სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე
"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ლე­გენ­დამ ლი­ო­ნელ მე­სიმ, ჭად­რა­კის ქარ­თველ ლე­გენ­დას, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ონ­სა და არა­ერ­თი ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბულს - ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს სა­ჩუქ­რად მა­ი­სუ­რი გა­მო­უგ­ზავ­ნა. ცოტა ხნის წინ, ქალ­ბა­ტონ ნო­ნას 80 წელი შე­უს­რულ­და და საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­გან სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუ­ქა­რი მის­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა!

ქალ­ბა­ტო­ნი ნონა თა­ვის ემო­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებს:

- ეს უდი­დე­სი სი­ურპრი­ზია ჩემ­თვის და ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცია და­მე­უფ­ლა. წლე­ბია, "ბარ­სე­ლო­ნას" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ და ლი­ო­ნელ მე­სის დიდ პა­ტივს ვცემ, მომ­წონს არამ­ხო­ლოდ რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლი, არა­მედ - რო­გორც პი­როვ­ნე­ბა. "ბარ­სე­ლო­ნი­სად­მი" ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლამ იცის და, რო­გორც ჩანს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ იგი საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა და აქე­დან წა­მო­ვი­და სურ­ვი­ლი, რომ მე­სის ჩემ­თვის ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ი­სუ­რი არ არის, აწე­რია - ნონა, გი­ლო­ცავთ იუ­ბი­ლეს! სა­უ­კე­თე­სო სურ­ვი­ლე­ბით და ზედ­ვეა მე­სის ხელ­მო­წე­რა. ეს, ჩემ­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ლიკ­ვი­აა.

დღე­ვან­დელ მსოფ­ლიო ფეხ­ბურთში ჩემ­თვის მესი ყვე­ლა­ფე­რია! უდი­დე­სი მო­თა­მა­შეა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, "ბარ­სე­ლო­ნის" თა­მაშს სტა­დი­ონ­ზე თუ დას­წრე­ბი­ხართ?

- არა, თუმ­ცა 2-3 წლის წინ ბარ­სე­ლო­ნა­ში, ვე­ტე­რან­თა ტურ­ნირ­ზე ვი­ყა­ვი სა­თა­მა­შოდ. იმ პე­რი­ოდ­ში ბარ­სე­ლო­ნის სტა­დი­ონ­ზე გუნ­დის თა­მა­შე­ბი არ მი­დი­ო­და, თუმ­ცა, ექ­სკურ­სია ჩა­მი­ტა­რეს. წა­ვე­დით მე, ფე­დე­რა­ცი­ის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ერთი მსა­ჯი. სა­ოც­რე­ბაა, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა! სტა­დი­ო­ნის სხვა­დას­ხვა სი­მაღ­ლე­ზეც კი ავე­დი, რომ იქი­დან შე­მე­ხე­და მთლი­ა­ნი სივ­რცის­თვის. მუ­ზე­უ­მიც და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და იქი­დან რომ გა­მო­დი­ხარ, ად­გი­ლია, სა­დაც ფო­ტო­ე­ბი შე­გიძ­ლია გა­და­ი­ღო, ფო­ტო­შო­პი გე­გო­ნე­ბათ, ისე­თი გა­მო­დის - თით­ქოს სტა­დი­ონ­ზე ხარ და ნე­ბის­მი­ერ ფეხ­ბურ­თელ­თან დად­გე­ბი, ვერ გა­არ­ჩე­ვენ ნამ­დვი­ლის­გან. მეც გა­და­ვი­ღე და მერე "ვა­ტყუ­ებ­დი" მე­გობ­რებს, ვი­თომ ნამ­დვი­ლად იყ­ვნენ (იცი­ნის). სა­რეკ­ლა­მო ალ­ბო­მე­ბი­თა და ბუკ­ლე­ტე­ბით დაგ­ვა­სა­ჩუქ­რეს და იქ ჩემი ერთ-ერთი ასე­თი ფო­ტოც იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
0

ქალბატონო ნონა, ქვეყნის სახელი ხართ, ძალიან დიდი მადლობა მესის...........

x
1

რა საამაყოა, როცა ნონა გაფრინდაშვილი გყავს და რა უმადურობაა, როცა მისი იუბილე ასე ფერმკრთალად აღინიშნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

"როგორც ჩანს, აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის საჩუქარზე

ფეხბურთის მსოფლიო ლეგენდამ ლიონელ მესიმ, ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონსა და არაერთი ტურნირის გამარჯვებულს - ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად მაისური გამოუგზავნა. ცოტა ხნის წინ, ქალბატონ ნონას 80 წელი შეუსრულდა და საყვარელი ფეხბურთელისგან სამახსოვრო საჩუქარი მისთვის ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა!

ქალბატონი ნონა თავის ემოციებს გვიზიარებს:

- ეს უდიდესი სიურპრიზია ჩემთვის და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ემოცია დამეუფლა. წლებია, "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ და ლიონელ მესის დიდ პატივს ვცემ, მომწონს არამხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ - როგორც პიროვნება. "ბარსელონისადმი" ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის და, როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაციამ იგი საქმის კურსში ჩააყენა და აქედან წამოვიდა სურვილი, რომ მესის ჩემთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა. ეს ჩვეულებრივი მაისური არ არის, აწერია - ნონა, გილოცავთ იუბილეს! საუკეთესო სურვილებით და ზედვეა მესის ხელმოწერა. ეს, ჩემთვის, ფაქტობრივად, რელიკვიაა.

დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ჩემთვის მესი ყველაფერია! უდიდესი მოთამაშეა.

- ქალბატონო ნონა, "ბარსელონის" თამაშს სტადიონზე თუ დასწრებიხართ?

- არა, თუმცა 2-3 წლის წინ ბარსელონაში, ვეტერანთა ტურნირზე ვიყავი სათამაშოდ. იმ პერიოდში ბარსელონის სტადიონზე გუნდის თამაშები არ მიდიოდა, თუმცა, ექსკურსია ჩამიტარეს. წავედით მე, ფედერაციის ორი წარმომადგენელი და ერთი მსაჯი. საოცრებაა, ძალიან მომეწონა! სტადიონის სხვადასხვა სიმაღლეზეც კი ავედი, რომ იქიდან შემეხედა მთლიანი სივრცისთვის. მუზეუმიც დავათვალიერეთ და იქიდან რომ გამოდიხარ, ადგილია, სადაც ფოტოები შეგიძლია გადაიღო, ფოტოშოპი გეგონებათ, ისეთი გამოდის - თითქოს სტადიონზე ხარ და ნებისმიერ ფეხბურთელთან დადგები, ვერ გაარჩევენ ნამდვილისგან. მეც გადავიღე და მერე "ვატყუებდი" მეგობრებს, ვითომ ნამდვილად იყვნენ (იცინის). სარეკლამო ალბომებითა და ბუკლეტებით დაგვასაჩუქრეს და იქ ჩემი ერთ-ერთი ასეთი ფოტოც იყო. გააგრძელეთ კითხვა