პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ
ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ

კონ­ფუ­ციმ თქვა: „სი­ნამ­დვი­ლე­ში, ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვია, მაგ­რამ ჩვენ მას ჯი­უ­ტად ვარ­თუ­ლებთ!“ - ეს სი­მარ­თლეა! ხში­რად თა­ვად ადა­მი­ა­ნე­ბი, მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად, ურ­თუ­ლეს კონ­სტრუქ­ცი­ებს ვა­გებთ გო­ნე­ბა­ში. აი, მა­გა­ლი­თად, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში „პრობ­ლე­მე­ბი“ გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე იწყე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვე­რაფ­რით გა­და­წყვი­ტო, რა ვჭა­მო სა­უზ­მე­ზე. მერე, სა­ა­თის მე­ო­თხედს (მი­ნი­მუმ) გარ­დე­რობ­თან მდგო­მი, შე­სა­ფე­რი­სი ტან­საც­მლის ძებ­ნა­ში ვკარ­გავ. მერე, გზა­დაგ­ზა ჩქარ-ჩქა­რა ვიც­ვამ და სახ­ლი­დან სირ­ბი­ლით გა­მოვრბი­ვარ. გო­ნე­ბა­ში ვიხ­სე­ნებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­რთე თუ არა, ჩან­თა­ში ჩავ­დე თუ არა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი და რო­დე­საც გა­ჩე­რე­ბა­ზე ვდგე­ბი, ვხვდე­ბი, რომ სამ­სა­ხურ­ში მაგ­ვი­ან­დე­ბა.

ადა­მი­ა­ნებს რა­ღა­ცე­ბის გარ­თუ­ლე­ბა ხში­რად გვჩ­ვე­ვია და ვფიქ­რობთ, რომ ცხოვ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით იოლი იყო, როცა პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც არის. რაც უფრო მარ­ტი­ვად შევ­ხე­დავთ მოვ­ლე­ნებს მით უფრო მხი­ა­რუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა ჩვენ­თვის.

იმი­სათ­ვის, რომ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა გა­ი­მარ­ტი­ვოთ, გა­დავ­წყვი­ტე სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე პრაქ­ტი­კულ რჩე­ვა გა­გი­ზი­ა­როთ:

  1. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ სა­ცო­ბებ­ში, ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბის, ან რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბი­სას და­ხარ­ჯუ­ლი დრო სა­სარ­გებ­ლოდ აქ­ცი­ოთ, თუ პა­რა­ლე­ლუ­რად ყურ­სას­მე­ნებ­ში ხმო­ვან წიგ­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სო ვლო­გებს, ან პოდ­კას­ტებს მო­უს­მენთ. შე­გიძ­ლი­ათ მხატ­ვრუ­ლი ჟან­რის ნაც­ვლად, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის ჟან­რის, შე­მეც­ნე­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რას მო­უს­მი­ნოთ. ასე დროც მალე გავა, რუ­ტი­ნაც გა­ხა­ლის­დე­ბა და აღარ გა­ღი­ზი­ან­დე­ბით.
  2. თუ ოფის­ში ბევ­რი საქ­მე და­გიგ­როვ­დათ, ჯერ ყვე­ლა­ზე გა­და­უ­დე­ბე­ლი და რთუ­ლი საქ­მე მო­ი­შო­რეთ და მარ­ტი­ვი ბო­ლოს­თვის შე­მო­ი­ნა­ხეთ. ბლოკ­ნოტ­ში და­წე­რეთ დღის გეგ­მა. ეს აზ­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ და ერ­თგვარ ჩვე­ვა­დაც ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­დე­ბათ.
  3. ჩემ­სა­ვით გარ­დე­რობ­თან რომ არ იდ­გეთ და არ იმ­ტვრი­ოთ თავი ტან­საც­მლის ძებ­ნა­ზე, ხვა­ლინ­დე­ლი „ლუქი“ - დღეს მო­ი­ფიქ­რეთ. ეს შე­გიძ­ლი­ათ და­წო­ლის შემ­დეგ, ძი­ლის წი­ნაც გა­ა­კე­თოთ.
  4. და­ზო­გეთ და შე­ამ­ცი­რეთ ხარ­ჯე­ბი. ეკო­ნო­მია ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და თუ ფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ზო­გა­ვენ ფულს, ვი­საც ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ძა­ლი­ან ცდე­ბით! და­ზოგ­ვა ახლა ერ­თგვა­რი ტრენ­დია, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ. ისი­ნი სწო­რად ანა­წი­ლე­ბენ თა­ვი­ანთ ბი­უ­ჯეტს და და­ზო­გი­ლი თან­ხით, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.
  5. შე­არ­ჩი­ეთ ერთი სუ­პერ­მარ­კე­ტი, რო­მელ­შიც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რად იყი­დით პრო­დუქ­ცი­ას და ნუ­ღარ გა­ირ­თუ­ლებთ ცხოვ­რე­ბას ფა­სე­ბის შე­და­რე­ბით. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით „2 ნა­ბი­ჯი“ ყვე­ლა­ზე ბი­უ­ჯე­ტუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლა უბან­შია და მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ცი­ა­ზე ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სებს და ფას­დაკ­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს. ძვი­რი­ან პრო­დუქ­ტებ­ში მხო­ლოდ ბრენ­დის გამო ნამ­დვი­ო­ლად არ ღირს მე­ტის გა­დახ­და, რო­დე­საც იგი­ვე ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნო უფრო ია­ფად, თა­ნაც შენ­თან 2 ნა­ბი­ჯში. თან­ხის გარ­და, თქვენ უამ­რავ დრო­საც და­ზო­გავთ, რაც სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ებ­ში პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის შე­და­რე­ბის­თვის სი­ა­რუ­ლის დროს გე­ხარ­ჯე­ბო­დათ.
  6. გა­წყვი­ტეთ ურ­თი­ერ­თო­ბა ტოქ­სი­კურ ადა­მი­ა­ნებ­თან. ჩვენ ხში­რად ვირ­თუ­ლებთ ცხოვ­რე­ბას, ტოქ­სი­კურ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით. ეს ენერ­გი­ას გვაც­ლის და უბე­დურს გვხდის. ნუ მო­ექ­ცე­ვით ჩა­კე­ტილ წრე­ში, ტოქ­სი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის ქო­ნას, ჯობს სა­ერ­თოდ არ გქონ­დეთ კავ­ში­რი ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც თქვენ­თვის მხო­ლოდ ზი­ა­ნი მო­აქვს.
  7. ნაკ­ლე­ბად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის აზრი. ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ, რომ სხვებ­ზე მეტი იცი­ან და ხში­რად ერე­ვი­ან სხვის საქ­მე­ში. აკე­თეთ ის, რაც თა­ვად გინ­დათ, რომ აკე­თოთ და ნუ მო­უს­მენთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ და­გიმ­ტკი­ცონ, რომ არა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ.
  8. იცხოვ­რეთ არა მხო­ლოდ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, არა­მედ ეკო­ნო­მი­უ­რა­დაც. ნუ იყი­დით ისეთ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც არ გჭირ­დე­ბათ. სა­ნამ დიდ შე­ნა­ძენს გა­ა­კე­თებთ, 24 სა­ა­თი და­უთ­მეთ სა­კუ­თარ თავს მო­სა­ფიქ­რებ­ლად. ჩა­მო­წე­რეთ თქვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი და შე­ი­მუ­შა­ვეთ გეგ­მა, რო­მე­ლიც მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­დოთ. მიჰ­ყე­ვით ამ გეგ­მას.
  9. შე­მო­იკ­რი­ბეთ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც არ იცით თქვენ. მი­ე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა აკე­თონ ის, რაც თქვენ არ გა­მოგ­დით კარ­გად. ასე შეძ­ლებთ გა­მო­ყოთ დრო იმის სა­კე­თებ­ლად, რაც კარ­გად გა­მოგ­დით თქვენ.
  10. გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დეთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით. ეს დროს და ენერ­გი­ას და­გი­ზო­გავთ.

