იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრს ლევან გზირიშვილს მონა უწოდა.
ჯანეზაშილის თქმით, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლე გახდა და გზირიშვილის მსგავსი მოსამართლეები სისტემიდან უნდა წავიდნენ.
„თქვენი შვილი გახდა მოსამართლე. თქვენ ხართ მონა, უვარგისი ამ ქვეყნისთვის. თქვენისთანა ადამიანები ამ სისტემიდან უნდა წავიდნენ. რატომ გახდა თქვენი შვილი მოსამართლე? რატომ გახდა გამაგებინეთ, ეს არის საჯარო სისტემა? შენ ხარ მონა, უსირცხვილო. შვილი დანიშნე მოსამართლის თანამდებობაზე“, - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა გზირიშვილს მაშინ, როდესაც გზირიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
ლევან გზირიშვილმა კი ნაზი ჯანეზაშვილს ჰკითხა: "თქვენ როგორ დაინიშნეთ საბჭოს წევრად? ვისი რეკომენდაციით დაინიშნეთ?".