ავტორი:

"დამთხვევები ბადებს ეჭვს - "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" პრემიერის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს, აქამდე არ ყოფილა" - მდინარაძე გახარიაზე

"დამთხვევები ბადებს ეჭვს - "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" პრემიერის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს, აქამდე არ ყოფილა" - მდინარაძე გახარიაზე

თუ კონკრეტულ რომელიმე შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადგენად, ამ შემთხვევაში გამოძიება არ იწყება ხოლმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლო ბრალეულობაზე სამართალდამცავები მაშინ ისაუბრებენ, თუ კონკრეტული ფაქტები ექნებათ.

"პირველად გიპასუხებთ, როგორც იურისტი. თუ კონკრეტულ რომელიმე შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადგენად, ამ შემთხვევაში გამოძიება არ იწყება ხოლმე. მინიმუმ გონივრული ეჭვი უნდა იყოს რაღაც კონკრეტული დანაშაულის. როდესაც პოლიტიკოსები საუბრობენ ძალიან საეჭვო დამთხვევებზე, მაგალითად იმაზე, რომ 2-3 დღეს, რომელსაც ითხოვდა კონკრეტული ადამიანი გადასავადებლად იმ კონკრეტული ღონისძიების და ამ დროს იყო კონკრეტული ინფორმაცია და ის 2-3 დღე სხვა მხრიდანაც იყო გახმოვანებული, ეს არის ძალიან სერიოზული. ამაზე ჩემი აზრით, სამართალდამცავები მაშინ ილაპარაკებენ, თუ კონკრეტული რაიმე ფაქტები ექნებათ. დამთხვევები ყოველთვის ბადებს ეჭვს, ასეთი ეჭვის საფუძველი გაგვაჩნდა. ამაზე ვისაუბრებთ და ვსაუბრობთ, მაგრამ აქამდეც არ იყო ასეთი დამთხვევები, რომ „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიზნები ერთმანეთს დამთხვეოდეს. არ იყო ასეთი დამთხვევები აქამდე“, - განაცხადა მდინარაძემ.

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

"მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა" - გიორგი გახარია