ვე მშობ­ლე­ბის და მე­ზობ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით. შეხ­ვედ­რი­სას არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, მუ­ქა­რას, იძუ­ლე­ბას ან სხვა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ი­ცა გან­ჩი­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლი­დან“ იმ ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ამო­ღე­ბა­ზე, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო 6 მარტს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­უბ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი.ამავდრო­უ­ლად, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას და მის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­გორც სა­ჯა­როდ, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ გა­მო­კი­თხვის პრო­ცეს­შიც, შე­ე­თა­ვა­ზათ, მათ­თვის მი­სა­ღებ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, მათ­თვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მით, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის გა­და­ე­ცათ ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლა­დი, და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ვერ­სია.მი­უ­ხე­და­ვად მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის არა­ერ­თგზის სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბი­სა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მცდე­ლო­ბა, მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ე.წ. ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ვერ­სია მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, უსა­ფუძ­ვლოდ გახ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი და შე­ფას­და, რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ველ­ში“ შეჭ­რის მცდე­ლო­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ველს“ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სი­უ­ჟეტ­ში გა­სუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ამ დრომ­დე არ გა­და­უ­ცია.ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში გა­სუ­ლი ფა­რუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის ტექ­სტობ­რი­ვი გა­შიფვ­რის, ჩა­ნა­წე­რებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბის, მათი ასა­კის და მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ნა­წე­რებ­ზე მონ­ტა­ჟის კვა­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით, სსიპ "ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში“ და­ი­ნიშ­ნა ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით მოხ­და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა ხმის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დად­გინ­და მათი სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ასა­კი. კერ­ძოდ, მო­სა­უბ­რე, რომ­ლის ხმაც მსგავ­სია ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ხმი­სა, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არის მო­ზარ­დი 13 - 18 წლამ­დე დი­ა­პა­ზონ­ში. მო­სა­უბ­რე, რომ­ლის ხმაც მსგავ­სია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხმი­სა, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არის 25-30 წლამ­დე დი­ა­პა­ზონ­ში, ხოლო მო­სა­უბ­რე, რომ­ლის ხმაც მსგავ­სია ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძის ხმი­სა, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბის მო­მენ­ტში არის 35-40 წლამ­დე დი­ა­პა­ზონ­ში.ფო­ნოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მა არის სა­ტე­ლე­ფო­ნო.კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მის, მო­სა­უბ­რე­თა სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ასა­კი­სა და მათი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის მონ­ტა­ჟის­თვის სწო­რედ 2011-2012 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი მი­ყუ­და­რე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი.მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით ასე­ვე დად­გინ­და, რომ 2021 წლის 06 მარტს ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­სულ რე­პორ­ტაჟ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა აუ­დიო ჩა­ნა­წერს აღე­ნიშ­ნე­ბა რე­დაქ­ტი­რე­ბის კვა­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მათ­გა­ნი მი­ღე­ბუ­ლია მონ­ტა­ჟის გზით.

მონ­ტა­ჟის მიზ­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ­ზე და­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი­დან აღე­ბუ­ლი ფონი და რე­დაქ­ტი­რე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბუ­ლია შეც­ვლი­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი.ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას, სხვა­დას­ხვა მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი აუ­დიო თუ ვი­დეო მა­სა­ლა შე­საძ­ლოა დამ­ზად­დეს მონ­ტა­ჟის გზით, ისე რომ არ იც­ვლე­ბო­დეს მისი რე­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სი. თუმ­ცა, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში, აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის მონ­ტა­ჟის შე­დე­გად, შერ­ჩე­ვი­თი ფიქ­სა­ცი­ის გზით, მი­ღე­ბუ­ლია შეც­ვლი­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე სი­ტყვე­ბი და წი­ნა­და­დე­ბე­ბი. მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­უბ­რის მო­ნა­წი­ლე­თა მიერ სხვა­დას­ხვა დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში წარ­მოთ­ქმუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, სი­ტყვე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ბგე­რე­ბიც კი. სა­ერ­თო ჯამ­ში, მონ­ტა­ჟის ავ­ტორ­თათ­ვის სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, ჩა­ნა­წე­რებ­ში, მონ­ტა­ჟის კვა­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა 170 ად­გი­ლას.ექ­სპერ­ტი­ზით დას­ტურ­დე­ბა, რომ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის­თვის მეტი სიმ­ძაფ­რის შე­სა­ძე­ნად და სა­უბ­რებ­ში სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­საქ­მნე­ლად, 21 ად­გი­ლას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სხვა, უც­ნობ პირ­თა ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ეკუთ­ვნით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, ბერა ივა­ნიშ­ვილს ან ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს.

მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­ში ამავდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია პროგ­რა­მუ­ლი იმ­პულ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ტყვე­ლე­ბის ნა­წი­ლის გარ­ჩე­ვას შე­უძ­ლე­ბელს ხდის, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი ახ­დენს ბგე­რე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას. მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის ფონ­ზე, მო­სა­უბ­რე­თა მიერ რე­ა­ლუ­რად წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის სა­სურ­ველს მიმსგავ­სე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი.გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ექ­სპერ­ტი­ზით დას­ტურ­დე­ბა, რომ მონ­ტა­ჟის შე­დე­გად, სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­არ­სის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მო­სა­უბ­რე­თა მიერ სხვა­დას­ხვა დროს წარ­მოთ­ქმუ­ლი არა მხო­ლოდ წი­ნა­და­დე­ბე­ბი და სი­ტყვე­ბი, არა­მედ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ბგე­რე­ბიც კი.ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარ­მო­ად­გენს მო­დე­ლი­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი, სა­დაც აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­უ­ბარ­ში ნახ­სე­ნებ სი­ტყვებ­ზე დაყ­რდნო­ბით - "და­გი­რე­კა­ვენ მი­ნის­ტრე­ბი“, ვი­თარ­დე­ბო­და მო­საზ­რე­ბა, რომ ჩა­ნა­წე­რე­ბი დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო 2012 წლის შემ­დგომ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, რად­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად თით­ქოს­და დი­ა­ლო­გი­სას ნახ­სე­ნე­ბი იყო სი­ტყვა -მი­ნის­ტრე­ბი.ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით კი დგინ­დე­ბა, რომ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებ­ში სი­ტყვა "მი­ნის­ტრე­ბი“ სა­ერ­თოდ ნახ­სე­ნე­ბი არ არის, არა­მედ მონ­ტა­ჟის ფონ­ზე, ორი სი­ტყვის რე­დაქ­ტი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლია სი­ტყვე­ბი "მილი“ და "სტე­ბი“, ხოლო მათი შერ­ჩე­ვი­თი ფიქ­სა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლია მიმსგავ­სე­ბუ­ლი სი­ტყვა მილი-სტე­ბი.ამ­დე­ნად, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში 2021 წლის 6 მარტს "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ რე­პორ­ტაჟ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი და გა­ყალ­ბე­ბუ­ლია.

აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებს მრავ­ლო­ბი­თად აღე­ნიშ­ნე­ბა რე­დაქ­ტი­რე­ბის კვა­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მათ­გა­ნი დამ­ზა­დე­ბუ­ლია მონ­ტა­ჟის შე­დე­გად და შერ­ჩე­ვი­თი ფიქ­სა­ცი­ის გზით მი­ღე­ბუ­ლია შეც­ვლი­ლი, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თათ­ვის სა­სურ­ვე­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მონ­ტა­ჟის გზით შექ­მნილ და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წე­რებს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი ძალა არ გა­აჩ­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას კერ­ძო სა­უბ­რის უნე­ბარ­თვო ჩა­წე­რის და მი­ყუ­რა­დე­ბის, ასე­ვე კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის, ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პირ­თა მხი­ლე­ბის და გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. აქვე გვსურს ხაზ­გას­მით გან­ვა­ცხა­დოთ, რათა ავი­რი­დოთ შემ­დგო­მი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, რა­საც წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ ჰქონ­და ად­გი­ლი, - კერ­ძო სა­უბ­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რის, უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ან მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბის მხრი­დან სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
8

არ იყო საჭირო ისედაც Ყველაფერი დღესავით ნათელია

ეეეეჰჰჰ
36

ბერა, თვითონ გამოვიდა და მთელ საზოგადოებას დაგვიდასტურა, რომ დიახაც დედა, რომ შემაგინეს აბა რას ვიზამდიოო:))) ვის გვაბოლებენ არ ვიცი:)) მთელი ქართველი ერი ტრიტრი და ანტონიიი ვგონივართ:)))) ახაია ჩვენზე, ამ ტყუილში რომ გვაცხოვრებს ეს მთავრობა. ცოტა დამაჯერებელი პროკურორი მაინც გამოგეყვანათ. 

ავტორი:

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. პროკურატურის განცხადების მიხედვით, ჩანაწერი მოდელირებულია.

