კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაახლოებით რა ჯდება ერთი ოთახის გარემონტება დღევანდელ პირობებში
დაახლოებით რა ჯდება ერთი ოთახის გარემონტება დღევანდელ პირობებში

და­მე­თან­ხმე­ბით, რე­მონ­ტი არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც დიდ ფი­ნან­სურ და დრო­ის რე­სურსს მო­ი­თხოვს , თუმ­ცა ორი­ვეს გა­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად ნამ­დვი­ლად ღირს.

ბევ­რი ჩვენ­გა­ნი რე­მონ­ტის და­წყე­ბის­გან თავს ხარ­ჯე­ბის გამო იკა­ვებს, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მა­ღალ ფა­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კი გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში არა­ხარ­ჯე­ფექ­ტუ­რია.

რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზო­გი­ერთ მა­სა­ლა­ზე თან­ხა დავ­ზო­გოთ, ზო­გი­ერ­თი კი აუ­ცი­ლებ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი უნდა იყოს.

ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ჰი­პერ­მარ­კეტ „მი­ჰა­უ­სის“ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, მოგ­ცეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რე­მონტს გეგ­მავთ და ერთი ოთა­ხის - 20 კვ.მ მი­სა­ღე­ბის მა­გა­ლით­ზე დაგ­ვეთ­ვა­ლა ფა­სე­ბი, რათა რე­ა­ლუ­რი სხვა­ო­ბა კი­დევ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დეს.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ რე­მონტს ვი­წყებთ ეგ­რედ­წო­დე­ბულ მწვა­ნე კარ­კას­ში, სა­დაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა უკვე არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, გას­წო­რე­ბულ კედ­ლებ­ზე გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მხო­ლოდ ია­ტა­კის, კედ­ლე­ბი­სა და ჭე­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

კედ­ლე­ბი

პირ­ველ რიგ­ში კედ­ლე­ბი უნდა და­მუ­შავ­დეს ფი­თხით, გას­წორ­დეს იდე­ა­ლუ­რად და და­მუ­შავ­დეს ზუმ­ფა­რის ქა­ღალ­დით. უკვე ამ სა­ბა­ზი­სო სა­მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი შპა­ლერ­სა და შე­ღებ­ვას შო­რის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი გამო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო მო­საზ­რე­ბა, რომ კედ­ლის შე­ღებ­ვას შპა­ლე­რის გაკ­ვრა სჯობს, რად­გან მა­სა­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე იყოს, ხოლო დას­ვრის შემ­თხვე­ვა­ში მისი გაწ­მენ­და რთუ­ლია. რე­ა­ლუ­რად, არ­სე­ბობს სა­ღე­ბა­ვე­ბი, რო­მე­ლიც ეკო ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა, შე­ღე­ბი­ლი კედ­ლის გაწ­მენ­და კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით ან სვე­ლი წე­სით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ­სე­ბობს ასე­თი­ვე შპა­ლე­რი, რო­მე­ლიც წმენ­დი­სას არ ზი­ან­დე­ბა და პირ­ვან­დელ იერ­სა­ხეს ინარ­ჩუ­ნებს.

უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა სა­ღე­ბავ­სა და შპა­ლერ­ზე თან­ხას არ დავ­ზო­გავთ და ხა­რისხზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას. ამას­თან, რო­გორც „მი­ჰა­უს­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და მის შერ­ჩე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლებს თა­ვა­დაც და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

სა­ღე­ბა­ვის ფასი 7.70 ლა­რი­დან იწყე­ბა

შპა­ლე­რი - 6 ლა­რი­დან

ია­ტა­კი

როცა საქ­მე ეხე­ბა ია­ტაკს, უმ­ჯო­ბე­სია, თუ აქაც და­ზოგ­ვის ნაც­ვლად ხა­რისხზე გა­ვა­კე­თებთ აქ­ცენტს. ბი­უ­ჯე­ტის და­ზოგ­ვის მიზ­ნით მი­სა­ღებ­ში უმ­ჯო­ბე­სია ლა­მი­ნა­ტის ია­ტა­კი და­ვა­გოთ. კონ­კრე­ტუ­ლად ის მო­დე­ლე­ბი რომ­ლე­ბიც 32 ან უფრო მა­ღალ კლასს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რად­გან ეს მო­დე­ლე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად მა­ღა­ლი დატ­ვირ­თვირ­თვის სივ­რცე­ე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი. ლა­მი­ნა­ტის ფასი „მი­ჰა­უს­ში“ კვ.მ-ზე 16 ლა­რი­დან იწყე­ბა და ხა­რის­ხი­სა და გამ­ძლე­ო­ბის მი­ხედ­ვით იზ­რდე­ბა. ასე­ვე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია უყუ­რა­დღე­ბოდ არ დავ­ტო­ვოთ ისე­თი მე­ო­რა­დი მა­სა­ლე­ბი რო­გო­რიც ლა­მი­ნა­ტის ქვე­შა­გე­ბია. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სწო­რედ ქვე­შა­გებ­ზე ზო­გა­ვენ თან­ხას რაც შეც­დო­მაა რად­გან სწო­რედ ეს თით­ქოს უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წი­ლი გან­სა­ზღვრავს ია­ტა­კის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვა­დებს.

გათ­ბო­ბა

სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა, ვი­ნა­ი­დან გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ბევრ ხარჯს შე­გიმ­ცი­რებთ და ას­ვეე მოგ­ცემთ ერ­თი­ან სით­ბოს მთელ სახ­ლში. სწო­რად და­მონ­რა­ჟე­ბუ­ლი სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებს კედ­ლე­ბი­სა და ფან­ჯრე­ბის დაც­ვარ­ვის რისკს.

გათ­ბო­ბის ქვა­ბი -

კედ­ლის რა­დი­ა­ტო­რი

კარი

კა­რის შერ­ჩე­ვი­სას რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ კედ­ლე­ბი­სა და ია­ტა­კის ფერი და ავე­ჯიც კი, რო­მელ­საც ოთახ­ში დავ­დგამთ. თუ რე­მონ­ტის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წი­ლებ­ზე: ია­ტა­კი, კედ­ლე­ბი, გათ­ბო­ბა თან­ხა არ დავ­ზო­გეთ, კა­რის შერ­ჩე­ვი­სას უკვე ამის გა­კე­თე­ბა მეტ­ნაკ­ლე­ბად შეგ­ვიძ­ლია. „მი­ჰა­უს­ში“ გან­გვი­მარ­ტეს, რომ სა­შუ­ა­ლო ხა­რის­ხის, გამ­ძლე და კარ­გი ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე MDF-ის კა­რის კომ­პლექ­ტის შერ­ჩე­ვა ჰი­პერ­მარ­კეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300 ლა­რის ფარ­გლებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. თა­ნა­მო­დე­რო­ვე კა­რის დიდი პლი­უ­სი მარ­ტი­ვი მონ­ტა­ჟი და დე­მონ­ტა­ჟია რაც მისი გა­ნახ­ლე­ბის სა­შა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ჭერი და გა­ნა­თე­ბა

ჭერს ინ­ტე­რი­ერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. სწო­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი გა­ნა­თე­ბა კი ყვე­ლა­ფერს და­მა­ტე­ბით ხიბლს სძენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალ­ბათ, ბევრ სახ­ლში გი­ნა­ხავთ ორ­დო­ნი­ა­ნი ჭერი ან ჭერი რამ­დე­ნი­მე სა­ხის გა­ნა­თე­ბით, მა­ინც, მი­სა­ღებ ოთახს გა­დატ­ვირ­თუ­ლი დი­ზა­ი­ნი არ უხ­დე­ბა.

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ჭერი, რომ­ლე­ბიც ფა­სი­სა და გამ­ძლე­ო­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბა: თა­ბა­შირ-მუ­ყაო, დაპ­რე­სი­ლი ხის ჭერი, ფრან­გუ­ლი გა­სა­ჭი­მი ჭერი და სხვა.

თუ გა­სა­ჭი­მი ჭერი მოგ­ვწონს და მის შე­ძე­ნას გა­დავ­წყვეტთ, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სჯობს, არ­ჩე­ვა­ნი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლა­ზე გა­ვა­კე­თოთ, რად­გან მონ­ტა­ჟი­სას მისი და­ზი­ა­ნე­ბის რის­კი მა­ღა­ლია. თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯი უფრო ნაკ­ლე­ბია და მას კედ­ლის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის შე­ნიღბვა მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ და­ბა­ლ­ჭე­რი­ან სახ­ლში რამ­დე­ნი­მე­დო­ნი­ა­ნი ჭე­რის გა­კე­თე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, რად­გან მას რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რით მა­ინც ადაბ­ლებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სივ­რცის შეგ­რძნე­ბას გვა­კარ­გი­ნებს.

გა­სა­ჭი­მი ჭერი - კვ.მ 25 ლარი

თა­ბა­შირ-მუ­ყაო - 3 კვ.მ - 12.50 ლა­რი­დან

სახ­ლში სივ­რცე რომ ვიგ­რძნოთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­ლი ფე­რე­ბი და სწო­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­ნა­თე­ბა გვქონ­დეს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ტორ­შე­რე­ბი ძი­რი­თა­დად, დე­კო­რა­ცი­ის ან კონ­კრე­ტუ­ლი წერ­ტი­ლის გა­სა­ნა­თებ­ლა­დაა გან­კუთ­ვნი­ლი, ამი­ტომ ჭე­რის გა­ნა­თე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორც წესი, მა­ღა­ლ­ჭე­რი­ან სახ­ლს ჭაღი უხ­დე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჭა­ღე­ბი საკ­მა­ოდ ტრენ­დუ­ლი გახ­და და ინ­ტე­რი­ე­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალს წარ­მო­ად­გენს. თა­ნა­მედ­რო­ვე, მრა­ვალ­ნა­თუ­რი­ა­ნი ჭაღი მი­სა­ღებს მშვე­ნივ­რად გა­ა­ნა­თებს. და­მა­ტე­ბი­თი სი­ნათ­ლის­თვის კი შეგ­ვიძ­ლია, თვი­თონ ჭერ­ში ნა­თუ­რე­ბიც ჩა­ვა­ყო­ლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დაახლოებით რა ჯდება ერთი ოთახის გარემონტება დღევანდელ პირობებში

დაახლოებით რა ჯდება ერთი ოთახის გარემონტება დღევანდელ პირობებში

დამეთანხმებით, რემონტი არც ისე სასიამოვნო პროცესია, რომელიც დიდ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს , თუმცა ორივეს გაღება სასურველი შედეგის მისაღებად ნამდვილად ღირს.

ბევრი ჩვენგანი რემონტის დაწყებისგან თავს ხარჯების გამო იკავებს, რადგან მოგეხსენებათ, ხარისხიანი პროდუქცია მაღალ ფასებთანაა დაკავშირებული, უხარისხო მასალების გამოყენება კი გრძელვადიან პერსპექტივაში არახარჯეფექტურია.

რეალურად, შესაძლებელია, ზოგიერთ მასალაზე თანხა დავზოგოთ, ზოგიერთი კი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სარემონტო და სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ სპეციალისტების დახმარებით, მოგცეთ რეკომენდაციები, რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ რემონტს გეგმავთ და ერთი ოთახის - 20 კვ.მ მისაღების მაგალითზე დაგვეთვალა ფასები, რათა რეალური სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს.

წარმოვიდგინოთ, რომ რემონტს ვიწყებთ ეგრედწოდებულ მწვანე კარკასში, სადაც კომუნიკაციები და ელექტროგაყვანილობა უკვე არსებობს, შესაბამისად, გასწორებულ კედლებზე გვესაჭიროება მხოლოდ იატაკის, კედლებისა და ჭერის სამუშაოები.

კედლები

პირველ რიგში კედლები უნდა დამუშავდეს ფითხით, გასწორდეს იდეალურად და დამუშავდეს ზუმფარის ქაღალდით. უკვე ამ საბაზისო სამუშაობის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი შპალერსა და შეღებვას შორის. წლების განმავლობაში რამდენიმე მიზეზი გამო გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ კედლის შეღებვას შპალერის გაკვრა სჯობს, რადგან მასალის შემადგენლობა შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე იყოს, ხოლო დასვრის შემთხვევაში მისი გაწმენდა რთულია. რეალურად, არსებობს საღებავები, რომელიც ეკო ნივთიერებებზეა დამზადებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, შეღებილი კედლის გაწმენდა კი სპეციალური ნივთიერებებით ან სველი წესით არის შესაძლებელი. არსებობს ასეთივე შპალერი, რომელიც წმენდისას არ ზიანდება და პირვანდელ იერსახეს ინარჩუნებს.

უმჯობესი იქნება საღებავსა და შპალერზე თანხას არ დავზოგავთ და ხარისხზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამასთან, როგორც „მიჰაუსში“ განგვიმარტეს, ხარისხიანი პროდუქტის შეძენა ხელმისაწვდომ ფასადაც არის შესაძლებელი და მის შერჩევაში მომხმარებლებს თავადაც დაეხმარებიან.

საღებავის ფასი 7.70 ლარიდან იწყება

შპალერი - 6 ლარიდან

იატაკი

როცა საქმე ეხება იატაკს, უმჯობესია, თუ აქაც დაზოგვის ნაცვლად ხარისხზე გავაკეთებთ აქცენტს. ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით მისაღებში უმჯობესია ლამინატის იატაკი დავაგოთ. კონკრეტულად ის მოდელები რომლებიც 32 ან უფრო მაღალ კლასს მიეკუთვნება, რადგან ეს მოდელები კონკრეტულად მაღალი დატვირთვირთვის სივრცეებისთვისაა გათვლილი. ლამინატის ფასი „მიჰაუსში“ კვ.მ-ზე 16 ლარიდან იწყება და ხარისხისა და გამძლეობის მიხედვით იზრდება. ასევე მნიშნელოვანია უყურადღებოდ არ დავტოვოთ ისეთი მეორადი მასალები როგორიც ლამინატის ქვეშაგებია. ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები სწორედ ქვეშაგებზე ზოგავენ თანხას რაც შეცდომაა რადგან სწორედ ეს თითქოს უმნიშვნელო ნაწილი განსაზღვრავს იატაკის ექსპლუატაციის ვადებს.

გათბობა

საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, გამოიყენოთ ცენტრალური გათბობა, ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრ ხარჯს შეგიმცირებთ და ასვეე მოგცემთ ერთიან სითბოს მთელ სახლში. სწორად დამონრაჟებული სისტემა მაქსიმალურად შეამცირებს კედლებისა და ფანჯრების დაცვარვის რისკს.

გათბობის ქვაბი -

კედლის რადიატორი

კარი

კარის შერჩევისას რეკომენდებულია გავითვალისწინოთ კედლებისა და იატაკის ფერი და ავეჯიც კი, რომელსაც ოთახში დავდგამთ. თუ რემონტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებზე: იატაკი, კედლები, გათბობა თანხა არ დავზოგეთ, კარის შერჩევისას უკვე ამის გაკეთება მეტნაკლებად შეგვიძლია. „მიჰაუსში“ განგვიმარტეს, რომ საშუალო ხარისხის, გამძლე და კარგი ვიზუალის მქონე MDF-ის კარის კომპლექტის შერჩევა ჰიპერმარკეტში დაახლოებით 300 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თანამოდეროვე კარის დიდი პლიუსი მარტივი მონტაჟი და დემონტაჟია რაც მისი განახლების საშალებას იძლევა.

ჭერი და განათება

ჭერს ინტერიერში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორად დაყენებული განათება კი ყველაფერს დამატებით ხიბლს სძენს. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, ბევრ სახლში გინახავთ ორდონიანი ჭერი ან ჭერი რამდენიმე სახის განათებით, მაინც, მისაღებ ოთახს გადატვირთული დიზაინი არ უხდება.

არსებობს რამდენიმე სახეობის ჭერი, რომლებიც ფასისა და გამძლეობის მიხედვით განსხვავდება: თაბაშირ-მუყაო, დაპრესილი ხის ჭერი, ფრანგული გასაჭიმი ჭერი და სხვა.

თუ გასაჭიმი ჭერი მოგვწონს და მის შეძენას გადავწყვეტთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სჯობს, არჩევანი მაღალი ხარისხის მასალაზე გავაკეთოთ, რადგან მონტაჟისას მისი დაზიანების რისკი მაღალია. თაბაშირ-მუყაოს შემთხვევაში ხარჯი უფრო ნაკლებია და მას კედლის ნაკლოვანებების შენიღბვა მარტივად შეუძლია.

გასათვალისწინებელია, რომ დაბალჭერიან სახლში რამდენიმედონიანი ჭერის გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან მას რამდენიმე სანტიმეტრით მაინც ადაბლებს და საბოლოო ჯამში, სივრცის შეგრძნებას გვაკარგინებს.

გასაჭიმი ჭერი - კვ.მ 25 ლარი

თაბაშირ-მუყაო - 3 კვ.მ - 12.50 ლარიდან

სახლში სივრცე რომ ვიგრძნოთ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნათელი ფერები და სწორად დამონტაჟებული განათება გვქონდეს. გასათვალისწინებელია, რომ ტორშერები ძირითადად, დეკორაციის ან კონკრეტული წერტილის გასანათებლადაა განკუთვნილი, ამიტომ ჭერის განათება ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორც წესი, მაღალჭერიან სახლს ჭაღი უხდება. ბოლო პერიოდში ჭაღები საკმაოდ ტრენდული გახდა და ინტერიერის მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს. თანამედროვე, მრავალნათურიანი ჭაღი მისაღებს მშვენივრად გაანათებს. დამატებითი სინათლისთვის კი შეგვიძლია, თვითონ ჭერში ნათურებიც ჩავაყოლოთ.

თამბაქოს ზიანის შემცირების პრაქტიკის ეფექტურობა - რა არის მთავარი გამოწვევა?

თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

6 რჩევა იმისათვის, რომ თქვენი აივანი უფრო ლამაზი და კომფორტული გახდეს