ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროპარლამენტარის შეფასებით, "კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.
"ძალიან ვარ შეშფოთებული საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაჩქარევად დანიშვნის გამო. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ევროკავშირის მიკრო-ფინანსურ დახმარებასთან საქართველოსთვის. ვენეციის კომისიის უგულებელყოფა არ არის გონივრული. სასამართლოს სისტემაში „კლანური“ სისტემა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას", - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ეხ ჩემო ვიოლა,სასამართლო კი არა ქართველების გენოციდი მიდის ვაქცინების არქონის გამო და შენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი იქნება ამაში მაინც დაეხმარო ქართველობას და ხმა მიაწვდინო ევროპას.აბა ჩვენ მთავრობას ეხლა ხალხისთვის არა სცალია ბანკებში მოსავალი აქვთ ასაღები.
ვაა, შეშფოთდნენ ? არაუშავრს, გადავიტანთ როგორმე...