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ.აღნიშნული აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, დაინტერსებულ პირთა მხრიდან ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერში მოსაუბრეთა ქმედებები შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რაზეც კომპეტენტური უწყებები შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდნენ. ასევე, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ აუდიო ფაილები შექმნილი იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ მობილური ტელეფონის ნომრებზე ფარული მიყურადება მიმდინარეობდა 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში. კერძოდ, მათ მიმართ ფარული სატელეფონო მოსმენა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების დავალებითა და ორგანიზებით 2011 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო, ანუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთებამდე ერთი დღით ადრე. ფარული სატელეფონო მიყურადება მიმდინარეობდა 13 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის, ქურდული სამყაროს წევრობის, განზრახ მკვლელობის, ტერორიზმის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, თაღლითობის და ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე მსჯავრდებულ პირთა ძებნის ფაქტებზე.

ხსენებულ საქმეთა მასალების შესწავლით დგინდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს და ანზორ ჩუბინიძეს არანაირი კავშირი და შემხებლობა საქმეებში მითითებულ ფაქტებთან არ ჰქონიათ. ფარული მიყურადების მასალებში, მათი მობილური ტელეფონის ნომრების მფლობელებად მითითებული იყო გამოგონილი სახელებისა და მეტსახელების მქონე არაიდენტიფიცირებული პირები და ფარული მიყურადებისთვის საფუძვლები იქმნებოდა უკანონოდ, საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით.მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე უკანონო მოსმენა ხორციელდებოდა გიორგი წულაიას, ირაკლი მჭედლიშვილის, ვინმე ბესოს სახელით, ბერა ივანიშვილის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე - გიორგი ფრუიძის, ვინმე გიგას, ვინმე სანდროს სახელით, ანზორ ჩუბინიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე - უშანგი ხაფავას, თორნიკე ყიფიანის, ვინმე ზურას სახელით და ა.შ.აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, ასევე ფორმალურად შექმნილი საფუძვლებით და გამოგონილი სახელებითა და მეტსახელებით, გარდა დასახელებული პირებისა, ფარული სატელეფონო მიყურადება მასობრივად მიმდინარეობდა ასეულობით პირის მიმართ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, „ქართული ოცნების“ წევრების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების, მედია საშუალებების ხელმძღვანელების და ჟურნალისტების კუთვნილ სატელეფონო ნომრებზე.გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ან/და სხვაგვარად იყვნენ დაკავშირებული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენებთან.

მოწმეებმა დაადასტურეს 2011-2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები.ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი.გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხა ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც გამოძიებამ შეძლო ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ჩანაწერების გამოყენებით.დადგინდა, რომ 2011 წელს მუქარის შემცველი შეტყობინებების გადამოწმების მიზნით, ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, შეტყობინების ავტორებს ორ შემთხვევაში შეხვდნენ და გაესაუბრნენ. შეხვედრა შედგა მუქარის შემცველი შეტყობინებების ავტორების საცხოვრებელ მისამართზე, მათივე მშობლების და მეზობლების თანდასწრებით. შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების საწყის ეტაპზევე, ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება ტელეკომპანია „პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები.ამავდროულად, ტელეკომპანიას და მის წარმომადგენლებს, როგორც საჯაროდ, ასევე უშუალოდ გამოკითხვის პროცესშიც, შეეთავაზათ, მათთვის მისაღებ დროსა და ვითარებაში, მათთვის მისაღები ფორმით, გამოძიებისთვის გადაეცათ ფარული აუდიო ჩანაწერების პირველადი, დაუმუშავებელი ვერსია.მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი პროცესის არაერთგზის საჯარო განმარტებისა, საგამოძიებო უწყების მცდელობა, მოეპოვებინა ე.წ. ფარული ჩანაწერების დაუმუშავებელი ვერსია მისი ავთენტურობის დადგენის მიზნით, უსაფუძვლოდ გახდა მედიასაშუალებების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და შეფასდა, როგორც ტელეკომპანია „პირველში“ შეჭრის მცდელობა.

საბოლოოდ, ტელეკომპანია „პირველს“ გამოძიებისთვის სიუჟეტში გასული ჩანაწერები ამ დრომდე არ გადაუცია.ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების ტექსტობრივი გაშიფვრის, ჩანაწერებში მონაწილე პირთა რაოდენობის, მათი ასაკის და მათ შორის არსებული კომუნიკაციის ფორმის იდენტიფიცირების და არსებობის შემთხვევაში ჩანაწერებზე მონტაჟის კვალის დადგენის მიზნით, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით მოხდა აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა ხმის იდენტიფიცირება და დადგინდა მათი საორიენტაციო ასაკი. კერძოდ, მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ბერა ივანიშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის მოზარდი 13 - 18 წლამდე დიაპაზონში. მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ირაკლი ღარიბაშვილის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 25-30 წლამდე დიაპაზონში, ხოლო მოსაუბრე, რომლის ხმაც მსგავსია ანზორ ჩუბინიძის ხმისა, ჩანაწერების გაკეთების მომენტში არის 35-40 წლამდე დიაპაზონში.ფონოსკოპიური ექსპერტიზით ასევე დადგენილია, რომ აუდიო ჩანაწერებში მონაწილე პირთა კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო.კომუნიკაციის ფორმის, მოსაუბრეთა საორიენტაციო ასაკისა და მათი დაბადების თარიღების მხედველობაში მიღებით, კიდევ ერთხელ დასტურდება აუდიო ჩანაწერების მონტაჟისთვის სწორედ 2011-2012 წლებში განხორციელებული ფარული მიყუდარებების შედეგად მოპოვებული საუბრების გამოყენების ფაქტი.მიღებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 06 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში არსებულ ყველა აუდიო ჩანაწერს აღენიშნება რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი მიღებულია მონტაჟის გზით.

მონტაჟის მიზნით, სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მათზე დადებულია სხვადასხვა აუდიო ჩანაწერიდან აღებული ფონი და რედაქტირების შემდეგ საბოლოოდ მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები.ბუნებრივია, რომ სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას, სხვადასხვა მიზნით, გარკვეული აუდიო თუ ვიდეო მასალა შესაძლოა დამზადდეს მონტაჟის გზით, ისე რომ არ იცვლებოდეს მისი რეალური შინაარსი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიღებულია შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები. მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას.ექსპერტიზით დასტურდება, რომ აუდიო ჩანაწერებისთვის მეტი სიმძაფრის შესაძენად და საუბრებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების ხელოვნურად შესაქმნელად, 21 ადგილას გამოყენებულია სხვა, უცნობ პირთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნით ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილს ან ანზორ ჩუბინიძეს.

მონტაჟის პროცესში ამავდროულად გამოყენებულია პროგრამული იმპულსები, რომლებიც მეტყველების ნაწილის გარჩევას შეუძლებელს ხდის, ზოგ შემთხვევაში კი ახდენს ბგერების დამახინჯებას. მსგავსი მანიპულაციების ფონზე, მოსაუბრეთა მიერ რეალურად წარმოთქმული სიტყვებისგან მიღებულია დაინტერესებულ პირთათვის სასურველს მიმსგავსებული სიტყვები.გარდა ზემოაღნიშნულისა, ექსპერტიზით დასტურდება, რომ მონტაჟის შედეგად, სასურველი შინაარსის მისაღებად გამოყენებულია მოსაუბრეთა მიერ სხვადასხვა დროს წარმოთქმული არა მხოლოდ წინადადებები და სიტყვები, არამედ ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი.ერთ-ერთ ასეთ ფაქტს წარმოადგენს მოდელირების კონკრეტული მაგალითი, სადაც აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებ სიტყვებზე დაყრდნობით - ,,დაგირეკავენ მინისტრები“, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში, რადგან გავრცელებული ჩანაწერის თანახმად თითქოსდა დიალოგისას ნახსენები იყო სიტყვა -მინისტრები.ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა ,,მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები.ამდენად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.

აუდიო ჩანაწერებს მრავლობითად აღენიშნება რედაქტირების კვალი, აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის შედეგად და შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია შეცვლილი, დაინტერესებულ პირთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ მონტაჟის გზით შექმნილ და ფალსიფიცირებულ აუდიო ჩანაწერებს არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და გამოვლენის მიზნით. აქვე გვსურს ხაზგასმით განვაცხადოთ, რათა ავირიდოთ შემდგომი სპეკულაციები, რასაც წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, - კერძო საუბრის კომუნიკაციის ჩანაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს ჟურნალისტების ან მედია საშუალების მხრიდან საჯარო სივრცეში აღნიშნული ტიპის ჩანაწერის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის მიმართულებით. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

"უთქვამს, ხომ გაგაფრთხილე, ამ დროს ქუჩაში არ იაროო და მუშტი ჩაურტყია სახეში" - პოლიციელებს 27 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ, რას აცხადებს შსს?

ვინ არის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი?

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან