საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ -  ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?
"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ -  ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?

თურ­ქუ­ლი პრე­სა ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმ ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რო­მე­ლიც მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში ხდე­ბა და რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მალე შავ ზღვა­საც და­ე­მარ­თოს.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის არ­ნა­ხულ გამ­რავ­ლე­ბას, რა­საც ხელს უწყობს სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი და მომ­წამ­ვლე­ლი, მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში ჩა­ე­დი­ნე­ბა.

საქ­მე ისაა, რომ შავ ზღვა­ზე აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვი­თაც, მას აბინ­ძუ­რებს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო (სა­სუ­ქე­ბი), ცხო­ვე­ლუ­რი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სამ­რეწ­ვე­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი და ორ­გა­ნუ­ლი თუ არა­ორ­გა­ნუ­ლი მა­რი­ლე­ბი. მა­რი­ლე­ბი ზღვა­ში ძი­რი­თა­დად მდი­ნა­რე­ე­ბის წყალ­თან ერ­თად ჩა­ე­დი­ნე­ბა.

მა­რი­ლე­ბის მო­ჭარ­ბე­ბა კი ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი წყალმცე­ნა­რე­ე­ბის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას ამ­ცი­რებს და თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ისი­ნი მეტი ინ­ტენ­სი­ვო­ბით იწყე­ბენ გამ­რავ­ლე­ბას, რაც ამ­ჟა­მად ხდე­ბა მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში, ანუ იზ­რდე­ბა ფი­ტოპ­ლან­ქტო­ნის პო­პუ­ლა­ცია, რა­საც ზღვის ევტრო­ფი­კა­ცია (და­ჭა­ო­ბე­ბა) მოს­დევს. მკვდა­რი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შლის შე­დე­გად ზღვა­ში ჟანგბა­დის მო­ცუ­ლო­ბა მცირ­დე­ბა. უჟანგბა­დო­ბას კი მრა­ვა­ლი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა ეწი­რე­ბა, რაც, ბუ­ნებ­რი­ვია, დი­დად ვნებს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას.

გა­ზე­თი "თურ­ქი“ («Türkiye») ბეჭ­დავს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "წყალ­ქვეშ კი­დევ უფრო სა­ში­ნე­ლე­ბაა, ვიდ­რე მის ზე­და­პირ­ზე“ (ავ­ტო­რი - ზი­ნეთ ქო­ჯა­ბი­ქი), რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია:

"მარ­მა­რი­ლოს ზღვის ფსკერ­ზე ისეა ლორ­წო მო­დე­ბუ­ლი, რომ ხა­ლი­ჩა გე­გო­ნე­ბა. თევ­ზე­ბი ან და­ი­ღუპ­ნენ, ანდა ლორ­წო­ში "გაბ­მუ­ლე­ბი“ კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. სუ­რა­თი ისე­თია, რო­გორ­საც სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მებ­ში ვხე­დავთ ხოლ­მე. მყვინ­თა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ზღვის ფსკე­რი გა­მო­იკ­ვლი­ეს, თა­ვი­ანთ გა­ო­ცე­ბა­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ვერ მა­ლა­ვენ. თურ­ქე­თის წყალ­ქვე­შა სპორ­ტის მოყ­ვა­რულ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გა­რე­მოს დაც­ვის საბ­ჭოს წევ­რი­სა და ფო­ტოგ­რა­ფი მეჰ­ფათ აქ­ბაშ ჩიფ­ჩის­თვის, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ად­გილ­ზე ჩა­უყ­ვინ­თავს და მრა­ვა­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუ­რა­თის მნახ­ვე­ლია, მარ­მა­რი­ლოს ზღვის ფსკერ­ზე ნა­ნა­ხი ყვე­ლა­ფერს აჭარ­ბებს.

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ასე­თი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა არ­სად მი­ნა­ხავს“, - ამ­ბობს ის.

