სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?
"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის “NEW LIFE"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ფო­ტოს ურ­თავს, რო­მელ­ზეც თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი სა­სო­წარ­კვე­თი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. "სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ქმარ­მა სხვა ქა­ლის გამო მი­მა­ტო­ვა", - წერს ის. რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­რი­ამს რთუ­ლი პე­რი­ო­დის გავ­ლა მო­უ­წია, რა დრო­საც, მისი თქმით, მე­გობ­რე­ბი გა­ნუდ­გნენ, მათ შო­რის, ია ფა­რუ­ლა­ვა და დალი ჩი­ტა­ლა­ძე, კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი პოს­ტში ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვრცლად წერს:

"არ ვიცი, რა­ტომ მო­მინ­და ამ ყვე­ლაფ­რის თქვენ­თვის მო­ყო­ლა, მაგ­რამ მო­მინ­და. იქ­ნებ იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის უღ­რე­სად პა­ტივ­სა­ცემ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ბაია დვა­ლიშ­ვილ­მა მთხო­ვა, რომ ქა­ლე­ბი ჩემი მიღ­წე­ვე­ბით და სა­უ­ცხოო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით აღ­მეფრ­თო­ვა­ნე­ბი­ნა, წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა (მას ამ თხოვ­ნას ახლა ვუს­რუ­ლებ), ან იქ­ნებ იმი­ტომ, რომ დის­ქა­ვე­რის Editor chief - ს ჩემი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის შემ­ხედ­ვა­რეს გული სწყდე­ბო­და, რომ ნამ­დვილ მა­რი­ამს არ იც­ნობ­დნენ - სუსტს, მე­გობ­რე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სეს...

მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბო, სექ­ტემ­ბერ­ში პი­რა­დი ტრა­გე­დია შე­მემ­თხვა... სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქმარ­მა სხვა ქა­ლის გამო მი­მა­ტო­ვა და ორი თვე ყო­ველ სა­ღა­მოს ჩემს ატი­რე­ბულ შვი­ლებს გვერ­დით ვე­ჯე­ქი და ოთხი­ვე ერ­თად ვტი­რო­დით. შვი­ლე­ბი ისე მყავ­და ტრავ­მი­რე­ბუ­ლი, 10 წლის ბავ­შვებ­მა ისიც კი მი­თხრეს, დნმ-ის ანა­ლი­ზი ჩა­ვი­ტა­როთ, გვინ­და დავ­რწმუნ­დეთ, რომ ჩვე­ნი ნამ­დვი­ლი დედა ხარ და შენც არ მიგ­ვა­ტო­ვე­ბო.

ალ­ბათ გახ­სოვთ, ია ფა­რუ­ლა­ვას "მა­ფი­ის ღა­მე­ე­ბი", მის მიერ შექ­მნი­ლი სა­მე­გობ­რო ჩატი, სა­დაც ის ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც მიყ­ვარ­დნენ და დღე­საც მიყ­ვარს, რო­მელ­თაც ჩემს ძვირ­ფას დროს, სიყ­ვა­რუ­ლით და გულ­წრფე­ლო­ბით ვუთ­მობ­დი. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რა­დი ამ­ბა­ვი ერთი კვი­რის მომ­ხდა­რია და ფა­რუ­ლა­ვა ჩატ­ში წერს:

"შენ­ზე ამ­ბო­ბენ აფ­რენ­სო, კი­დევ კარ­გი, გა­იქ­ცა შენი ქმა­რი, შენ ვინ გა­გიძ­ლებ­და"... არა­ვინ გა­მომ­სარ­ჩლე­ბია, არა­ვის უგ­რძვნია ის, თუ რა ჯო­ჯო­ხე­თის ცე­ცხლში ვიწ­ვო­დი. უფრო მე­ტიც, ერთი მაგ ჯგუ­ფის წევ­რი მე­ო­რეს ჩემ­ზე მე­სიჯს უგ­ზავ­ნი­და: - "ნახე, ეგ მალე რო­გორ აიშ­ვებს და გა­ბოზ­დე­ბაო (შემ­თხვე­ვით ჩემ­თან გა­მო­ეგ­ზავ­ნა)"... ბო­ლოს ჯგუ­ფი­და­ნაც კი წამ­შა­ლეს. მაგ დროს უბე­დუ­რი და პრობ­ლე­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი და ვის რაში ვჭირ­დე­ბო­დი... მოკ­ლედ, ფა­რუ­ლა­ვას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, "აფ­რე­ნო" - მე­უბ­ნე­ბო­და ქალი, რო­მე­ლიც აღ­დგო­მა დღეს, პას­კას პირ­ში იდებ­და, ცოხ­ნი­და, მერე მის ნა­ცოხნს აფურ­თხებ­და და ასე "ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვით" სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მის მიერ "აღ­მო­ჩე­ნილ" ღეჭ­ვა-ფურ­თხე­ბით გახ­დო­მის მე­თოდს ას­წავ­ლი­და.

მას შემ­დეგ მრა­ვა­ლი თვე გა­ვი­და, ხან ავი­რიე, ხან და­ვი­რიე, ხან გა­ვი­ქე­ცი და გა­მო­ვი­ქე­ცი, ფერ­ფლად ვი­ქე­ცი და თა­ვი­დან ავე­წყვე... პი­რა­დიც ისე ბედ­ნი­ე­რად და­ვა­ლა­გეთ. რო­გორც ჩვე­ნი გა­ქა­ნე­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შე­ე­ფე­რე­ბო­და, მაგ­რამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე არა­ვის ვუ­კი­თხი­ვარ ფა­რუ­ლა­ვას "სას­ტა­ვი­დან", არც მათ, ვი­საც და­ბა­დე­ბის დღე­ზე მექ­სი­კი­დან ყვა­ვი­ლებს ვუგ­ზავ­ნი­დი ქუ­თა­ის­ში, არც ჩვე­ნი ძონ­ძე­ბის ექ­სპერტ ჩი­ტა­ლა­ძე და­ლის, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ისე ვერ­სად მივფრი­ნავ­დი "ჰერ­მე­სის" სუ­ნა­მო არ და­ე­ბა­რე­ბი­ნა, - გა­მო­მი­ყო­ლეო. სა­მა­გი­ე­როდ, ამ ერთი კვი­რის წინ მო­მი­კი­თხა, ერ­თმა კარ­გმა ბიჭ­მა ჩემ­გან სპონ­სო­რო­ბა სთხო­ვა და და­ლიმ იშუ­ა­მავ­ლა ფუ­ლის თხოვ­ნა­ში. და­ლიმ თა­ვი­სი პა­სუ­ხი კი მი­ი­ღო და ფა­რუ­ლა­ვა­საც შე­ვუთ­ვა­ლე: - "დე­ნი­კი­ნის დროს რო­ბერტ დე­ნი­როს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი შენი ფოტო, ჩემ­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს და ის რაც ჩემ­თვის ღი­რე­ბუ­ლია შენ არ გა­გაჩ­ნია და ნე­ტავ მაგ სი­ყალ­ბე­ში რო­გორ არ გე­ხუ­თე­ბათ სული-თქო."

ასეა, როცა გზა სამ­ძი­მოდ იქ­ცე­ვა, მრა­ვა­ლი იქ­ცე­ვა მტრად, ხოლო მე­გობ­რად არა­ვინ. დიდი ტკი­ვი­ლი ადა­მი­ანს გა­ი­ძუ­ლებს, ღრმად ამო­ი­ოხ­რო და თქვა: - მე ეუ­ლად მივ­დი­ვარ... გულ­გა­ტე­ხი­ლი, ნატ­კე­ნი, გან­დევ­ნი­ლი, გა­ლან­ძღუ­ლი, სამ­ყა­როს­გან არა მოყ­ვა­რე და მის­გან მო­ძუ­ლე. ეს კი ნიშ­ნავს მარ­ტო სი­ა­რულს, რად­გან ის, ვინც თავ­გან­წირ­ვით ამ­ბობს უარს ამ სამ­ყა­რო­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე რაც მას­შია, უარს ამ­ბობს ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მო­ხიბ­ლოს და აც­დუ­ნოს იგი.

ტკი­ვი­ლი გა­ი­ძუ­ლებს დარ­ცხვე­ნი­ლად დუმ­დე იმ მი­წი­ერ მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მელ­თა შე­სა­ხებ, ქვეყ­ნად გა­მუდ­მე­ბით სა­უბ­რო­ბენ. ისი­ნი კი, ვი­საც უყ­ვარ­ხარ, არა­სო­დეს გკი­თხა­ვენ, რა ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა და­აგ­რო­ვე - ამას შენს მერე დარ­ჩე­ნი­ლი შთა­მო­მავ­ლე­ბი და­ით­ვლი­ან. არც იმას გკი­თხა­ვენ, რამ­დე­ნი ბრძო­ლა მო­ი­გე ან წა­ა­გე, რამ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი ხარ, რამ­დენ­ჯერ და­ე­ცი ან წა­მო­დე­ქი, რად­გან მე­გობ­რე­ბი შენს ტკი­ვი­ლებს და­ი­ნა­ხა­ვენ და იმას შე­გე­კი­თხე­ბი­ან, რამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი შე­გიძ­ლია, რამ­დე­ნად ხში­რად ამარ­ცხებ­დი სა­კუ­თარ ბი­წი­ე­რე­ბას; იმას თუ რამ­დე­ნად ბა­ტო­ნობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, თუ მისი მონა იყა­ვი. იმას, კე­თი­ლი საქ­მის­თვის თუ რამ­დე­ნად ხში­რად იყა­ვი მზად მსხვერ­პლზე სა­კუ­თა­რი თა­ვის უარ­ყო­ფი­სას. რამ­დე­ნად ხში­რად პა­ტი­ებ­დი შენს მტერს? იმას, თუ სა­კუ­თა­რი თა­ვის უარ­ყო­ფი­სას, რამ­დე­ნად ხში­რად გა­და­გი­ტა­ნია მოთ­მი­ნე­ბით შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბა. იმას, თუ რა იზა­რა­ლე სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ის, ვინც ამას გკი­თხავს, არის მსა­ჯუ­ლი, ვის სამ­სჯავ­რო­საც ვე­ღარ­სად გა­ა­სა­ჩივ­რებ. ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სიყ­ვა­რუ­ლი იცი­ან, მე­გობ­რო­ბა იცი­ან და რაც მთა­ვა­რია ბედ­ნი­ე­რე­ბა იცი­ან, იმი­ტომ რომ ტკი­ვი­ლი იცი­ან. ფა­რი­სევ­ლე­ბის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია, რომ მძი­მე ტვირთს იცი­ლე­ბენ და სხვას ჰკი­დე­ბე­ნო. ასეა ზოგ­ჯერ მე­გობ­რო­ბა­შიც, სიყ­ვა­რულ­შიც. ადა­მი­ა­ნებს მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ ყვე­ლა­ფე­რი სხვე­ბის­გან მი­ი­ღონ, თა­ვად კი მცო­ნა­რო­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, მაგ­რამ არა მხო­ლოდ ამას ეფი­ნე­ბა შუქი, არა­მედ უფრო მე­ტად სამ­წუ­ხა­როს - იმას,რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი უმა­დუ­რო­ბით, ულ­მობ­ლო­ბით და კაპ­რი­ზე­ბით სხვას ამ­ძი­მე­ბენ, უქ­ცე­ვენ რა ტვირთს მე­გო­ბარს(ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს) კი­დევ უფრო მძი­მედ, მაგ­რამ დუმ­დე და ით­მენ­დე, ან მწა­რე სა­ტან­ჯველ­ში სი­ხა­რულ­საც კი პო­უ­ლობ­დე, პო­უ­ლობ­დე იმედს, რომ სა­ტან­ჯვე­ლი ოდეს­ღაც დას­რულ­დე­ბა, რო­გორც ხან­და­ხან იტყვი­ან, ნაღ­ვე­ლი სი­ხა­რუ­ლად, ბედ­ნი­ე­რე­ბად და უფრო დიდ სიძ­ლი­ე­რედ გარ­დაქ­მნა - ამის სწავ­ლად ყვე­ლა ტკი­ვი­ლი ღირ­და, ღირს და ყო­ველ­თვის ეღი­რე­ბა.

იქ­ნებ არც ღირ­და ამ­ხე­ლა პოს­ტად ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მე მი­ღირ­და, იმი­ტომ რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მი­ღირს ცოტა მეტ გარ­ჯად, ვინც მიყ­ვარს და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მად­ლი­ე­რი ვარ, ვინც მატ­კი­ნა, რად­გან ისევ კირ­კე­გორს და­ვე­სეს­ხე­ბი და ვი­ტყვი:- "თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა იმის ხვედ­რია, ვინც ტან­ჯვის უნი­ვერ­სი­ტეტს და­ამ­თავ­რებ­სო". ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მე წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თვრე და ახლა უკვე დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სიყ­ვა­რუ­ლიც შე­მიძ­ლია და პა­ტი­ე­ბაც, მაგ­რამ თქვენ? თქვენ­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. მხო­ლოდ ის ვიცი, რომ ვინც მხდა­ლია, ვერ წარ­სდგე­ბა უნე­ბუ­რად სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის წი­ნა­შე. მე კი თა­ვად გა­ვა­სა­მარ­თლებ სა­კუ­თარ თავს, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბას და­ვი­ნა­ხავ. შე­უც­დო­მე­ლი ხომ არა­ვინ ვართ."

პოსტს ია ფა­რუ­ლა­ვა კო­მენ­ტა­რის სა­ხით პა­სუ­ხობს:

"მა­რი­ამ, აი, "ვსიო" მორ­ჩა, აივ­სო ფი­ა­ლა მოთ­მი­ნე­ბის და გირ­ჩევ!!! სას­წრა­ფოდ მო­ძებ­ნე სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პე­ლი სცე­ნა­რის­ტი და სას­წრა­ფოდ ფილმში უნდა ითა­მა­შო... ამ ფო­ტო­თი შენ ანა მა­ნი­ა­ნი დაჩ­რდი­ლე. შენ უკვე მზად ხარ .....წარ­მა­ტე­ბე­ბი Darling"

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
13

ვის რა ჩემ დიბლად აინტერესებს ეს

ია
13

თუ ეს მართლა სიმართლეა, რადგან თქვენნაირი საინტერესო და ამავდროულად შეძლებული ქალისაგან არავინ მიდის..... მე გეტყოდით დაიკიდეთ! თქვენ უკეთესის ღირსი ხართ, როგორც პირადში, ისე მეგობრებშიც, წარმატებები !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

"ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა" - რას წერს და ვის საყვედურობს მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქში"?

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და ფოტოს ურთავს, რომელზეც თვალცრემლიანი სასოწარკვეთილად გამოიყურება. "სრულიად მოულოდნელად, ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა", - წერს ის. როგორც ირკვევა, მარიამს რთული პერიოდის გავლა მოუწია, რა დროსაც, მისი თქმით, მეგობრები განუდგნენ, მათ შორის, ია ფარულავა და დალი ჩიტალაძე, კუკუნაშვილი პოსტში ამ ყველაფერზე ვრცლად წერს:

"არ ვიცი, რატომ მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა, მაგრამ მომინდა. იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უღრესად პატივსაცემმა ქალბატონმა ბაია დვალიშვილმა მთხოვა, რომ ქალები ჩემი მიღწევებით და საუცხოო მოგზაურობებით აღმეფრთოვანებინა, წარმატების საიდუმლო გამეზიარებინა (მას ამ თხოვნას ახლა ვუსრულებ), ან იქნებ იმიტომ, რომ დისქავერის Editor chief - ს ჩემი სოციალური მედიის შემხედვარეს გული სწყდებოდა, რომ ნამდვილ მარიამს არ იცნობდნენ - სუსტს, მეგობრების და ადამიანების სიყვარულით აღსავსეს...

მოკლედ, მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა... სრულიად მოულოდნელად ქმარმა სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს გვერდით ვეჯექი და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, 10 წლის ბავშვებმა ისიც კი მითხრეს, დნმ-ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.

ალბათ გახსოვთ, ია ფარულავას "მაფიის ღამეები", მის მიერ შექმნილი სამეგობრო ჩატი, სადაც ის ხალხია, რომლებიც მიყვარდნენ და დღესაც მიყვარს, რომელთაც ჩემს ძვირფას დროს, სიყვარულით და გულწრფელობით ვუთმობდი. ზემოხსენებული პირადი ამბავი ერთი კვირის მომხდარია და ფარულავა ჩატში წერს:

"შენზე ამბობენ აფრენსო, კიდევ კარგი, გაიქცა შენი ქმარი, შენ ვინ გაგიძლებდა"... არავინ გამომსარჩლებია, არავის უგრძვნია ის, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. უფრო მეტიც, ერთი მაგ ჯგუფის წევრი მეორეს ჩემზე მესიჯს უგზავნიდა: - "ნახე, ეგ მალე როგორ აიშვებს და გაბოზდებაო (შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა)"... ბოლოს ჯგუფიდანაც კი წამშალეს. მაგ დროს უბედური და პრობლემიანი ვიყავი და ვის რაში ვჭირდებოდი... მოკლედ, ფარულავას რომ დავუბრუნდეთ, "აფრენო" - მეუბნებოდა ქალი, რომელიც აღდგომა დღეს, პასკას პირში იდებდა, ცოხნიდა, მერე მის ნაცოხნს აფურთხებდა და ასე "ფეისბუქ ლაივით" სრულიად საქართველოს მის მიერ "აღმოჩენილ" ღეჭვა-ფურთხებით გახდომის მეთოდს ასწავლიდა.

მას შემდეგ მრავალი თვე გავიდა, ხან ავირიე, ხან დავირიე, ხან გავიქეცი და გამოვიქეცი, ფერფლად ვიქეცი და თავიდან ავეწყვე... პირადიც ისე ბედნიერად დავალაგეთ. როგორც ჩვენი გაქანების და სიყვარულის უნარის მქონე ადამიანებს შეეფერებოდა, მაგრამ თვეების მანძილზე არავის ვუკითხივარ ფარულავას "სასტავიდან", არც მათ, ვისაც დაბადების დღეზე მექსიკიდან ყვავილებს ვუგზავნიდი ქუთაისში, არც ჩვენი ძონძების ექსპერტ ჩიტალაძე დალის, რომლის წყალობითაც ისე ვერსად მივფრინავდი "ჰერმესის" სუნამო არ დაებარებინა, - გამომიყოლეო. სამაგიეროდ, ამ ერთი კვირის წინ მომიკითხა, ერთმა კარგმა ბიჭმა ჩემგან სპონსორობა სთხოვა და დალიმ იშუამავლა ფულის თხოვნაში. დალიმ თავისი პასუხი კი მიიღო და ფარულავასაც შევუთვალე: - "დენიკინის დროს რობერტ დენიროსთან გადაღებული შენი ფოტო, ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ის რაც ჩემთვის ღირებულია შენ არ გაგაჩნია და ნეტავ მაგ სიყალბეში როგორ არ გეხუთებათ სული-თქო."

ასეა, როცა გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა მტრად, ხოლო მეგობრად არავინ. დიდი ტკივილი ადამიანს გაიძულებს, ღრმად ამოიოხრო და თქვა: - მე ეულად მივდივარ... გულგატეხილი, ნატკენი, განდევნილი, გალანძღული, სამყაროსგან არა მოყვარე და მისგან მოძულე. ეს კი ნიშნავს მარტო სიარულს, რადგან ის, ვინც თავგანწირვით ამბობს უარს ამ სამყაროზე და ყველაფერზე რაც მასშია, უარს ამბობს ყველა ურთიერთობაზეც, რომელმაც შეიძლება მოხიბლოს და აცდუნოს იგი.

ტკივილი გაიძულებს დარცხვენილად დუმდე იმ მიწიერ მოვლენებზე, რომელთა შესახებ, ქვეყნად გამუდმებით საუბრობენ. ისინი კი, ვისაც უყვარხარ, არასოდეს გკითხავენ, რა ოდენობის ქონება დააგროვე - ამას შენს მერე დარჩენილი შთამომავლები დაითვლიან. არც იმას გკითხავენ, რამდენი ბრძოლა მოიგე ან წააგე, რამდენად ჭკვიანი ხარ, რამდენჯერ დაეცი ან წამოდექი, რადგან მეგობრები შენს ტკივილებს დაინახავენ და იმას შეგეკითხებიან, რამდენი სიყვარული შეგიძლია, რამდენად ხშირად ამარცხებდი საკუთარ ბიწიერებას; იმას თუ რამდენად ბატონობდი საკუთარ თავზე, თუ მისი მონა იყავი. იმას, კეთილი საქმისთვის თუ რამდენად ხშირად იყავი მზად მსხვერპლზე საკუთარი თავის უარყოფისას. რამდენად ხშირად პატიებდი შენს მტერს? იმას, თუ საკუთარი თავის უარყოფისას, რამდენად ხშირად გადაგიტანია მოთმინებით შეურაცხყოფება. იმას, თუ რა იზარალე სიყვარულისთვის. ის, ვინც ამას გკითხავს, არის მსაჯული, ვის სამსჯავროსაც ვეღარსად გაასაჩივრებ. ასეთმა ადამიანებმა სიყვარული იციან, მეგობრობა იციან და რაც მთავარია ბედნიერება იციან, იმიტომ რომ ტკივილი იციან. ფარისევლების შესახებ ნათქვამია, რომ მძიმე ტვირთს იცილებენ და სხვას ჰკიდებენო. ასეა ზოგჯერ მეგობრობაშიც, სიყვარულშიც. ადამიანებს მიდრეკილება აქვთ ყველაფერი სხვებისგან მიიღონ, თავად კი მცონარობის სურვილი აქვთ, მაგრამ არა მხოლოდ ამას ეფინება შუქი, არამედ უფრო მეტად სამწუხაროს - იმას,რომ ადამიანები საკუთარი უმადურობით, ულმობლობით და კაპრიზებით სხვას ამძიმებენ, უქცევენ რა ტვირთს მეგობარს(ან საყვარელ ადამიანს) კიდევ უფრო მძიმედ, მაგრამ დუმდე და ითმენდე, ან მწარე სატანჯველში სიხარულსაც კი პოულობდე, პოულობდე იმედს, რომ სატანჯველი ოდესღაც დასრულდება, როგორც ხანდახან იტყვიან, ნაღველი სიხარულად, ბედნიერებად და უფრო დიდ სიძლიერედ გარდაქმნა - ამის სწავლად ყველა ტკივილი ღირდა, ღირს და ყოველთვის ეღირება.

იქნებ არც ღირდა ამხელა პოსტად ეს ყველაფერი, მაგრამ მე მიღირდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი მიღირს ცოტა მეტ გარჯად, ვინც მიყვარს და ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც მატკინა, რადგან ისევ კირკეგორს დავესესხები და ვიტყვი:- "თავისუფლება და ბედნიერება იმის ხვედრია, ვინც ტანჯვის უნივერსიტეტს დაამთავრებსო". ეს უნივერსიტეტი მე წარჩინებით დავამთვრე და ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულიც შემიძლია და პატიებაც, მაგრამ თქვენ? თქვენზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვინც მხდალია, ვერ წარსდგება უნებურად სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. მე კი თავად გავასამართლებ საკუთარ თავს, როცა ამის საჭიროებას დავინახავ. შეუცდომელი ხომ არავინ ვართ."

პოსტს ია ფარულავა კომენტარის სახით პასუხობს:

"მარიამ, აი, "ვსიო" მორჩა, აივსო ფიალა მოთმინების და გირჩევ!!! სასწრაფოდ მოძებნე საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და სასწრაფოდ ფილმში უნდა ითამაშო... ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე. შენ უკვე მზად ხარ .....წარმატებები Darling"