მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?
"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს წე­ლი­წად­ზე მე­ტია სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობს. სა­ბო­ლო­ოდ, 5 ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უკვე და­ის­ვა და თვის ბო­ლოს გა­ირ­კვე­ვა, რა სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო ამ ექი­მებს.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში სა­ჩი­ვა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის შვილ­მა, რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა შე­ი­ტა­ნა. ექი­მე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი უკვე გა­მოვ­ლინ­და, ბა­ტო­ნი რა­მა­ზი კი დამ­ნა­შა­ვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ითხოვს.

რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი:

- გა­სუ­ლი წლის 7 თე­ბერ­ვალს სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ დე­და­ჩე­მი, მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი და­ბა­ლი წნე­ვის, მე­ტყვე­ლე­ბის დარ­ღვე­ვის და შარ­დვის გაძ­ნე­ლე­ბის მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. დედა გონ­ზე იყო, ამ­ბობ­და, - კარ­გად ვარ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ წა­მიყ­ვა­ნო­თო, მაგ­რამ იმ დღეს უკვე მე­ო­რედ გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო და ექიმ­მა გვირ­ჩია, ჯობ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, - ხომ უნდა გა­ირ­კვეს და­ბა­ლი წნე­ვის მი­ზე­ზიო.

ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის და ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ის შე­დე­გე­ბი შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ო­და. ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე ტვი­ნი ნორ­მა­ლუ­რად, გული კი სრუ­ლად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და. წნე­ვაც 10 ერ­თე­უ­ლით გა­უმ­ჯო­ბეს­და. კლი­ნი­კა­ში მისი შეყ­ვა­ნი­დან ორ სა­ათ­ში მე და ჩემს თან­ხმლებს, ქა­ლის ორი ძლი­ე­რი შე­კივ­ლე­ბა მოგ­ვეს­მა, დე­და­ჩე­მის ხმა მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი, ის გან­წი­რუ­ლი ხმით კი­ო­და. ამ ფაქ­ტი­დან ცოტა ხან­ში მი­თხრეს, რომ დე­დას გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­დას სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირ­და. მისი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო 2020 წლის 26 თე­ბერ­ვალს გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და საქ­მის შეს­წავ­ლა ვთხო­ვე. ერთი თვის შემ­დეგ მი­ვი­ღე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, - სა­კი­თხის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­სო. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ვი­წყე გა­მო­ძი­ე­ბა და და­ვად­გი­ნე, რომ კლი­ნი­კის "ემერ­ჯენსში" კოქ­სათ­რო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ დე­და­ჩემს მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სა­რი გა­და­უმტვრი­ეს. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­გო­ნეთ გამ­წა­რე­ბუ­ლი დე­და­ჩე­მის შე­კივ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ გა­ნუ­ვი­თარ­და, რო­გორც ჩანს, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა, ამას ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია და დედა კო­მა­ში ჩა­ვარ­და, სა­ბო­ლო­ოდ გული გა­უ­ჩერ­და.

"ემერ­ჯენ­სის" ექიმ­მა, თინა გუმ­ბა­რი­ძემ ეს ფაქ­ტი და­მა­ლა და სა­რე­ა­ნი­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ტე­რე­ზა ოსარ­ჩუკ­თან შე­თან­ხმე­ბით ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია გა­ა­ყალ­ბა.

- ძა­ლი­ან მძი­მე ბრალ­დე­ბაა, რო­გორ შე­ი­ტყვეთ, რომ იქ ბარ­ძა­ყი გა­და­უმტვრი­ეს პა­ცი­ენტს, ეს ეჭვი სა­ერ­თოდ რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ?

- ჩემი ეს დას­კვნა ემ­ყა­რე­ბა ჰოს­პიტ­ლის ერთ-ერთი ექი­მის­გან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მის ვი­ნა­ო­ბას მხო­ლოდ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს და­ვუ­სა­ხე­ლებ, რად­გან მე­ში­ნია, მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ მოხ­დეს. ასე­ვე ეს ემ­ყა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს, მედ­პერ­სო­ნა­ლის სა­ეჭ­ვო ქცე­ვებს, მათ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ გან­მარ­ტე­ბებს.