მეჰ­ფათ ჩიფ­ჩიმ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ლორ­წო პრობ­ლე­მად და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ იქცა:

"მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში ასე­თი რამ ად­რეც ყო­ფი­ლა, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ სწრა­ფად ქრე­ბო­და. ახლა კი, როცა გა­ვი­გეთ, რომ გემ­ლი­კის უბე­ში ლორ­წოს სქე­ლი ფენა იქ­მნე­ბო­და, მა­შინ­ვე გა­ვემ­გზავ­რეთ. ადა­მი­ა­ნი ჯერ ზე­და­პირს რომ შე­ხე­დავს, შე­ე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, წყალ­ქვეშ უფრო უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა. აი, სუ­რა­თებ­ზე ჩანს, რომ ყო­ველ­გვა­რი სი­ცო­ცხლე ნად­გურ­დე­ბა. თევ­ზებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ახ­ლან­დელ ლორ­წოს ვერ უძ­ლებს ის მწვა­ნე წყალმცე­ნა­რე­ე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც ადრე გამ­ძლე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ისი­ნიც კი იღუ­პე­ბი­ან. მთე­ლი ფსკე­რი ლორ­წო­თია მო­ფე­ნი­ლი, ირ­გვლივ სქე­ლი ფა­ფის მაგ­ვა­რი წარ­მო­ნაქ­მნია. წყალ­ქვეშ ორნი ვი­ყა­ვით და ჩემს მე­გო­ბარს ნა­ხე­ვარ მეტრშიც ვე­ღარ ვამ­ჩნევ­დი“.

მეჰ­ფათ ჩიფ­ჩის­თვის მარ­მა­რი­ლოს ზღვის ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რად­გან მან ბავ­შვო­ბა სწო­რედ გემ­ლი­კის უბის ნა­პირ­ზე გა­ა­ტა­რა და ცურ­ვაც იქ ის­წავ­ლა.

თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში მიმ­დი­ნა­რე ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გე­ბი რო­გორ­მე შე­ამ­ცი­როს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ლორ­წოს წარ­მოქ­მნას და მის გამ­რავ­ლე­ბას ამ­ჯე­რად ხელი კო­რო­ნა­ვირუს­მაც შე­უ­წყო, როცა ადა­მი­ან­თა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დროს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნა­გა­ვის მო­ცუ­ლო­ბა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და და ეს ყვე­ლა­ფე­რი უკონ­ტრო­ლოდ ზღვა­ში იყ­რე­ბო­და.

"მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 25 მი­ლი­ო­ნი კუ­ბა­მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის ნა­გა­ვი იყ­რე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ­მა მცხოვ­რებ­მაც უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ბუ­ნე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვა მისი მო­ვა­ლე­ო­ბაც არის. თუ ჩვენ მიდ­გო­მებს არ შევ­ცვლით, უა­რე­სი მოხ­დე­ბა“.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
15

გამოქვეყნებამდე ორთოგრაფია უნდა შეამოწმოთ! 

ვოოტ
26

ძალიან სასარგებლო ვიდეოა, შენდაუნებურად თურქულსაც ისწავლი კაცი (ქალი)...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ -  ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?

"წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ -  ეკოლოგიური კატასტროფა მარმარილოს ზღვაში, ემუქრება თუ არა იგივე შავ ზღვას?

თურქული პრესა ყურადღებას ამახვილებს იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც მარმარილოს ზღვაში ხდება და რომელიც შეიძლება მალე შავ ზღვასაც დაემართოს.

საქმე შეეხება ფიტოპლანქტონის არნახულ გამრავლებას, რასაც ხელს უწყობს სამრეწველო ნარჩენები და მომწამვლელი, მავნე ნივთიერებები, რომლებიც მარმარილოს ზღვაში ჩაედინება.

საქმე ისაა, რომ შავ ზღვაზე აქამდე ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, მას აბინძურებს სასოფლო-სამეურნეო (სასუქები), ცხოველური, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები და ორგანული თუ არაორგანული მარილები. მარილები ზღვაში ძირითადად მდინარეების წყალთან ერთად ჩაედინება.

მარილების მოჭარბება კი ერთუჯრედიანი წყალმცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს და თავის გადასარჩენად ისინი მეტი ინტენსივობით იწყებენ გამრავლებას, რაც ამჟამად ხდება მარმარილოს ზღვაში, ანუ იზრდება ფიტოპლანქტონის პოპულაცია, რასაც ზღვის ევტროფიკაცია (დაჭაობება) მოსდევს. მკვდარი ორგანული ნივთიერებების შლის შედეგად ზღვაში ჟანგბადის მოცულობა მცირდება. უჟანგბადობას კი მრავალი ცოცხალი არსება ეწირება, რაც, ბუნებრივია, დიდად ვნებს ბიომრავალფეროვნებას.

გაზეთი "თურქი“ («Türkiye») ბეჭდავს სტატიას, სათაურით: "წყალქვეშ კიდევ უფრო საშინელებაა, ვიდრე მის ზედაპირზე“ (ავტორი - ზინეთ ქოჯაბიქი), რომელშიც ნათქვამია:

"მარმარილოს ზღვის ფსკერზე ისეა ლორწო მოდებული, რომ ხალიჩა გეგონება. თევზები ან დაიღუპნენ, ანდა ლორწოში "გაბმულები“ კომატოზურ მდგომარეობაში არიან. სურათი ისეთია, როგორსაც საშინელებათა ფილმებში ვხედავთ ხოლმე. მყვინთავები, რომლებმაც ზღვის ფსკერი გამოიკვლიეს, თავიანთ გაოცებასა და შთაბეჭდილებებს ვერ მალავენ. თურქეთის წყალქვეშა სპორტის მოყვარულთა ასოციაციის გარემოს დაცვის საბჭოს წევრისა და ფოტოგრაფი მეჰფათ აქბაშ ჩიფჩისთვის, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ადგილზე ჩაუყვინთავს და მრავალი არასასიამოვნო სურათის მნახველია, მარმარილოს ზღვის ფსკერზე ნანახი ყველაფერს აჭარბებს.

"ეს საშინელებაა. ასეთი ეკოლოგიური კატასტროფა არსად მინახავს“, - ამბობს ის.

მეჰფათ ჩიფჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ლორწო პრობლემად დაახლოებით ორი კვირის წინ იქცა:

"მარმარილოს ზღვაში ასეთი რამ ადრეც ყოფილა, სხვადასხვა ადგილზე, მაგრამ შემდეგ სწრაფად ქრებოდა. ახლა კი, როცა გავიგეთ, რომ გემლიკის უბეში ლორწოს სქელი ფენა იქმნებოდა, მაშინვე გავემგზავრეთ. ადამიანი ჯერ ზედაპირს რომ შეხედავს, შეეშინდება, მაგრამ მერწმუნეთ, წყალქვეშ უფრო უარესი სიტუაციაა. აი, სურათებზე ჩანს, რომ ყოველგვარი სიცოცხლე ნადგურდება. თევზებზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლანდელ ლორწოს ვერ უძლებს ის მწვანე წყალმცენარეებიც კი, რომლებიც ადრე გამძლეობით გამოირჩეოდნენ. ისინიც კი იღუპებიან. მთელი ფსკერი ლორწოთია მოფენილი, ირგვლივ სქელი ფაფის მაგვარი წარმონაქმნია. წყალქვეშ ორნი ვიყავით და ჩემს მეგობარს ნახევარ მეტრშიც ვეღარ ვამჩნევდი“.

მეჰფათ ჩიფჩისთვის მარმარილოს ზღვის ასეთი მდგომარეობა ძალიან სამწუხაროა, რადგან მან ბავშვობა სწორედ გემლიკის უბის ნაპირზე გაატარა და ცურვაც იქ ისწავლა.

თურქეთის ხელისუფლება ცდილობს მარმარილოს ზღვაში მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის შედეგები როგორმე შეამციროს. მეცნიერები ამბობენ, რომ ლორწოს წარმოქმნას და მის გამრავლებას ამჯერად ხელი კორონავირუსმაც შეუწყო, როცა ადამიანთა თვითიზოლაციის დროს საყოფაცხოვრებო ნაგავის მოცულობა ძალიან გაიზარდა და ეს ყველაფერი უკონტროლოდ ზღვაში იყრებოდა.

"მარმარილოს ზღვაში ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი კუბამეტრის მოცულობის ნაგავი იყრება. რასაკვირველია, ამ პრობლემის მოგვარება სამინისტროების, მუნიციპალიტეტების მოვალეობაა, მაგრამ თითოეულმა მცხოვრებმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ბუნების, გარემოს დაცვა მისი მოვალეობაც არის. თუ ჩვენ მიდგომებს არ შევცვლით, უარესი მოხდება“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"არ ვამბობ, რომ ექიმებმა პირი შეკრეს და დედაჩემი მოკლეს, ვითხოვ დაისაჯოს ის, ვინც გაუფრთხილებლობით დედას მენჯ-ბარძაყი გადაუმტვრია" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეგულირების სააგენტო 5 ექიმის თაობაზე?

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“ საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ბრენდების - Bomag-ისა და Marini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით