ავტორი:

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება?

რა წერია საქართველოზე ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება?

ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ ახალ სტრატეგიას აქვეყნებს, სადაც საქართველოც არის ნახსენები.

ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს და ევროკავშირის საბჭოს ერთობლივ 14-გვერდიან დოკუმენტში „ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობები - უკან დახევის იძულება, შეკავება და ჩართულობა“ - საუბარია, რომ რუსეთი პირდაპირ სამხედრო და ჰიბრიდულ მოქმედებებს ახორციელებს გადაუჭრელ კონფლიქტებში უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, სირიასა და ლიბიაში.

„ევროკავშირი აგრძელებს რუსეთის ხელისუფლების მცდელობებთან დაპირისპირებას, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მედიატორად და არა მხარედ იმ ტერიტორიულ კონფლიქტებში, რომელიც ეხება უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას ყირიმის ნახევარკუნძლის უკანონო ანექსიისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „დამოუკიდებლობასთან“ დაკავშირებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე წერია, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის გამუდმებულ დარღვევას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის გამუდმებულ დარღვევას საქართველოსა და უკრაინაში და სხვა ადგილებში, მათ შორის თანამოაზრე პარტნიორთა ინიციატივების მეშვეობით. ეს მოიცავს რუსეთის მიმართ მოწოდებას აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც კონფლიქტის მხარემ და სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები. ევროკავშირი უფრო აქტიურად შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მისი მოქმედებების გასამართლებლად გამოყენებულ ცრუ ნარატივებს, ყველა დონეზე. ჩვენ გავაგრძელებთ დავუპირისპირდეთ (ჩვენი სავიზო პრაქტიკის საშუალებით) რუსეთის ”პასპორტიზაციის” პოლიტიკას უკრაინაში“, - წერია სტრატეგიაში.

პარლამენტთან დაკავებული "ლელოს" წევრები, გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?!" - შალვა პაპუაშვილი

"გაუმართლებელია ადამიანის უფლებების დარღვევა და მით უფრო პარლამენტში" - რა განცხადებას არვცელებს სალომე ზურაბიშვილი