მერ­წმუ­ნეთ, ამ საქ­მე­ში არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი იმის­თვის, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რას. ამ მო­თხოვ­ნით მივ­მარ­თე კი­დეც გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, ისა­ნი-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბას. 10 აპ­რილს კი იქი­დან მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ საქ­მეს ვერ აღ­ძრავ­დნენ, რად­გან ამ საქ­მეს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სწავ­ლობ­და, - თუ დად­გინ­დე­ბა, რომ თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პიტ­ლის ექი­მე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში რა­ი­მე გა­დაც­დო­მა მოხ­და, სა­ა­გენ­ტო თა­ვად მოგ­ვმარ­თავს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის­თვი­სო.

ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოდ გა­ი­წე­ლა ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ამი­ტომ გა­სუ­ლი წლის 15 ივ­ნისს უკვე წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს. წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ისევ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან მო­ვი­და პა­სუ­ხი, რომ ჰოს­პიტ­ლი­დან ამო­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტა­ცია 9 ივ­ნისს და კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის­თვის ერთ-ერთ კლი­ნი­კას გა­და­ეგ­ზავ­ნა. მწერ­დნენ, რომ პა­სუხს მაც­ნო­ბებ­დნენ. ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ რაც შე­სას­წავ­ლად დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­და­იგ­ზავ­ნა, მაგ­რამ ეს ექი­მე­ბი ისევ მუ­შა­ო­ბენ და ამ დრომ­დე მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დამ­დგა­რა. მე­ტიც, ჩემი წე­რი­ლო­ბი­თი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ა­გენ­ტოს დღემ­დე არ გად­მო­უ­ცია ჩემ­თვის ფორ­მა 100, რომ­ლის გაც­ნო­ბის უფ­ლე­ბას კა­ნო­ნი მა­ნი­ჭებს.

- მა­ინც რა­ტომ შე­გე­პა­რათ ეჭვი, რა იყო ამის მი­ზე­ზი?

- დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს­ვე, 2020 წლის 9 თე­ბერ­ვალს, თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლის სა­რე­ა­ნი­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან კა­ნო­ნი­ე­რად მო­ვი­თხო­ვე ავად­მყო­ფის ის­ტო­რი­ის გად­მო­ცე­მა, რა­მაც აშ­კა­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. ყოყ­მა­ნის შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს და­მი­ბა­რეს. და­ნიშ­ნულ დროს იქ ვი­ყა­ვი და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლი ტე­რე­ზა ოსად­ჩუ­კი დამ­ხვდა, მან გა­რეთ გა­მიყ­ვა­ნა და და­ინ­ტე­რეს­და, რის­თვის მჭირ­დე­ბო­და ფორ­მა 100, ჩემ­თვის თუ სხვა რა­ღა­ცის­თვის, მივ­ხვდი იგუ­ლის­ხმა, ჩი­ვილს ხომ არ ვა­პი­რებ­დი, პა­სუხ­მა, რომ ჩემ­თვის მჭირ­დე­ბო­და, აშ­კა­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში გა­და­მა­მი­სა­მარ­თა. დე­დის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ, 14 თე­ბერ­ვალს, გან­მე­ო­რე­ბით კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე მათ ავად­მყო­ფის ის­ტო­რია, თით­ქმის და­ვა­ჯე­რე დო­კუ­მენ­ტი ჩემ­თვის მჭირ­დე­ბო­და და არა სხვა რა­მის­თვის. ოსად­ჩუ­კი რო­გორც იქნა, დამ­თან­ხმდა, მი­თხრა, "ემერ­ჯენ­სის" ექიმს და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ორ დღე­ში შე­მო­მი­ა­რე­თო. დათ­ქმულ დროს რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ოსად­ჩუკ­მა ჩემი თან­დას­წრე­ბით კომ­პი­უ­ტერ­ში ფა­ი­ლე­ბი გახ­სნა, რა დრო­საც ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი ფრა­ზას, მა­რი­ამ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი ჰოს­პი­ტალ­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ვუ­თხა­რი, ეს რა­ტომ წე­რია, - ტყუ­ი­ლია-მეთ­ქი, - ხმა არ ამო­ი­ღო. პრინ­ტერ­ზე ამო­ბეჭ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და სხვა გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გე­ბი და თან ფურ­ცელ­ზე პას­ტით მო­ნიშ­ნა კი­დეც, - გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი 3,6 ჯერ მო­მა­ტე­ბუ­ლი ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი გახ­დაო. ორმა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ექიმ­მა ორ­დღი­ა­ნი თათ­ბი­რის შემ­დეგ გარ­დაც­ვა­ლე­ბის სხვა მი­ზე­ზი ვერ მო­ძებ­ნეს, გარ­და ამ აბ­სურ­დი­სა. ფორ­მა 100 ისევ არ მომ­ცა.

ავად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სი­ყალ­ბეა ის, რომ პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა ამ ტყუ­ი­ლის გა­ბა­თი­ლე­ბა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ორი სას­წრა­ფოს ექი­მის ჩა­ნა­წე­რით. ასე­ვე იმ 5 მოწ­მის ჩვე­ნე­ბი­თაც, რომ­ლე­ბიც პა­ცი­ენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამის­თვის სას­წრა­ფოს ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­თხო­ვა იყო სა­ჭი­რო და მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ამა­ზე არც უფიქ­რია, გა­მო­ძი­ე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აქამ­დე უნდა მი­ე­მარ­თა მათ­თვის.

მე­ო­რე სი­ყალ­ბე ის არის, რომ ის­ტო­რი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არ არის ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნის ფაქ­ტი, რაც მე ჰოს­პიტ­ლის ერთ-ერთი ექი­მის­გან შე­ვი­ტყვე, ამას რომ მა­ლა­ვენ, ეს ფაქ­ტი ოსად­ჩუკ­მა ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში უნებ­ლი­ედ, ირი­ბად აღი­ა­რა, როცა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა იმ ექი­მის ვი­ნა­ო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ვინც ეს მე მი­თხრა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს ექი­მიც გა­მო­ი­კი­თხოს, მაგ­რამ ესეც ხომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს. აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნის ფაქ­ტის უტყუ­ა­რო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა ცხედ­რის ექსგუ­მა­ცი­ით და სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზით.

ჩემი აზ­რით, არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საქ­მე ორი მუხ­ლით აღ­ძრან - გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის და და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის.

და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა არა­მარ­ტო ჰოს­პი­ტა­ლის ექი­მე­ბის, არა­მედ რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის მხრი­და­ნაც იკ­ვე­თე­ბა, რად­გან აშ­კა­რად ბლო­კა­ვენ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას და ამ დრომ­დე პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­უ­მარ­თავთ. ვსვამ კი­თხვას, რა­ტომ ცდი­ლობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო საქ­მის ჩა­ფარ­ცხვას? როცა საქ­მე გვაქვს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ უხე­ში ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან, სხვაგ­ვა­რად მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის გა­დამ­ტვრე­ვა ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია?!

ფაქ­ტია, ეს მოხ­და, რა­მაც ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია და პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ში ჩა­აგ­დო. ეს ხომ უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვაა და ამი­ტო­მაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ის­ტე­რი­ა­შია, არ უნდა და­უშ­ვას ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბა, სხვა ახ­სნა ამას არ აქვს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არც ის არის, რომ საქ­მე გვქონ­დეს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბას­თან. სა­ა­გენ­ტო­ში შე­იძ­ლე­ბა მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან დედა ასა­კო­ვა­ნი იყო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არის დიდი პრობ­ლე­მა, მა­შინ როცა ექი­მებს დუ­დევ­რო­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი უკ­ვდე­ბათ. თუ ასე ფიქ­რო­ბენ, მა­შინ გა­მო­დის ამ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი გვაქვს ადა­მი­ა­ნის ასა­კობ­რივ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას­თან, რაც ასე­ვე რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­საც მივ­მარ­თე. ამის შემ­დეგ მი­ვი­ღე რე­გუ­ლი­რე­ბი­დან პა­სუ­ხი, რომ 5 ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­დაც­დო­მა გა­მოვ­ლინ­დაო. ყვე­ლას აქვს რა­ღაც შეც­დო­მა დაშ­ვე­ბუ­ლი და ახლა იმ­სჯე­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი საბ­ჭო მათ რა პა­სუ­ხის­მგებ­ლობს და­ა­კის­რებს. ამით ცდი­ლო­ბენ გვერ­დი აუ­ა­რონ რე­ა­ლო­ბას. მე არ ვამ­ბობ, რომ 5 ექიმ­მა პირი შეკ­რა და დე­და­ჩე­მი მოკ­ლა, მე ვი­თხოვ და­ი­სა­ჯოს ის პირი, ვინც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, უხე­ში მო­პყრო­ბით დე­დას მენჯ-ბარ­ძა­ყი გა­და­უმტვრია, ასე­ვე და­ის­ჯოს ისი­ნი, ვინც ეს და­ნა­შა­უ­ლი და­მა­ლა დ შე­ე­ცა­და ჩა­ფარ­ცხვას. ვი­თხოვ სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს. იმე­დი მაქვს, ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას. სტრას­ბურ­გამ­დეც რომ მო­მი­წი­ოს წას­ვლა, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ იმის­თვის, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ.

რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს პრეს­სამ­სა­ხურს. იქ გვი­თხრეს, რომ 5 ექი­მის სა­კი­თხზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ ,თვის ბო­ლოს იმ­სჯე­ლე­ბენ. სხვა კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით უწყე­ბა­ში არ აკე­თე­ბენ.

რა­მაზ ქარ­თვე­ლიშ­ვილს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან აც­ნო­ბეს, რომ 5 ექი­მის დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია. ამ დას­კვნა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ის დარ­ღვე­ვე­ბი, რაც ექი­მებ­მა და­უშ­ვეს. დო­კუ­მენ­ტში წე­რია ისიც, სიკ­ვდი­ლის დროს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო პა­ცი­ენ­ტი.

(დად­გე­ნი­ლი კლი­ნი­კუ­რი დი­აგ­ნო­ზი შოკი, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცია, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის, პნევ­მო­ნია, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა) ძი­რი­თა­დად ამ დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ რა კვლე­ვე­ბი უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფი­ლის ექი­მებს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის­თვის, მაგ­რამ არ ჩა­ა­ტა­რეს.

რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ის­ვა სა­კი­თხი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წი­ნა­შე თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პიტ­ლის ექი­მე­ბის: კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის ექი­მის ოთარ კუ­ჭაშ­ვი­ლის, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ ვაჟა სი­ხა­რუ­ლი­ძის, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ ტე­რე­ზა ოსად­ჩუ­კის, ნეფ­რო­ლოგ ალექ­სან­დრე ძნე­ლა­ძის და ში­ნა­გა­ნი მე­დი­ცი­ნის ექი­მის ნინო ჯა­ყე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლონ. რო­გორ დას­ჯი­ან ამ ექი­მებს, შე­უ­ჩე­რე­ბენ თუ რა რო­მე­ლი­მეს სერ­თი­ფი­კატს, თუ მხო­ლოდ საყ­ვე­დუ­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, რა სან­ქცია და­ე­კის­რე­ბათ მათ, ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ფაქ­ტი ერ­თია, სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბი პა­ცი­ენტს არ ჩა­უ­ტარ­და. რომ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, შე­საძ­ლოა მი­ეგ­ნოთ, თუ რა იყო პრობ­ლე­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ასე­ვე თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალს, კერ­ძოდ პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელს ნინი კი­ლა­ძეს და ვთხო­ვეთ, ამ ბრალ­დე­ბებ­ზე კლი­ნი­კის პო­ზი­ცია მოგ­ვეს­მი­ნა ან დაგ­ვხმა­რე­ბო­და ექი­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში. გვი­თხრა, რომ გა­არ­კვევ­და ამ სა­კითხს, თუმ­ცა მერე არ დაგ­ვკავ­ში­რე­ბია.

სა­ტე­ლე­ფო­ნი სა­უ­ბარ­ში კი თა­ვად ამ ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და.

"ცრუ ბრალ­დე­ბებს არ ვე­თან­ხმე­ბით, 92 წლის პა­ცი­ენ­ტი იყო 45 კი­ლოგ­რა­მი, შე­მო­სუ­ლია კლი­ნი­კა­ში და რას ჰქვია, ძვა­ლი გა­და­უ­ტე­ხეს. შე­უ­სა­ბა­მოა პა­ცი­ენ­ტის პატ­რო­ნის­გან ეს ბრალ­დე­ბე­ბი. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია არ­სე­ბობს და ვინც მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, გვაქვს მი­წო­დე­ბუ­ლი, დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­და­ცე­მუ­ლია რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის და მი­დის მსვლე­ლო­ბა, ახლა მე რა კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. რე­გუ­ლი­რე­ბის თე­მე­ბია, რე­გუ­ლი­რე­ბა სწავ­ლობს და ვე­ლო­დე­ბით პა­სუხს", - გვი­თხრა ნინი კი­ლა­ძემ.

ამ სა­კითხს ახლა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტიც სწავ­ლობს, რად­გან შვილ­მა გან­ცხა­დე­ბით მა­თაც მი­მარ­თა. ოჯა­ხი კი სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­შია და ექი­მე­ბის დას­ჯას ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯინ
9

ძალიან ბევრი კარგი ექიმია, თუმცა არიან ესეთი მკვლელი ექიმები და ისინი უნდა ჩამოშორდნენ ექიმობას, ძაან ბევრი ცოდვა ტრიალებს ჩარაზულ კლინიკებში.

nene
4

80 პროცენტი ასეთი ექიმებითაა დაკომპლექტებული მთელი ჯანდაცვა და ეხლა ენდე ამათ,ამ უსინდისო ხალხს, ჯერ სად არიან, თოთოეულ უნამუსო ექიმს იქ მოეკითხება, სადაც ჯერ არს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მარიამ ქართველიშვილის გარდაცვალების მიზეზებს წელიწადზე მეტია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. საბოლოოდ, 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დაისვა და თვის ბოლოს გაირკვევა, რა სანქციებს დაუწესებს პროფესიული განვითარების საბჭო ამ ექიმებს.

რეგულირების სააგენტოში საჩივარი გარდაცვლილი ქალბატონის შვილმა, რამაზ ქართველიშვილმა შეიტანა. ექიმების დარღვევები უკვე გამოვლინდა, ბატონი რამაზი კი დამნაშავის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს.

რამაზ ქართველიშვილი:

- გასული წლის 7 თებერვალს სასწრაფოს ბრიგადამ დედაჩემი, მარიამ ქართველიშვილი დაბალი წნევის, მეტყველების დარღვევის და შარდვის გაძნელების მიზეზის დასადგენად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანა. დედა გონზე იყო, ამბობდა, - კარგად ვარ და საავადმყოფოში არ წამიყვანოთო, მაგრამ იმ დღეს უკვე მეორედ გამოვიძახეთ სასწრაფო და ექიმმა გვირჩია, ჯობდა საავადმყოფოში გადაგვეყვანა, - ხომ უნდა გაირკვეს დაბალი წნევის მიზეზიო.

ჰოსპიტალში გადაღებული კომპიუტერული ტომოგრაფიის და ელექტროკარდიოგრაფიის შედეგები შეშფოთების საფუძველს არ იძლეოდა. ასაკობრივი ცვლილებების ფონზე ტვინი ნორმალურად, გული კი სრულად გამართულად მუშაობდა. წნევაც 10 ერთეულით გაუმჯობესდა. კლინიკაში მისი შეყვანიდან ორ საათში მე და ჩემს თანხმლებს, ქალის ორი ძლიერი შეკივლება მოგვესმა, დედაჩემის ხმა მაშინვე ვიცანი, ის განწირული ხმით კიოდა. ამ ფაქტიდან ცოტა ხანში მითხრეს, რომ დედას გული გაუჩერდა და გარდაიცვალა.

დედას სასიკვდილო არაფერი სჭირდა. მისი საეჭვო გარემოებაში გარდაცვალების გამო 2020 წლის 26 თებერვალს განცხადებით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს და საქმის შესწავლა ვთხოვე. ერთი თვის შემდეგ მივიღე შეტყობინება, - საკითხის შესწავლა მიმდინარეობსო. ამის პარალელურად, დამოუკიდებლად დავიწყე გამოძიება და დავადგინე, რომ კლინიკის "ემერჯენსში" კოქსათროზით დაავადებულ დედაჩემს მენჯ-ბარძაყის სახსარი გადაუმტვრიეს. სწორედ მაშინ გავიგონეთ გამწარებული დედაჩემის შეკივლება. ამის შემდეგ განუვითარდა, როგორც ჩანს, შინაგანი სისხლდენა, ამას ყურადღება არავინ მიაქცია და დედა კომაში ჩავარდა, საბოლოოდ გული გაუჩერდა.

"ემერჯენსის" ექიმმა, თინა გუმბარიძემ ეს ფაქტი დამალა და სარეანიმაციო განყოფილების ხელმძღვანელთან, ტერეზა ოსარჩუკთან შეთანხმებით ავადმყოფობის ისტორია გააყალბა.