იმე­დი მაქვს, ჩემი რჩე­ვე­ბი თქვენც მო­გე­წო­ნე­ბათ და გა­მო­გად­გე­ბათ. გახ­სოვ­დეთ, „ყვე­ლა­ფე­რი გე­ნი­ა­ლუ­რი - მარ­ტი­ვია!“

#და­ზო­გე­მარ­ტი­ვად #და­ზოგ­ვა­ჭკვი­ა­ნუ­რია #ზოგე #2ნა­ბი­ჯი #ბლო­გი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ოჰ,ეს რეკლამები...

ლია
0

მოკლედ შეიშალა 2-ნაბიჯი,რას არ იგონებს რეკლამის მიზნით,,,იქნებ საცოდავ თანამშრომლებს მიხედოთ მთელს მარკეთში 2-3-გოგო-ბიჭი,რომ გყავთ და ყველაფერი მათ ავალიათ,მომხმარებელი კი უზარმაზარ რიგში დგას მოლოდინით როდის აუწონიან საქონელს,ან როდის მოიცლის მოლარე------

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ

ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ

კონფუციმ თქვა: „სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, მაგრამ ჩვენ მას ჯიუტად ვართულებთ!“ - ეს სიმართლეა! ხშირად თავად ადამიანები, მარტივი გადაწყვეტილებების მისაღებად, ურთულეს კონსტრუქციებს ვაგებთ გონებაში. აი, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში „პრობლემები“ გაღვიძებისთანავე იწყება. შეიძლება ვერაფრით გადაწყვიტო, რა ვჭამო საუზმეზე. მერე, საათის მეოთხედს (მინიმუმ) გარდერობთან მდგომი, შესაფერისი ტანსაცმლის ძებნაში ვკარგავ. მერე, გზადაგზა ჩქარ-ჩქარა ვიცვამ და სახლიდან სირბილით გამოვრბივარ. გონებაში ვიხსენებ, ყველაფერი გამოვრთე თუ არა, ჩანთაში ჩავდე თუ არა საჭირო ნივთები და როდესაც გაჩერებაზე ვდგები, ვხვდები, რომ სამსახურში მაგვიანდება.

ადამიანებს რაღაცების გართულება ხშირად გვჩვევია და ვფიქრობთ, რომ ცხოვრება გაცილებით იოლი იყო, როცა პატარები ვიყავით. სინამდვილეში კი ცხოვრება ყოველთვის იყო, არის და იქნება ისეთი, როგორიც არის. რაც უფრო მარტივად შევხედავთ მოვლენებს მით უფრო მხიარული და სასიამოვნო იქნება ცხოვრება ჩვენთვის.

იმისათვის, რომ ყოველდღიურობა გაიმარტივოთ, გადავწყვიტე საკუთარი გამოცდილებიდან რამდენიმე პრაქტიკულ რჩევა გაგიზიაროთ:

  1. თქვენ შეგიძლიათ საცობებში, ტრანსპორტში მგზავრობის, ან რუტინული საქმეების კეთებისას დახარჯული დრო სასარგებლოდ აქციოთ, თუ პარალელურად ყურსასმენებში ხმოვან წიგნებს, საინტერესო ვლოგებს, ან პოდკასტებს მოუსმენთ. შეგიძლიათ მხატვრული ჟანრის ნაცვლად, თვითგანვითარების ჟანრის, შემეცნებით ლიტერატურას მოუსმინოთ. ასე დროც მალე გავა, რუტინაც გახალისდება და აღარ გაღიზიანდებით.
  2. თუ ოფისში ბევრი საქმე დაგიგროვდათ, ჯერ ყველაზე გადაუდებელი და რთული საქმე მოიშორეთ და მარტივი ბოლოსთვის შემოინახეთ. ბლოკნოტში დაწერეთ დღის გეგმა. ეს აზრების მობილიზებაში დაგეხმარებათ და ერთგვარ ჩვევადაც ჩამოგიყალიბდებათ.
  3. ჩემსავით გარდერობთან რომ არ იდგეთ და არ იმტვრიოთ თავი ტანსაცმლის ძებნაზე, ხვალინდელი „ლუქი“ - დღეს მოიფიქრეთ. ეს შეგიძლიათ დაწოლის შემდეგ, ძილის წინაც გააკეთოთ.
  4. დაზოგეთ და შეამცირეთ ხარჯები. ეკონომია ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ის ადამიანები ზოგავენ ფულს, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვთ, ძალიან ცდებით! დაზოგვა ახლა ერთგვარი ტრენდია, რომელსაც თანამედროვე ადამიანები მიმართავენ. ისინი სწორად ანაწილებენ თავიანთ ბიუჯეტს და დაზოგილი თანხით, ბევრ საინტერესო და სასიამოვნო აქტივობებს ახორციელებენ.
  5. შეარჩიეთ ერთი სუპერმარკეტი, რომელშიც ყოველთვის ყველაზე ბიუჯეტურად იყიდით პროდუქციას და ნუღარ გაირთულებთ ცხოვრებას ფასების შედარებით. ჩემი გამოცდილებით „2 ნაბიჯი“ ყველაზე ბიუჯეტური სუპერმარკეტია, რომელიც ყველა უბანშია და მომხმარებელს პროდუქციაზე ყველაზე დაბალ ფასებს და ფასდაკლებებს სთავაზობს. ძვირიან პროდუქტებში მხოლოდ ბრენდის გამო ნამდვიოლად არ ღირს მეტის გადახდა, როდესაც იგივე ხარისხის პროდუქტი შეიძლება შეიძინო უფრო იაფად, თანაც შენთან 2 ნაბიჯში. თანხის გარდა, თქვენ უამრავ დროსაც დაზოგავთ, რაც სხვადასხვა მაღაზიებში პროდუქტების ფასების შედარებისთვის სიარულის დროს გეხარჯებოდათ.
  6. გაწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან. ჩვენ ხშირად ვირთულებთ ცხოვრებას, ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობით. ეს ენერგიას გვაცლის და უბედურს გვხდის. ნუ მოექცევით ჩაკეტილ წრეში, ტოქსიკური ურთიერთობის ქონას, ჯობს საერთოდ არ გქონდეთ კავშირი ადამიანთან, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.
  7. ნაკლებად გაითვალისწინეთ გარშემომყოფების აზრი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ სხვებზე მეტი იციან და ხშირად ერევიან სხვის საქმეში. აკეთეთ ის, რაც თავად გინდათ, რომ აკეთოთ და ნუ მოუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ არაფერი გამოგივათ.
  8. იცხოვრეთ არა მხოლოდ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, არამედ ეკონომიურადაც. ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ. სანამ დიდ შენაძენს გააკეთებთ, 24 საათი დაუთმეთ საკუთარ თავს მოსაფიქრებლად. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავალი და შეიმუშავეთ გეგმა, რომელიც მოგცემთ საშუალებას, გარკვეული თანხა გადადოთ. მიჰყევით ამ გეგმას.
  9. შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებმაც იციან ისეთი რაღაცები, რაც არ იცით თქვენ. მიეცით საშუალება აკეთონ ის, რაც თქვენ არ გამოგდით კარგად. ასე შეძლებთ გამოყოთ დრო იმის საკეთებლად, რაც კარგად გამოგდით თქვენ.
  10. გარკვეული პროცესები ავტომატიზირებული გახადეთ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. ეს დროს და ენერგიას დაგიზოგავთ.

იმედი მაქვს, ჩემი რჩევები თქვენც მოგეწონებათ და გამოგადგებათ. გახსოვდეთ, „ყველაფერი გენიალური - მარტივია!“

#დაზოგემარტივად #დაზოგვაჭკვიანურია #ზოგე #2ნაბიჯი #ბლოგი

ნიშნები იმისა, რომ ზედმეტს ხარჯავთ

როგორ დავისვენოთ ნებისმიერი კლასის სასტუმროში დანაზოგითა და განვადებით

ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები