სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეოს ვერავინ შემიცვლის, მაგრამ დავიღალე მარტოობით... შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი" - გელა დაიაურის ემოციური ინტერვიუ ახალ სიყვარულსა და წარსულის ტრაგედიაზე
"თეოს ვერავინ შემიცვლის, მაგრამ დავიღალე მარტოობით... შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი" - გელა დაიაურის ემოციური ინტერვიუ ახალ სიყვარულსა და წარსულის ტრაგედიაზე

2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

ტრა­გე­დი­ი­დან 11 წელი გა­ვი­და და გელა და­ი­ა­ურს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი დღემ­დე უჭირს. შემ­ზა­რა­ვი ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლეა. გელა და­ი­ა­უ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ამა­ზე მან გა­და­ცე­მა "ყვი­თელ ყუთ­ში" ისა­უბ­რა:

"ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო... და­ვი­ღა­ლე", - ამ­ბობს გელა და­ი­ა­უ­რი.

გელა და­ი­ა­ურ­მა მისი წარ­სუ­ლი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც წლე­ბის წინ მისი 9 წლის და ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

"ეს ტრა­გე­დია რომ მოხ­და, 22-23 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. სახ­ლში სუფ­რა იყო და მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო სტუმ­რად. ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი იყ­ვნენ და უხა­რო­დათ ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა. მე სახ­ლში არ ვი­ყა­ვი, მთა­ში ვი­ყა­ვი ასუ­ლი და ამ დროს მომ­ხდა­რა ამ­ბა­ვი. ბე­ბე­რი ძაღ­ლი გვყავ­და და იმის მოკ­ვლა გა­და­უ­წყვე­ტია ამ კაცს და ძაღლს აცდა და ჩემს დას მოხ­ვდა. ბრმა ტყვია მოხ­ვდა მას და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 9 წლის ბავ­შვი, თაია.

არ მა­ვი­წყდე­ბა გა­მოს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი. მა­შინ დე­დას და­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. მახ­სოვს დე­დას გა­ფით­რე­ბუ­ლი სახე. ძა­ლი­ან მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი. ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უნებ­ლი­ედ და მო­მიკ­ლა, გელა და­ი­ა­უ­რია. სამი წლის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი დაბრმავ­და და თვით­მკვლე­ლო­ბით და­ამ­თავ­რა სი­ცო­ცხლე" - ამ­ბობს და­ი­ა­უ­რი.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დედა
1

იცით რა ადვილია სხვისი განკითხვა?ღმერთმა ყველა კარგად და ბედნიერად გამყოისთ,მაგრამ სანამ ვინმეს განიკითხავ გაიარეთ ის გზა რაც მან გაიარა,ყველა იმ ტკივილით რითაც მან 11 წელი იცხოვრა,და მერე განიკითხეთ.(რა ვიცი ცოლები გყავთ სახლში სხვებთან დადიხართ) რა დააშავა ამ კაცმა?დაიღალა მარტოომით,ტკივილით და ცოლი მოიყვანა .ეს დანაშაულია? დაანებეთ სხვების განკითხვას თავი ,ყველამ თავის საქმეს მიხედეთ

keti
16

qmertma bednieri qamkopos scored teos sulsac eq qauxardeba sen rom besbieri iknebi da qaxarebuli 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"თეოს ვერავინ შემიცვლის, მაგრამ დავიღალე მარტოობით... შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი" - გელა დაიაურის ემოციური ინტერვიუ ახალ სიყვარულსა და წარსულის ტრაგედიაზე

"თეოს ვერავინ შემიცვლის, მაგრამ დავიღალე მარტოობით... შემხვდა ძალიან კარგი ადამიანი" - გელა დაიაურის ემოციური ინტერვიუ ახალ სიყვარულსა და წარსულის ტრაგედიაზე

2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა და გელა დაიაურს მომხდარზე საუბარი დღემდე უჭირს. შემზარავი ამბიდან რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მის ცხოვრებაში სიახლეა. გელა დაიაური შეყვარებულია. ამაზე მან გადაცემა "ყვითელ ყუთში" ისაუბრა:

"ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება... თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო... დავიღალე", - ამბობს გელა დაიაური.

გელა დაიაურმა მისი წარსულიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი გაიხსენა, როდესაც წლების წინ მისი 9 წლის და ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

"ეს ტრაგედია რომ მოხდა, 22-23 წლის ვიქნებოდი. სახლში სუფრა იყო და მამაჩემის ბიძაშვილი იყო სტუმრად. ერთად გაზრდილები იყვნენ და უხაროდათ ერთმანეთთან შეხვედრა. მე სახლში არ ვიყავი, მთაში ვიყავი ასული და ამ დროს მომხდარა ამბავი. ბებერი ძაღლი გვყავდა და იმის მოკვლა გადაუწყვეტია ამ კაცს და ძაღლს აცდა და ჩემს დას მოხვდა. ბრმა ტყვია მოხვდა მას და ადგილზე გარდაიცვალა 9 წლის ბავშვი, თაია.

არ მავიწყდება გამოსვენების პერიოდი. მაშინ დედას დატირების უფლება არ ჰქონდა. მახსოვს დედას გაფითრებული სახე. ძალიან მძიმედ მახსენდება ეს პერიოდი. ეს ადამიანი, რომელმაც უნებლიედ და მომიკლა, გელა დაიაურია. სამი წლის შემდეგ ეს ადამიანი დაბრმავდა და თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე" - ამბობს დაიაური.