- ძალიან მძიმე ბრალდებაა, როგორ შეიტყვეთ, რომ იქ ბარძაყი გადაუმტვრიეს პაციენტს, ეს ეჭვი საერთოდ რატომ გაგიჩნდათ?

- ჩემი ეს დასკვნა ემყარება ჰოსპიტლის ერთ-ერთი ექიმისგან მიღებულ ინფორმაციას, მის ვინაობას მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს დავუსახელებ, რადგან მეშინია, მასზე ზემოქმედება არ მოხდეს. ასევე ეს ემყარება პაციენტისთვის ჩატარებული კვლევის შედეგებს, მედპერსონალის საეჭვო ქცევებს, მათ წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს.

მერწმუნეთ, ამ საქმეში არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამ მოთხოვნით მივმართე კიდეც გასული წლის მარტში, ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მეორე განყოფილებას. 10 აპრილს კი იქიდან მივიღე პასუხი, რომ საქმეს ვერ აღძრავდნენ, რადგან ამ საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობდა, - თუ დადგინდება, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმების მუშაობის პროცესში რაიმე გადაცდომა მოხდა, სააგენტო თავად მოგვმართავს შესაბამისი რეაგირებისთვისო.

ძალიან საეჭვოდ გაიწელა ამ საქმის გამოძიება რეგულირების სააგენტოში, ამიტომ გასული წლის 15 ივნისს უკვე წერილობით მივმართე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს. წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში, ისევ რეგულირების სააგენტოდან მოვიდა პასუხი, რომ ჰოსპიტლიდან ამოიღეს დოკუმენტაცია 9 ივნისს და კლინიკური შეფასებისთვის ერთ-ერთ კლინიკას გადაეგზავნა. მწერდნენ, რომ პასუხს მაცნობებდნენ. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც შესასწავლად დოკუმენტები გადაიგზავნა, მაგრამ ეს ექიმები ისევ მუშაობენ და ამ დრომდე მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მეტიც, ჩემი წერილობითი თხოვნის მიუხედავად, სააგენტოს დღემდე არ გადმოუცია ჩემთვის ფორმა 100, რომლის გაცნობის უფლებას კანონი მანიჭებს.

- მაინც რატომ შეგეპარათ ეჭვი, რა იყო ამის მიზეზი?

- დედის გარდაცვალების დღესვე, 2020 წლის 9 თებერვალს, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის სარეანიმაციო განყოფილებიდან კანონიერად მოვითხოვე ავადმყოფის ისტორიის გადმოცემა, რამაც აშკარა დაბნეულობა გამოიწვია. ყოყმანის შემდეგ, მეორე დღეს დამიბარეს. დანიშნულ დროს იქ ვიყავი და განყოფილებაში ხელმძღვანელი ტერეზა ოსადჩუკი დამხვდა, მან გარეთ გამიყვანა და დაინტერესდა, რისთვის მჭირდებოდა ფორმა 100, ჩემთვის თუ სხვა რაღაცისთვის, მივხვდი იგულისხმა, ჩივილს ხომ არ ვაპირებდი, პასუხმა, რომ ჩემთვის მჭირდებოდა, აშკარად დააკმაყოფილა და სამოქალაქო რეესტრში გადამამისამართა. დედის დაკრძალვის შემდეგ, 14 თებერვალს, განმეორებით კატეგორიულად მოვთხოვე მათ ავადმყოფის ისტორია, თითქმის დავაჯერე დოკუმენტი ჩემთვის მჭირდებოდა და არა სხვა რამისთვის. ოსადჩუკი როგორც იქნა, დამთანხმდა, მითხრა, "ემერჯენსის" ექიმს დაველაპარაკები და ორ დღეში შემომიარეთო. დათქმულ დროს რეანიმაციის განყოფილებაში ოსადჩუკმა ჩემი თანდასწრებით კომპიუტერში ფაილები გახსნა, რა დროსაც ავადმყოფობის ისტორიაში თვალი მოვკარი ფრაზას, მარიამ ქართველიშვილი ჰოსპიტალში შემოიყვანეს უგონო მდგომარეობაში. ვუთხარი, ეს რატომ წერია, - ტყუილია-მეთქი, - ხმა არ ამოიღო. პრინტერზე ამობეჭდა ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევის შედეგები და თან ფურცელზე პასტით მონიშნა კიდეც, - გულის გაჩერების და გარდაცვალების მიზეზი 3,6 ჯერ მომატებული ლეიკოციტები გახდაო. ორმა დაინტერესებულმა ექიმმა ორდღიანი თათბირის შემდეგ გარდაცვალების სხვა მიზეზი ვერ მოძებნეს, გარდა ამ აბსურდისა. ფორმა 100 ისევ არ მომცა.

ავადმყოფობის ისტორიაში დაფიქსირებული პირველი სიყალბეა ის, რომ პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. თუმცა ამ ტყუილის გაბათილება ადვილად შეიძლება ორი სასწრაფოს ექიმის ჩანაწერით. ასევე იმ 5 მოწმის ჩვენებითაც, რომლებიც პაციენტის ტრანსპორტირებაში გვეხმარებოდნენ. ამისთვის სასწრაფოს ჩანაწერების გამოთხოვა იყო საჭირო და მოწმეების დაკითხვა, მაგრამ, როგორც ჩანს, რეგულირების სააგენტოს ამაზე არც უფიქრია, გამოძიება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა და რეგულირების სააგენტოს აქამდე უნდა მიემართა მათთვის.

მეორე სიყალბე ის არის, რომ ისტორიაში დაფიქსირებული არ არის შინაგანი სისხლდენის ფაქტი, რაც მე ჰოსპიტლის ერთ-ერთი ექიმისგან შევიტყვე, ამას რომ მალავენ, ეს ფაქტი ოსადჩუკმა ჩემთან საუბარში უნებლიედ, ირიბად აღიარა, როცა დაჟინებით მოითხოვა იმ ექიმის ვინაობის დასახელება ვინც ეს მე მითხრა. აუცილებელია ეს ექიმიც გამოიკითხოს, მაგრამ ესეც ხომ საგამოძიებო უწყებამ უნდა გააკეთოს. აუცილებლობის შემთხვევაში შინაგანი სისხლდენის ფაქტის უტყუარობა დადასტურდება ცხედრის ექსგუმაციით და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით.

ჩემი აზრით, არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ სამართალდამცავებმა საქმე ორი მუხლით აღძრან - გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და დანაშაულის დაფარვისთვის.

დანაშაულის დაფარვა არამარტო ჰოსპიტალის ექიმების, არამედ რეგულირების სააგენტოს პასუხისმგებელი პირების მხრიდანაც იკვეთება, რადგან აშკარად ბლოკავენ საქმის გამოძიებას და ამ დრომდე პოლიციისთვის არ მიუმართავთ. ვსვამ კითხვას, რატომ ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო საქმის ჩაფარცხვას? როცა საქმე გვაქვს სამედიცინო პერსონალის მხრიდან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიმართ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებასთან, სხვაგვარად მენჯ-ბარძაყის სახსრის გადამტვრევა ხომ შეუძლებელია?!

ფაქტია, ეს მოხდა, რამაც შინაგანი სისხლდენა გამოიწვია და პაციენტი კომაში ჩააგდო. ეს ხომ უპრეცედენტო შემთხვევაა და ამიტომაც ჯანდაცვის სამინისტრო ისტერიაშია, არ უნდა დაუშვას ამ უპრეცედენტო ფაქტის გახმაურება, სხვა ახსნა ამას არ აქვს. გამორიცხული არც ის არის, რომ საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან. სააგენტოში შეიძლება მიიჩნევენ, რადგან დედა ასაკოვანი იყო, მისი გარდაცვალება არ არის დიდი პრობლემა, მაშინ როცა ექიმებს დუდევრობით ახალგაზრდები უკვდებათ. თუ ასე ფიქრობენ, მაშინ გამოდის ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ადამიანის ასაკობრივ დისკრიმინაციასთან, რაც ასევე რეაგირებას მოითხოვს.

სახალხო დამცველსაც მივმართე. ამის შემდეგ მივიღე რეგულირებიდან პასუხი, რომ 5 ექიმის პროფესიული საქმიანობის გადაცდომა გამოვლინდაო. ყველას აქვს რაღაც შეცდომა დაშვებული და ახლა იმსჯელებს პროფესიული საბჭო მათ რა პასუხისმგებლობს დააკისრებს. ამით ცდილობენ გვერდი აუარონ რეალობას. მე არ ვამბობ, რომ 5 ექიმმა პირი შეკრა და დედაჩემი მოკლა, მე ვითხოვ დაისაჯოს ის პირი, ვინც გაუფრთხილებლობით, უხეში მოპყრობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია, ასევე დაისჯოს ისინი, ვინც ეს დანაშაული დამალა დ შეეცადა ჩაფარცხვას. ვითხოვ სიმართლე გაირკვეს. იმედი მაქვს, ამ საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველიც აუცილებლად მიმართავს პროკურატურას. სტრასბურგამდეც რომ მომიწიოს წასვლა, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

რამაზ ქართველიშვილთან საუბრის შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდით რეგულირების სააგენტოს პრესსამსახურს. იქ გვითხრეს, რომ 5 ექიმის საკითხზე პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე, სავარაუდოდ ,თვის ბოლოს იმსჯელებენ. სხვა კომენტარს ჯერჯერობით უწყებაში არ აკეთებენ.

რამაზ ქართველიშვილს რეგულირების სააგენტოდან აცნობეს, რომ 5 ექიმის დაშვებული შეცდომები უკვე გამოვლენილია. ამ დასკვნაში ჩამოთვლილია ის დარღვევები, რაც ექიმებმა დაუშვეს. დოკუმენტში წერია ისიც, სიკვდილის დროს რა მდგომარეობაში იყო პაციენტი.

(დადგენილი კლინიკური დიაგნოზი შოკი, დაუზუსტებელი საშარდე გზების ინფექცია, დაუზუსტებელი ლოკალიზაციის, პნევმონია, დაუზუსტებელი თირკმლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა) ძირითადად ამ დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ რა კვლევები უნდა ჩაეტარებინათ კონკრეტული პროფილის ექიმებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის, მაგრამ არ ჩაატარეს.

რეგულირების სააგენტოს მიერ დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმების: კრიტიკული მედიცინის ექიმის ოთარ კუჭაშვილის, ანესთეზიოლოგ ვაჟა სიხარულიძის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ტერეზა ოსადჩუკის, ნეფროლოგ ალექსანდრე ძნელაძის და შინაგანი მედიცინის ექიმის ნინო ჯაყელის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილონ. როგორ დასჯიან ამ ექიმებს, შეუჩერებენ თუ რა რომელიმეს სერთიფიკატს, თუ მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლებიან, რა სანქცია დაეკისრებათ მათ, ეს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

ფაქტი ერთია, სათანადო კვლევები პაციენტს არ ჩაუტარდა. რომ ჩაეტარებინათ, შესაძლოა მიეგნოთ, თუ რა იყო პრობლემა. ბუნებრივია, ჩვენ დავუკავშირდით ასევე თბილისის ზღვის ჰოსპიტალს, კერძოდ პრესსამსახურის თანამშრომელს ნინი კილაძეს და ვთხოვეთ, ამ ბრალდებებზე კლინიკის პოზიცია მოგვესმინა ან დაგვხმარებოდა ექიმებთან დაკავშირებაში. გვითხრა, რომ გაარკვევდა ამ საკითხს, თუმცა მერე არ დაგვკავშირებია.

სატელეფონი საუბარში კი თავად ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

"ცრუ ბრალდებებს არ ვეთანხმებით, 92 წლის პაციენტი იყო 45 კილოგრამი, შემოსულია კლინიკაში და რას ჰქვია, ძვალი გადაუტეხეს. შეუსაბამოა პაციენტის პატრონისგან ეს ბრალდებები. ყველანაირი სამედიცინო დოკუმენტაცია არსებობს და ვინც მოითხოვა ინფორმაცია, გვაქვს მიწოდებული, დოკუმენტაცია გადაცემულია რეგულირების სამსახურისთვის და მიდის მსვლელობა, ახლა მე რა კომენტარი გავაკეთო. რეგულირების თემებია, რეგულირება სწავლობს და ველოდებით პასუხს", - გვითხრა ნინი კილაძემ.

ამ საკითხს ახლა სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს, რადგან შვილმა განცხადებით მათაც მიმართა. ოჯახი კი საბოლოო პასუხის მოლოდინშია და ექიმების დასჯას ითხოვს.

"წლის ბოლოს კოჯრის ბავშვთა სახლს საერთოდ ვხურავთ...  ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები მუშაობას გააგრძელებენ..." - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"წყობიდან გამოვედი... ნერვები აღარ მივარგა" - რას წერს ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძესთან დაძაბული დებატების შემდეგ?

"ახლა დაუძახეთ, აბა, გახარიას "დარტანიანი"... აღარ არის ახლა მოდაში" - ზურაბ ჯაფარიძე თენგიზ ცერცვაძეს